საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მეცნიერების ფესტივალი – „GGSB 2024 Science Fest „The First 20 Years“ ჩატარდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში, ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის (GGSB) ფარგლებში, მეცნიერების ფესტივალი – GGSB 2024 Science Fest „The First 20 Years“ – ჩატარდა. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. მისივე ცნობით, მეცნიერების ფესტივალის ორგანიზატორები არიან: საქართველოს პარტნიორი უნივერსიტეტების კონსორციუმი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (TSU), საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (GTU), ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი […]

თბილისის მერიამ ვერის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

ვერის პარკის რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო. სამუშაოების საწყის ეტაპს დღეს, დედაქალაქის მერი კახა კალაძე მის მოადგილეებთან, ირაკლი ბენდელიანთან და ანდრია ბასილაიასთან ერთად გაეცნო. კახა კალაძის თქმით, იგეგმება ჭადრაკის სასახლის რეაბილიტაციაც. „ვერის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები დავიწყეთ. ხედავთ, რა მდგომარეობაა. ნამდვილად არ არის სახარბიელო ვითარება და გვინდა, მთლიანად რეაბილიტირდეს. ეს ჩვენი დაპირება იყო. მთლიანად განახლდება, შეიცვლება საპარკე ინფრასტრუქტურა, […]

დიღმის მასივში, მაიაკოვსკის ძეგლის მიმდებარედ არსებული სკვერი, კუნძულ ტექსელის სკვერი და სიკო დოლიძის სახელობის სკვერი რეაბილიტირდა

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა დიღმის მასივში, მაიაკოვსკის ძეგლის მიმდებარედ არსებული სკვერის, კუნძულ ტექსელის სკვერისა და სიკო დოლიძის სახელობის სკვერის რეაბილიტაცია განახორციელა, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული რეკრეაციული სივრცეები მძიმე მდგომარეობაში იყო და სრულ განახლებას საჭიროებდა. „პროექტის ფარგლებში, მწვანე საფარი შეიცვალა, ფილები დაიგო, საბავშვო […]

ვაზიანის აეროპორტის აშენებას მივესალმები, თუმცა მანამდე თბილისის საერთაშორისო აეროპორტია მისახედი – თეა ზაქარაძე

TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე აცხადებს, რომ ვაზიანის აეროპორტის პროექტის განხორციელება მისასალმებელია, რადგან სახელმწიფომ ასე გადაწყვიტა, თუმცა ვიდრე ის აშენდება, საჭიროა დედაქალაქის მთავარი აეროპორტის მიხედვა. საკითხზე ზაქარაძემ BMGTV-ის გადაცემაში „საუბრები ავიაციაზე“ ისაუბრა. თეა ზაქარაძე იმედს გამოთქვამს, რომ როგორც აქამდე თანამშრომლობა ეკონომიკის სამინისტრო და TAV Georgia, ისე ითანამშრომლებენ მომავალშიც. „ჩვენ ეკონომიკის სამინისტროს წარვუდგინეთ ჩვენი ხედვა, […]

ბოლო წლებში ეკონომიკის ზრდის შედეგად გაზრდილი და გაორმაგებული ბიუჯეტი, მომავალი წლების მაღალი ზრდის პირობებში იძლევა შესაძლებლობას უფრო აქტიურად მოხდეს განათლების სისტემის დაფინანსება და სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრესის მხარდაჭერა

ბოლო წლებში ეკონომიკის ზრდის შედეგად გაზრდილი და გაორმაგებული ბიუჯეტი, მომავალი წლების მაღალი ზრდის პირობებში იძლევა შესაძლებლობას უფრო აქტიურად მოხდეს განათლების სისტემის დაფინანსება და სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრესის მხარდაჭერა თანამედროვე ქვეყნის განვითარების პარადიგმა 3 ძირითად და ურთიერთდაკავშირებულ ბაზისზე დგას: სტაბილურობა და მშვიდობა, სწრაფი ეკონომიკური ზრდა, საგანმანათლებო, სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრესი; ამ თვალსაზრისით ვფიქრობ საყურადღებოა მსოფლიო ბანკის ბოლო კვლევა, კერძოდ, “გლობალური […]

