ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პრეზიდენტი იქნება – ლევან მამალაძე

ბიძინა ივანიშვილის “ქართული ოცნების” პირველ ნომრად დაფიქისირებამ წერტილი დაუსვა ოპონენტების სპეკულირებას მისი პოლიტიკაში ყოფნა არყოფნასთან დაკავშირებით.”– ამის შესახებ “სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის” ხელმძღვანელი ლევან მამალაძე წერს სოციალურ ქსელში. “ბიძინა ივანიშვილმა ბუნდოვანება გაფანტა და პარლამენტში შესვლით დააფიქსირა, რომ როგორც დღევანდელი პოლიტიკური ელიტის ავტორი, პასუხისმგებლობას იღებს ქვეყნის მომავალ განვითარებასა და სტრატეგიაზე. მან საკმარისად გაწვრთნა და გამოზარდა ახლგაზრდა პოლიტიკოსები, […]

რუსეთის ჯარები კონტრშეტევაზე გადავიდნენ კურსკის რეგიონში

რუსეთის არმია კონტრშეტევაზე გადავიდა კურსკის ოლქში და მოახერხა კონტროლის აღდგენა უკრაინის სამხედრო ძალების მიერ აგვისტოში დაკავებულ რამდენიმე დასახლებულ პუნქტზე. შეტევითი მოქმედების დაწყების შესახებ იუწყება უკრაინული ანალიტიკური პროექტი DeepState. უკრაინელ მკვლევართა თქმით სიტუაცია რთული უკრაინის თავდაცვის მარცხენა ფლანგზე. „რუსმა სამხედროებმა დაიწყეს აქტიური საიერიშო მოქმედება, გადაისროლეს ჯავშანტექნიკა მდინარე სეიმზე, შემდეგ კი უფრო პატარა მდინარეებზე. კიდევ ერთი დარტყმა […]

ჯეიმი ოლივერი Youtube-ის, Facebook-ისა და Iinstagram-ის გვერდებზე ხაჭაპურის შესახებ ვიდეორგოლებს ავრცელებს

ბრიტანელი შეფ მზარეული ჯეიმი ოლივერი Youtube-ის, Facebook-ისა და Iinstagram-ის გვერდებზე ხაჭაპურის შესახებ 9 წუთიან, 1:30 წუთიან და 15 წამიან ვიდეორგოლებს ავრცელებს. საქართველოში მიღებული შთაბეჭდილებების შემდეგ ჯეიმი ოლივერმა ხაჭაპურისა და სალათის საკუთარი ვერსია მოამზადა. „საქართველოში ჩემი მოგზაურობისას ძალიან შემიყვარდა ხაჭაპური, ეს არის ქართული ეროვნული კერძი, რომელიც საუკეთესო ცომეულია. მე ჩემი ინსპირაციით მოვამზადე ხაჭაპური, გამოვიყვანე ჩემი ფავორიტი […]

ტურისტული ინდუსტრიის წვლილი გლობალურ მშპ-ში 2024 წელს 11 ტრილიონი დოლარი იქნება – WTTC

2024 წელს გლობალურად დახარჯული ყოველი 10 დოლარიდან 1 დოლარი იქნება მოგზაურობაზე, რადგან ადამიანები სწრაფად ჯავშნიან სასტუმროებს, კრუიზებს და ფრენებს – ნათქვამია World Travel and Tourism Council-ის ყოველწლიურ ანგარიშში. მოგზაურობისა და ტურიზმის ინდუსტრიის წვლილი გლობალურ მთლიან შიდა პროდუქტში, მოსალოდნელია, რომ ახალ სიმაღლეებს მიაღწევს, რადგან მომხმარებლები სულ უფრო მეტად ხედავენ მოგზაურობას, როგორც მათი ბიუჯეტის აუცილებელ ნაწილს. WTTC-ის […]

ვაშინგტონმა ირანს და რუსეთს სანქციები კრემლისთვის ფრთოსანი რაკეტების მიწოდების გამო დაუწესა

