პრემიერი – NGO-ები, რომლებმაც გააყალბეს პარალელური ხმის დათვლის შედეგები 2020 წელს, პირდაპირ აწარმოებენ საარჩევნო აგიტაციას მმართველი პარტიის წინააღმდეგ და ოპოზიციური პარტიების სასარგებლოდ – მათ შელახული რეპუტაცია აქვთ

არიან ე.წ. ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები, რომლებიც მმართველი პარტიის წინააღმდეგ პირდაპირ აწარმოებენ საარჩევნო აგიტაციას ოპოზიციური პარტიების სასარგებლოდ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს არიან ის NGO-ები, რომლებმაც 2020 წელს გააყალბეს პარალელური ხმის დათვლის შედეგები. „ყველას აქვს საშუალება, რომ დააკვირდეს საარჩევნო პროცესს, განურჩევლად მათი წარსულის, აწმყოსი და მომავლის. ყველა აკვირდება […]
პრემიერი – საქართველოდან უკრაინის დროებითი წარმომადგენლის გაწვევა ხელს არ უწყობს ურთიერთობების განვითარებას და ჩვენთვის სამწუხაროა

საქართველოდან უკრაინის დროებითი წარმომადგენლის გაწვევა ხელს არ უწყობს ურთიერთობების განვითარებას, უკრაინის ხელისუფლების ეს გადაწყვეტილებები ჩვენთვის ძალიან სამწუხაროა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო ყველა შემთხვევაში რჩება ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, ვინაიდან ეს სჭირდება უკრაინელ ხალხს და უკრაინას. „ჩვენ არ გამოგვიწვევია ელჩი უკრაინიდან და არც უკრაინის ელჩი გაგვიწვევია საქართველოდან. ეს გააკეთა […]
ირაკლი კობახიძე – ყველამ იცის, ვინ არის კეზერაშვილი, შემაშფოთებელია, რომ ის სარგებლობს თავისუფალი მიმოსვლით ევროკავშირის ქვეყნებში და ამ მიმოსვლის წყალობით ევროპელ პენსიონერებს ძარცვავს

დავით კეზერაშვილის სახელს უკავშირდება ის საგმირო საქმეები, როგორიც არის ჯერ ბიზნესმენების, მერე ჯარის ძარცვა და ახლა ძარცვავს ევროპელ პენსიონერებს, ამ ფონზე სამწუხაროდ, სარგებლობს ევროკავშირის ქვეყნებში თავისუფალი მიმოსვლით, რაც შემაშფოთებელია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კეზერაშვილმა აღიარა, რომ საქართველოში აფინანსებს რადიკალურ ოპოზიციას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიასაშუალებებს, რაც კანონის დარღვევაა. „ყველამ […]
1500 ლარით დააჯარიმეს მოქალაქე, რომელმაც კობახიძეს და ოცნების სხვა წევრებს მონა დაუძახა

1500 ლარით დააჯარიმეს მოქალაქე ხათუნა ბერიძე, რომელმაც რამდენიმე თვის წინ ბათუმში ირაკლი კობახიძესა და ქართული ოცნების სხვა ლიდერებს მონა დაუძახა. ინფორმაციას ბათუმელები ავრცელებს. გადაწყვეტილება მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ მიიღო. შემთხვევა ბათუმის ბულვარში, ივნისში მოხდა. მონას დაძახებისა და ვიდეოს გადაღების გამო კობახიძის თანმხლები პირები მოქალაქისკენ იწევდნენ, მოგვიანებით კი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
Fitch-მა დაადასტურა ნავთობისა და გაზის ფასების პროგნოზი უახლოესი წლებისთვის

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა დაადასტურა ნავთობისა და ბუნებრივი აირის ფასების პროგნოზი 2024-2027 წლებში და საშუალოვადიანი პერსპექტივა საბაზო სცენარის ფარგლებში. ერთადერთი გამონაკლისი იყო ბუნებრივი აირის ფასების შემცირება ამერიკულ Henry Hub – ში, რაც ასახავს კოტირებების ცვლილებებს 2024 წლის დასაწყისიდან. ანალოგიურად, მიმდინარე წლის ნავთობის ფასების მოლოდინი კორექტირებული იყო სტრესული სცენარის მიხედვით, Brent-ისა და WTI-ის მიმდინარე ფასებზე […]
ირაკლი კობახიძე – კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტი უნდა იყოს ზეპარტიული, თუმცა ის პირდაპირ აღმოჩნდა რადიკალური ოპოზიციის რიგებში და სამწუხაროდ, არის მათი ერთ-ერთი მარიონეტი

