3 პარტიას აქვს ბარიერის გადალახვის შანსი და სამივე არის “ნაცმოძრაობა” – მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ “ღამის კურიერის” ეთერში, ოპოზიციაში “ნაციონალური მოძრაობის” მონოპოლიაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, 26 ოქტომბრის არჩევნებში ბარიერის გადალახვის შანსი მხოლოდ 3 პარტიას აქვს და სამივე პარტია “ნაციონალური მოძრაობის” ნაწილი, ან მისი მოკავშირეა.
“ლელოს” უბრალოდ ვაბრალებთ, რომ “ნაცები” არიან? “ლელოს” ლიდერები არიან თუ არა გასამართლებული თაღლითები, ისინი მოქმედებდნენ თუ არა “ნაცმოძრაობასთან” ერთად და ჩართულნი იყვნენ თუ არა რეკეტში? ტყუილია თუ მართალი? წითელი ხაზიაო, ახლა ამბობენ და გახარიაც აგინებს “ნაცმოძრაობას”, მაგრამ კოალიცია აქვს დალაგებული რამდენიმე მუნიციპალიტეტში, საკრებულოში.
გახარია აგინებს “ნაცმოძრაობას”, მაგრამ მელიასთვის გადადგა – რანაირი ამბავია? რუსეთს აგინებდნენ და ტერიტორია და სტრატეგიული ობიექტები გადასცეს. რას ამბობს, ერთია და რას აკეთებს – მეორეა. ერთმანეთის სასარგებლოდ ვმოქმედებთ თუ არა, ხალხმა ამას უნდა შეხედოს, თუ ვლანძღავთ თუ არა ერთმანეთს?
მეთანხმებით, რომ დღეს ოპოზიციურ ველზე მონოპოლია აქვს “ნაცმოძრაობას”? 3 პარტიას აქვს ბარიერის გადალახვის შანსი – ერთი, – სამწუხაროდ, გარანტირებულად ლახავს “ნაცმოძრაობა” და ორმა შეიძლება გადალახოს, ან ვერ გადალახოს – ეს არის “ლელო” და “ახალი”. სამივე არის “ნაცმოძრაობა”. გახარიაზე აღარ ვლაპარაკობ, რადგან იმათ შანსიც არა აქვთ,” – განაცხადა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: გია ბარამიძეს აკავებენ 50 წელს გადაცილებული სამზარეულოში სპორტულებით მჯდომი, ნაკლებად დასაქმებული, საეჭვო განათლების მქონე მაგრამ უბანში “ჯიგარი” კაცის სახელის მქონე სადღაც ათასიდან ხუთიათასამდე ქოცის გულის მოსაფხანად

ზურაბ ჯაფარიძე: გიორგი ბარამიძის დაკავება სამშობლოს ღალატის ბრალდებით იმ რეჟიმის მიერ, ვინც ოკუპანტს ბოდიშს უხდის და ქვეყანა იზოლაციაში მოაქცია, არის ჩვეულებრივი რუსული, თავხედური ცინიზმი

ირაკლი ფავლენიშვილი გიორგი ბარამიძის დაკავებაზე – ახლა ჩვენ გვყავს პოლიტიკური პატიმარი, რომელიც მისი სიტყვების საკუთარი ინტერპრეტაციის გამო დაიჭირეს, რომელიც საჯაროდ აქვს უარყოფილი