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ამერიკა თეირანს ახალ სანქციებს უწესებს. სანქციების მორიგი პაკეტი ირანს რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდების გამო დაუწესდა, რომელთაც მოსკოვი უკრაინაში უკანონო, სრულმასშტაბიან ომში იყენებს. სახელმწიფო დეპარტამენტის სამშაბათის განცხადების მიხედვით, სანქციები მიზნად ისახავს „ირანის დესტაბილიზაციის მომტანი ქმედებების“ კიდევ უფრო შეზღუდვას. სანქციები დაუწესდა ირანსა და რუსეთში დაფუძნებულ ბიზნესებსა და ინდივიდებს, მათ […]

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ტაჯიკეთის ორი მოქალაქე დააკავეს

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. უშიშროების კომიტეტი (КГБ) იუწყება, რომ 5 სექტემბერს დააკავეს ტაჯიკეთის ორი მოქალაქე, მათ დე ფაქტო საზღვრის დარღვევას ედავებიან. ე.წ. უშიშროების კომიტეტის ცნობაში მითითებულია, რომ ტაჯიკეთის მოქალაქეები, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია, ცხოვრობენ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბში. „დადგენილია, რომ აღნიშნულ უცხოელებს გზა აებნათ და წინასწარი განზრახვის გარეშე დაარღვიეს საქართველოსთან სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვარი, ზნაურის […]

ითამაშებს თუ არა ხვიჩა “კალიარისთან”? – იტალიური მედიის ვარაუდი

ნეაპოლური მედია ალბანეთის ნაკრებთან მატჩისას ხვიჩა კვარაცხელიას მიღებული ტრავმის გამო შეშფოთებულია. ქართველი იტალიაში ჩასვლისას სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ამის შემდეგ გადაწყდება, მოახერხებს თუ არა კვირას სერია A-ს მეოთხე ტურში სტუმრად “კალიარისთან” თამაშს. Sky Sport-ის ცნობით, შეხვედრაში კვარაცხელიას მონაწილეობა საეჭვოა და მწვრთნელი ანტონიო კონტე მის ნაცვლად სასტარტოში დავიდ ნერესს ან ჯაკომო რასპადორის დააყენებს. თუმცა, ჯერ გადაწყვეტილი […]

ირაკლი კობახიძე – არავითარი კრიზისი ქვეყანაში არ იქნება, სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზეა – თუ ვინმეს ასეთი აზრები აქვს, ვურჩევ ყველას, რომ ასეთ აზრები გვერდზე გადადოს

არავითარი კრიზისი ჩვენს ქვეყანაში არ იქნება, ვინმეს თუ უნდა გაიმეოროს საქართველოში ის სცენარი, რომელიც უკვე გამოვიარეთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ეს მცდელობაც აბსოლუტურად განწირულია წარუმატებლობისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სახელმწიფო დგას თავის ადგილზე, მოწოდების სიმაღლეზე. „არავითარი კრიზისი ჩვენს ქვეყანაში არ იქნება. თქვენ ხედავთ, რომ სახელმწიფო დგას […]

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სოფელ ძლევიჯვარში ფერმა დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ შამუგიასთან ერთად, სოფელ ძლევიჯვარში ფერმა დაათვალიერა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, კერძო ინვესტიციით აშენებულ ფერმაში მერძეული უცხოური ჯიშის 1500-მდე საქონელია. „ინვესტორი პრემიერს განხორციელებულ ინვესტიციაზე ესაუბრა, რომლის შედეგად 200 ადამიანი დასაქმდა. ფერმა აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებითა და უახლესი სტანდარტების ტექნიკით. ფერმას […]

აშშ-ისა და ბრიტანეთის პირველი დიპლომატები კიევში იმყოფებიან

უკრაინის სამხედრო ოფიციალურმა პირებმა ოთხშაბათს განაცხადეს, რომ გასული ღამის განმავლობაში, უკრაინის რამდენიმე რეგიონის წინააღმდეგ გამოყენებული რუსეთის 25 დრონიდან 20 ჩამოაგდეს. საჰაერო ძალების განცხადებით, რუსეთის დრონები მოიგერიეს ჩერკასის, დნიპროპეტროვსკის, ხერსონის, კიევის, პოლტავისა და სუმის რეგიონებში. მსხვერპლისა და მნიშვნელოვანი ზარალის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ბელგოროდის რეგიონში, უკრაინის დრონი ჩამოაგდო. ამასთან, […]