GCCA-მ biletebi.ge-სთან მომხმარებლის სასარგებლოდ პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ(GCCA), მომხმარებლის სასარგებლოდ, ბილეთებით ონლაინ ვაჭრობის სექტორში, შპს “ელ.ბილეთებთან“ (www.biletebi.ge) პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა. როგორც კონკურენციის სააგენტოში განმარტავენ, GCCA-სა და მოვაჭრეს შორის გაფორმებული შეთანხმების თანახმად, კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოსაფხვრელად, სააგენტოს გადაწყვეტილებით მოვაჭრეს დაევალა: · გამოასწოროს კომპანიის შიდა პოლიტიკა და კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს; · შეიმუშაოს მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ფორმა ქართულ ენაზე, […]

ლევან გოგიჩაიშვილი – დაიწყეთ გამოძიება მიხეილ სააკაშვილის ციხეების ყოფილი კურატორისა და „ოცნების“ დეპუტატის გივი მიქანაძის წინააღმდეგ!

დაიწყეთ გამოძიება მიხეილ სააკაშვილის ციხეების ყოფილი კურატორისა და „ოცნების“ დეპუტატის გივი მიქანაძის წინააღმდეგ! – ამ მოთხოვნით პროკურატურას “გახარია საქართველოსთვის“ მიმართავს. როგორც პარტიის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, 2006 წელს მომხდარი “ციხის ბუნტისას“, რა დროსაც დაიღუპა 7 და დაშავდა 22 პატიმარი, გივი მიქანაძე იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა, უშუალოდ მის საკურატორო სფეროს კი, სასჯელაღსრულების […]

ნინო ლაცაბიძე და ირაკლი შატაკიშვილი, თოდრიას ქუჩის მოედნიდან კაპანაძის ქუჩამდე, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ

რუსთავში, საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია კიდევ ერთ ქუჩაზე დაიწყო. პროექტის ფარგლებში, თოდრიას ქუჩაზე არსებული მოედნიდან, კაპანაძის ქუჩამდე 10 000 მ2. ფართობზე, ასფალტ-ბეტონის ახალი საფარი მოეწყობა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე და საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი, ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, პროექტის დეტალებს, სამუშაო ფორმატში ადგილზე გაეცნენ. „რუსთავში […]

მოსკოვში გარდაიცვალა ჟურნალისტი ნიკოლაი სვანიძე

69 წლის ასაკში, მოსკოვში გარდაიცვალა ცნობილი ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე ნიკოლაი სვანიძე. მას 2023 წელს თავის ტვინის იშემიის დიაგნოზი დაუსვეს. ზოგიერთი რუსული მედიასაშუალების ცნობით, ნიკოლაი სვანიძე 11 სექტემბერს გარდაიცვალა სავარაუდოდ, პნევმონიით გამოწვეული გართულების შედეგად. ნიკოლაი სვანიძე 1955 წლის 2 აპრილს მოსკოვში დაიბადა. 1977 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 90-იან წლებში მუშაობა დაიწყო რუსეთის […]

Alibaba-ს დამფუძნებელმა ჯეკ მამ მოუწოდა კომპანიას დაუჯეროს ბაზარს და ინოვაციებს

Alibaba Group Holding-ის დამფუძნებელმა ჯეკ მამ მოუწოდა კომპანიას დაეჯერებინა ბაზრის ძალები და ინოვაციები და აღნიშნა, რომ ინდუსტრიაში კონკურენცია მას უფრო გაძლიერებს – ამის შესახებ მან თანამშრომლებს Alibaba-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ მიმართვაში მისწერა – წერს The Wall Street Journal. „ალიბაბას ბიზნესის მიმართულებებიდან ბევრი აწყდებს სირთულეებს და არის შესაძლებლობა რომ კონკურენტები გაუსწრებენ“ – დაწერა ჯეკ მამ. […]

„78 000 ტონამდე ყურძენი გადამუშავდა“ – როგორ მიმდინარეობს კახეთში რთველი?

12 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 78 ათას ტონამდე ყურძენი, აქედან, 35 ათას ტონამდე რქაწითელი, 34 ათას ტონამდე საფერავი, დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. „რთველი სხვადასხვა აქტიურობით კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. ყურძნის დღეღამური გადამუშავების მაჩვენებელმა 10 ათას ტონას გადააჭარბა, რაც ნიშნავს რომ რთველი აქტიურ ფაზაშია. ყოველდღიურად მოსავლის გადამუშავების პროცესში 80-მდე კომპანია […]

ენცო ფერნანდესს მართვის მოწმობა ჩამოართვეს

“ჩელსის” ნახევარმცველს, ენცო ფერნანდესს, მართვის მოწმობა ჩამოართვეს. Sky Sports-ის ცნობით, არგენტინელმა საგზაო მოძრაობის წესები ზედიზედ მეორედ დაარღვია. არგენტინელს მართვის მოწმობა 6 თვით ჩამოართვეს. წყაროს ცნობით, ენცო 3020 ფუნტით დააჯარიმეს. შეგახსენებთ, “ჩელსიმ” ფერნანდესი 2023 წელს “ბენფიკადან” 121 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა.

ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის წევრებს გვიან ღამით უცნობი პირები დაუპირისპირდნენ

ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებს გვიან ღამით რამდენიმე პირმა სააგიტაციო მასალის გავრცელების დროს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ხელისშეშლა სცადა. როგორც ახალგაზრდული ფრთის წევრი, ამირან ნატრიაშვილი აღნიშნავს, მათ თავს წინასწარ ორგანიზებული, ოცნების ზონდერების ჯგუფი დაესხა. “ჩვენ დავურეკეთ ჩვენს მეგობრებს და როდესაც მოვიდნენ ჩვენი მეგობრები, ეს ადამიანები ისევ დაბრუნდნენ უკან. ამის შემდგომ მოგვაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, რომ რა […]

გიორგი კალანდარიშვილი – ნათესაური კავშირები არ შეიძლება იყოს საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლის საქმიანობის შეფასების კრიტერიუმი – მათი საქმიანობა უნდა შეაფასონ ქმედებებით და არა ნათესაური კავშირებით

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, მედიასაშუალების მხრიდან საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლების პერსონალური მონაცემების სავარაუდოდ კანონის საწინააღმდეგოდ დამუშავების მიზანი გაუგებარია. როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, არც ნათესაური კავშირები და არც ოჯახის წევრების თუ ნათესავების საქმიანობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში, კანონით არ შეიძლება იყოს საარჩევნო ადმინისტრაციის არცერთი თანამშრომლის საქმიანობის შეფასების კრიტერიუმი. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, მომავალში […]

ბექა დავითულიანი – საქართველოს სახელით სალაპარაკოდ კონგრესში მიჰყავთ 2%-იანი მხარდაჭერის მქონე „ენჯეოს“ წარმომადგენელი, რომელიც ფინანსურად მთლიანად მათზეა დამოკიდებული – მათი ნებაა, კი ბატონო, წაიყვანონ – სულ ერთია ეკა გიგაური რას ილაპარაკებს ჩვენზე

აშშ-სგან ველოდებით, რომ დაიბარებს მათ აქტივს საქართველოში ეკა გიგაურის სახით და დაუსვამს იმ კითხვებს, რომელიც ფაქტობრივად, წინასწარ ექნებათ გავლილი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა ჟურნალისტებთან სენატში დაგეგმილ დღევანდელ მოსმენასთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური მომხსენებლად არის მიწვეული. მისი თქმით, ეკა გიგაური სენატში დასმულ კითხვებზე იმ პასუხს […]