21 წლის ქეთევან ჯავახიშვილის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებულ ოთარ ცინდელიანის საქმეზე განაჩენი სავარაუდოდ, დღეს გამოცხადდება

21 წლის ქეთევან ჯავახიშვილის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებულ ოთარ ცინდელიანის საქმეზე განაჩენი სავარაუდოდ, დღეს გამოცხადდება. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს, რის შემდეგაც, სავარაუდოდ, ბრალდებული დუმილის უფლებას დაარღვევს და საბოლოო სიტყვით ისარგებლებს. აღნიშნულის შემდეგ, მოსამართლე განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავა. საქმის პროკურორის, ლევან ვეფხვაძის განცხადებით, საქმეზე არაერთი უტყუარი […]

ქარიშხალ „იაგის“ მხვერპლთა რიცხვმა ვიეტნამში 197-ს მიაღწია, 120 ადამიანზე მეტი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში კვლავ ძლიერი სტიქიის შედეგებს ებრძვიან. Reuters-ის ინფორმაციით, ქარიშხალ „იაგის“ მხვერპლთა რიცხვმა ვიეტნამში 197-ს მიაღწია, 120 ადამიანზე მეტი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. მეტეოროლოგების პროგნოზით, მომდევნო 24 საათის განმავლობაში ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში წყლის დონე შედარებით დაიკლებს. ექსპერტების შეფასებით, ეს ჰანოიში ბოლო 20 წლის განმავლობაში მომხდარი ყველაზე ძლიერი წყალდიდობაა.

ღვინის ეროვნული სააგენტო – კახეთში ყურძნის მოსავალი 6500-მდე მევენახე ფერმერმა დააბინავა

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 78 ათას ტონამდე ყურძენი, აქედან, 35 ათას ტონამდე რქაწითელი, 34 ათას ტონამდე საფერავი, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. მათივე ცნობით, რთველი სხვადასხვა აქტიურობით კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. „ყურძნის დღეღამური გადამუშავების მაჩვენებელმა 10 ათას ტონას გადააჭარბა, რაც ნიშნავს რომ რთველი აქტიურ ფაზაშია. ყოველდღიურად მოსავლის გადამუშავების პროცესში […]

დღეს გურამ თიკანაძის დაბადების დღეა

გურამ თიკანაძე, ფოტოგრაფი და ალპინისტი, დაიბადა 1932 წლის 12 სექტემბერს და ტრაგიკულად დაიღუპა 1963 წელს სვანეთში შხარადან დაშვების დროს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია–გეოლოგიის ფაკულტეტი 1956 წელს. 1956–1959 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში; წლების განმავლობაში იკვლევდა საქართველოს მღვიმეებს. გურამ თიკანაძე მეშვიდე კლასიდან ფოტოგრაფიამ გაიტაცა და პიონერთა სასახლეში დადიოდა ცნობილ ფოტოგრაფებთან ნიკო […]

3 პარტიას აქვს ბარიერის გადალახვის შანსი და სამივე არის “ნაცმოძრაობა” – მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ “ღამის კურიერის” ეთერში, ოპოზიციაში “ნაციონალური მოძრაობის” მონოპოლიაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, 26 ოქტომბრის არჩევნებში ბარიერის გადალახვის შანსი მხოლოდ 3 პარტიას აქვს და სამივე პარტია “ნაციონალური მოძრაობის” ნაწილი, ან მისი მოკავშირეა. “ლელოს” უბრალოდ ვაბრალებთ, რომ “ნაცები” არიან? “ლელოს” ლიდერები არიან თუ არა გასამართლებული თაღლითები, ისინი მოქმედებდნენ თუ არა “ნაცმოძრაობასთან” ერთად და ჩართულნი […]

გიორგი გახელაძემ მსოფლიო რეკორდი დაამყარა

ფოთში, ქართველმა მოტომრბოლელმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა – გიორგი გახელაძემ 33 კილომეტრიანი ზღვის მონაკვეთი მოტოციკლით გაიარა და ავსტრალიელი რეკორდსმენის რეკორდი ფოთში მოხსნა. მოტომრბოლელმა სტარტი ქობულეთის სანაპიროდან აიღო და ფოთში, მალთაყვის სანაპიროზე დაასრულა. ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.

„ეს ტრაექტორია საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან შეუთავსებელია” — კარპენტერი

სტატია მომზადებულია „ამერიკის ხმის” მიერ. ინტერვიუს „ნეტგაზეთი“ უცვლელად გთავაზობთ. Საქართველოში არჩევნებამდე დაახლოებით ერთი თვე რჩება. Წინასაარჩევნოდ, სექტემბერში, “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ ე.წ “უცხოეთის აგენტების კანონი აამოქმედა. Რას ფიქრობენ თეთრ სახლში საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე და რა ნაბიჯებს უნდა ელოდოს საქართველო ამერიკისგან. ამ თემებზე, პრეზიდენტ ბაიდენის სპეციალურ თანაშემწეს და თეთრ სახლში, შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს […]

“ბოლომდე ვიბრძოლებთ კაფეს გადასარჩენად” – აუქციონზე გასატანად “კაფე მზიურის” საიჯარო ღირებულება ფასდება

სოციალური საწარმო „კაფე მზიური“ სოციალურ ქსელში სახალხო დამცველის აპარატიდან მიღებულ წერილს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც მიღებულია გადაწყვეტილება ქონების აუქციონზე გატანასთან დაკავშირებით. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების მართვის სააგენტოს მიერ სახალხო დამცველის აპარატისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ უძრავი ქონება საბაზრო საიჯარო ღირებულების დასადგენად შესაბამის უწყებაშია გადაგზავნილი. როგორც “კაფე მზიურში” აცხადებენ, აუქციონის პირობების გასაჯაროებას დაელოდებიან და ბოლომდე იბრძოლებენ კაფეს გადასარჩენად. […]

MAN-ის სატვირთო ავტომობილის შეძენა უკვე „თეგეტა ლიზინგის“ მხარდაჭერითაცაა შესაძლებელი

სატვირთოების, ავტობუსების, დიზელსა და ბუნებრივ აირზე მომუშავე კომერციული ავტომობილების მწარმოებელი გერმანული პრემიუმ კლასის ბრენდის, MAN-ის სატვირთო ტრანსპორტის შეძენა „თეგეტა ლიზინგის“ მხარდაჭერითაცაა შესაძლებელი. აღსანიშნავია ის, რომ MAN-ის ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია Tegeta Truck and Bus-ია, რომელიც გერმანულ მოწინავე ბრენდს 2006 წლიდან წარმოადგენს. ლიზინგის პირობები მთლიანად მომხმარებლის ინტერესებზეა მორგებული. ამ დროისთვის სპეციალური შეთავაზებები […]

საზოგადოება ,,ქართული” არასამთავრობო ორგანიზაციების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების შესახებ განცხადებას ავრცელებს

საზოგადოება „ქართული“ ავრცელებს განცხადებას, რომელშიც ნათქვამია, რომ მთავრობის მიერ ქართული არასამთავრობო სექტორისთვის საგრანტო პროგრამების დაფუძნება არის დროული და მისასალმებელი ინიციატივა. „საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადება, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო პროგრამის დაფუძნების თაობაზე, ჩვენთვის ქართული სახელმწიფოებრიობის განვითარების ახალ ეტაპზე მიუთითებს. დრო, როდესაც ეს სფერო გარე ძალების მიერ იყო მონოპოლიზებული, წარსულს ბარდება და მთავრობა თვითონ იწყებს ერის […]