სპეცრაზმის მიერ ნაცემი ალეკო ელისაშვილი სასამართლომ 2 000 ლარით დააჯარიმა

პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ სასამართლომ 2 000 ლარით დააჯარიმა. ელისაშვილი გადაწყვეტილების ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრებას გეგმავს. საქმე ეხება ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციას, როდესაც სპეცრაზმელები ელისაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ. „იმ ინციდენტის შემდეგ არც ერთი პოლიციელისთვის ბრალი არ არის წარდგენილი, არც ერთი მათგანი იდენტიფიცირებული არ […]

„ენთები“-ს ბიზნეს-ჰაბის გახსნითი ღონისძიება

„ენთები“ ბუღალტრული, საგადასახადო და სხვა ფინანსური სერვისების კომპანიაა, რომელიც ყოველთვიურად 600-ზე მეტ კლიენტ კომპანიას ემსახურება. მომხმარებლების დიდი ბაზიდან გამომდინარე კომპანიამ გადაწყვიტა, რომ გაეხსნა ბიზნეს-ჰაბი ექსკლუზიურად მისი პარტნიორი კომპანიებისთვის. ბიზნეს-ჰაბის გახსნითი ღონისძიების ფარგლებში, მოწვეულნი იქნებიან „ენთები“-ს 600-ზე მეტი, პარტნიორი კომპანიის წარმომადგენლები, რაც თითოეულ მათგანს განსაკუთრებულ შესაძლებლობას შეუქმნის ახალი კავშირების დამყარების, მნიშვნელოვანი გამოცდილებების ერთმანეთში გაზიარებისა და ახალი […]

„თბილისში, უდიდესი წილი ჯამურად გაყიდული ბინებიდან, 50-დან 75 კვადრატულ მეტრამდე ფართობის ბინებზე მოდის“

ივლისში თბილისში გასაყიდი უძრავი ქონების ფასი კვადრატულზე 1,207 დოლარს გაუტოლდა, რაც წლიურად 3% -იან ზრდას წარმოადგენს. გაზრდილია როგორც ძველი, ისე ახალი ბინების ფასები, – ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ უფროსმა ასოცირებულმა მკვლევარმა სალომე დეისაძემ „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა. მისი თქმით, უძრავი ქონების გასაყიდი ფასებისგან განსხვავებით, გასაქირავებელმა ფასმა დაიკლო და კვადრატულ მეტრზე 11.5 დოლარს გაუტოლდა, რაც გასული წლის ივლისის […]

მთავრობა გელათის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილ ბიუჯეტს 4 მლნ ლარით ზრდის

მთავრობა გელათის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილ ბიუჯეტს 4 მლნ ლარით ზრდის. როგორც მთავრობის გვერდზე 9 სექტემბერს გამოქვეყნებულ განკარგულებაშია აღნიშნული, გელათის სამონასტრო კომპლექსის სარესტავრაციო, სარეკონსტრუქციო და საკონსერვაციო სამუშაოებთან დაკავშირებით ხარჯების დაფინანსების მიზნით, ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან კულტურის და სპორტის სამინისტროს სსიპ – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს უნდა გამოუყოს 11,5 მლნ ლარი, მაშინ როცა, […]

“ერთგულ ევროპელებთან”– როთი საქართველოში ჩამოდის

ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოდის – გერმანელი პოლიტიკოსი ამის შესახებ ინფორმაციას X-ზე ავრცელებს და წერს, რომ საქართველოს 16-18 სექტემბერს ესტუმრება. მოუთმენლად ველი მეგობრებთან, მოკავშირეებსა და ერთგულ ევროპელებთან შეხვედრას საქართველოსა (16-18 სექტემბერს) და სომხეთში (18-19 სექტემბერს)”- წერს ის.