პრეზიდენტი უნდა იყოს ზეპარტიული, კონსტიტუციის მიხედვით, თუმცა ის პირდაპირ აღმოჩნდა რადიკალური ოპოზიციის რიგებში და, სამწუხაროდ, არის მათი ერთ-ერთი მარიონეტი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუსთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების” ხათრით აირჩიეს პრეზიდენტად და მან უღალატა იმ ადამიანებს, ვინც მას ხმა მისცა. „სალომე ზურაბიშვილი აცდენილია […]
ირაკლი კობახიძე – ამხელა წარმატება ჭიდაობაში, ძიუდოში, არის იმის დამსახურება, რომ დიდი ისტორიული ტრადიციები გვაქვს

ამხელა წარმატება ჭიდაობაში, ძიუდოში, არის იმის დამსახურება, რომ გვაქვს ამხელა ისტორიული ტრადიციები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ძლევიჯვარში განაცხადა, სადაც ქართული ჭიდაობის ტურნირის ფინალურ შეხვედრებს დაესწრო. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დღევანდელი ტურნირი ძალიან მნიშვნელოვანია. „ჭიდაობა არის ჩვენი სიამაყე. დღეს რომ ამხელა წარმატება გვაქვს ჭიდაობაში, ძიუდოში, არის იმის დამსახურება, რომ გვაქვს ამხელა ისტორიული ტრადიციები. […]
პრემიერ-მინისტრი ძლევიჯვარის წმინდა გიორგის დედათა მონასტერში იმყოფებოდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, ძლევიჯვარის წმინდა გიორგის დედათა მონასტერში იმყოფებოდა. მთავრობის მეთაურს, მინისტრთა კაბინეტის წევრებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა და დედათა მონასტრის წინამძღვარმა სქემ -მონაზონმა ვალერია სხილაძემ უმასპინძლეს. სასულიერო პირები ხელისუფლების წარმომადგენლებს ტაძრის მშენებლობის შესახებ ესაუბრნენ. მონასტერი 2018-2019 წლებში აშენდა.
ირაკლი კობახიძე – ბულინგი იმ სპორტსმენებთან მიმართებით, რომლებიც დასახელდნენ „ქართული ოცნების” საარჩევნო სიის ოცეულში, აბსოლუტურად მიუღებელია

ეს ბულინგი, რაც ჩვენ ვიხილეთ იმ სპორტსმენებთან მიმართებით, რომლებიც დასახელდნენ „ქართული ოცნების” საარჩევნო სიის ოცეულში, არის აბსოლუტურად მიუღებელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ქარელში განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს მეტყველებს იმაზე, რომ სინამდვილეში, ასეთი ადამიანებისთვის საერთოდ არ არის ძვირფასი საქართველოს და ქართული სპორტის წარმატება. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები ჩატარდეს ჯანსაღ გარემოში. ეს […]
ირაკლი კობახიძე – საარჩევნო გუნდი, პირველი ოცეული დაკომპლექტებულია სხვადასხვა კრიტერიუმით, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ მრავალფეროვანი წარმომადგენლობა შეგვეთავაზებინა საზოგადოებისთვის

საარჩევნო გუნდი, პირველი ოცეული არის დაკომპლექტებული სხვადასხვა კრიტერიუმით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, საკმაოდ მრავალფეროვანი გუნდია და არიან, როგორც სტაჟიანი პოლიტიკოსები, ასევე – ახალი სახეები, სპორტის დამსახურებული მოღვაწეები, ოლიმპიური ჩემპიონები, ბიზნესის სფეროს და სხვადასხვა ასაკის წარმომადგენლები. „ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ მრავალფეროვანი წარმომადგენლობა შეგვეთავაზებინა ქართული საზოგადოებისთვის. თქვენ ხედავთ, რომ […]