ბექა დავითულიანი – საქართველოს სახელით სალაპარაკოდ კონგრესში მიჰყავთ 2%-იანი მხარდაჭერის მქონე „ენჯეოს“ წარმომადგენელი, რომელიც ფინანსურად მთლიანად მათზეა დამოკიდებული – მათი ნებაა, კი ბატონო, წაიყვანონ – სულ ერთია ეკა გიგაური რას ილაპარაკებს ჩვენზე

აშშ-სგან ველოდებით, რომ დაიბარებს მათ აქტივს საქართველოში ეკა გიგაურის სახით და დაუსვამს იმ კითხვებს, რომელიც ფაქტობრივად, წინასწარ ექნებათ გავლილი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა ჟურნალისტებთან სენატში დაგეგმილ დღევანდელ მოსმენასთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური მომხსენებლად არის მიწვეული. მისი თქმით, ეკა გიგაური სენატში დასმულ კითხვებზე იმ პასუხს […]
ჩინეთის უმსხვილესი ავიაკომპანია ურუმჩი – თბილისი – ურუმჩის საჰაერო ხაზზე პირდაპირი ფრენების დაწყებას ოქტომბრის ბოლოდან გეგმავს

საქართველოს მიმართულებით პირდაპირი სამგზავრო რეისების დაწყების თაობაზე მორიგი სამუშაო შეხვედრა შედგა ავიაკომპანია AIR CHINA-ს წარმომადგენლებთან. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში გამართული შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა საქართველოში ოპერირების გეგმები და რეგულარული საჰაერო მიმოსვლის დაწყებისთვის აუცილებელი ტექნიკური ასპექტები განიხილეს. AIR CHINA-ს წარმომადგენლების მხრიდან აღინიშნა რომ საქართველოში ხელსაყრელი გარემოა საჰაერო მიმოსვლის დაწყებისთვის, კერძოდ, ხაზი გაესვა საავიაციო ბაზარზე დაშვების კუთხით არსებულ მარტივ […]
ცნობილია, იმუშავებს თუ არა შოთა არველაძე “ტრაბზონსპორში”

რამდენიმე დღის წინ თურქულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ტრაბზონსპორის” ახალ მთავარ მწვრთნელ შენოლ გიუნეშს შოთა არველაძის კლუბში ხილვა სურდა და ამასთან დაკავშირებით ქართველთან მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობდა. როგორც “ტრაბზონსპორის” პრეზიდენტმა ერტურგულ დოღანმა განაცხადა, ქართველ სპეციალისტთან მოლაპარაკებები ჩაიშალა. “შოთასთან შეთანხმება ვერ მოვახერხეთ. გიდასტურებთ, რომ გიუნეშს არველაძის გუნდში ხილვა სურდა, მაგრამ ასე არ მოხდა. მოლაპარაკებებს სხვა სპეციალისტებთან ვაწარმოებთ, […]
Politico – უკრაინის იმედები, რომ ენტონი ბლინკენი რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებზე დაწესებული აკრძალვის მოხსნას გამოაცხადებდა, არ გამართლდა

უკრაინის იმედები, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი კიევში ვიზიტის დროს იმ წესების შემსუბუქების შესახებ განაცადებდა, რომელიც უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეებზე დარტყმას უკრძალავს, არ გამართლდა, – ამის შესახებ Politico წერს. გამოცემა აღნიშნავს, რომ ამის ნაცვლად, ბლინკენმა, ბრიტანელ კოლეგასთან, დევიდ ლემისთან ერთად, განაცხადა, რომ უკრაინის დედაქალაქში შეგროვებულ ინფორმაციას ვაშინგტონში წაიღებენ, სადაც პარასკევს აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო […]
BTUAI – განათლების ახალი სტანდარტი სტუდენტებისთვის

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი სტუდენტებისთვის ცოდნის მიღების ახალ სტანდარტს ქმნის. BTUAI განათლების ახალი პლატფორმაა სტუდენტებისთვის და ინდუსტრიის პროფესიონალებისთვის, რომლის ქართულენოვანი მოდელი ზრდის სტუდენტების ხელმისაწვდომობას მაღალი ხარისხის განათლებაზე, ხელს უწყობს პრაქტიკული უნარების განვითარებას და აუმჯობესებს სხვადასხვა სფეროში მიღებულ ცოდნას. ახალი მოდელი სტუდენტებს სხვადასხვა სფეროში, ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გამოყენების მრავალფეროვან შესაძლებლობებს ასწავლის და ინდუსტრიების პროფესიონალებს პროცესების ახლებურად […]
უკრაინაში მიმდინარე ომმა რუსული აგრესიის ნამდვილი სახის წინაშე დაგვაყენა – პრეზიდენტი

უკრაინაში მიმდინარე ომმა რუსული აგრესიის ნამდვილი სახის წინაშე დაგვაყენა. ეს მხოლოდ უკრაინის ტრაგედია არაა; ეს გაფრთხილებაა მსოფლიოსთვის, რომ თუ რუსეთი შეჩერებული არ იქნება, ამ სასტიკი მეთოდების გამოყენებას გააგრძელებს -ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, 11 სექტემბერს, ყირიმის პლატფორმის მეოთხე სამიტზე სიტყვით გამოსავლისას განაცხადა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ქართველი ხალხი უკრაინის გვერდით დგას, ისევე, როგორც მთელი […]
საერთაშორისო მოთამაშეებს ურჩევნიათ საქართველოში ბანკების გავლით განახორციელონ ინვესტირება, ვიდრე შევიდნენ უშუალოდ კაპიტალში – გიორგი ხიშტოვანი

საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2024 წლის II კვარტალში 574.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის II კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებზე10.3%-ით მეტია. ზრდა განპირობებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ორი კომპონენტის: სააქციო კაპიტალისა და სავალო ვალდებულებების მაჩვენებლის გაზრდით. ამ მონაცემის მიუხედავად, ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინება კვლავ დაბალ ნიშნულზეა. თუ 2023 და 2024 წლების ორი კვარტლის […]
MAN-ის სატვირთო ავტომობილის შეძენა უკვე „თეგეტა ლიზინგის“ მხარდაჭერითაცაა შესაძლებელი

სატვირთოების, ავტობუსების, დიზელსა და ბუნებრივ აირზე მომუშავე კომერციული ავტომობილების მწარმოებელი გერმანული პრემიუმ კლასის ბრენდის, MAN-ის სატვირთო ტრანსპორტის შეძენა „თეგეტა ლიზინგის“ მხარდაჭერითაცაა შესაძლებელი. აღსანიშნავია ის, რომ MAN-ის ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია Tegeta Truck and Bus-ია, რომელიც გერმანულ მოწინავე ბრენდს 2006 წლიდან წარმოადგენს. ლიზინგის პირობები მთლიანად მომხმარებლის ინტერესებზეა მორგებული. ამ დროისთვის სპეციალური შეთავაზებები […]
მე ერთადერთი ლოგიკური არჩევანი ვარ – კონორ მაკგრეგორი ირლანდიის პრეზიდენტობას აპირებს

შერეული ორთაბრძოლების ცნობილი მებრძოლი კონორ მაკგრეგორი, უკვე სამი წელია, ოქტაგონის მიღმა იმყოფება და ბევრი რამ მიუთითებს იმაზე, რომ ირლანდიელი შეიძლება საერთოდ არ დაბრუნდეს სპორტში, რადგან დიდ პოლიტიკას უმიზნებს. მაკგრეგორმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც განაცხადა ირლანდიის პრეზიდენტის პოსტზე კანდიდატურის წამოყენების შესახებ: „როგორც პრეზიდენტს, მე მექნება Dáil-ის (ირლანდიის პარლამენტის ქვედა პალატა) შეკრების ან დათხოვნის უფლება. ასე […]
ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენო ქვეყნისთვის და ამიტომ არის გადასადგმელი ეს ნაბიჯი – მიხეილ ყაველაშვილი ნაციონალური მოძრაობის გასამართლებაზე
ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკურად გასამართლების აუცილებლობა ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხად შეაფასა „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა მიხეილ ყაველაშვილმა. როგორც მან განაცხადა, ამ პროცესში მთავარია არა ის, თუ რას იტყვიან უცხო ძალები, არამედ ის ვალდებულებები და დაპირებები, რომლებიც მმართველმა ძალამ ამომრჩევლებს მისცა. მიხეილ ყაველაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნაცმოძრაობის პოლიტიკური გასამართლებისთვის სწორი დრო დამდგარია და ქართული პოლიტიკური ველი ერთხელ […]