სასამართლომ ირაკლი ნადირაძე 2 500 ლარით დააჯარიმა

საქალაქო სასამართლომ ნაციონალური მოძრაობის თბილისის საკრებულოს წევრი, ირაკლი ნადირაძე 2 500 ლარით დააჯარიმა. სასამართლო მას ადმინისტრაციული წესით “წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას” ედავებოდა. ირაკლი ნადირაძე 4 სექტემბერს დააკავეს, როდესაც მისი თანაგუნდელის, ირაკლი ეძგვერაძის დაკავების მიზეზის გაგებას ცდილობდა. მოგვიანებით, ის ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. დღევანდელ სასამართლო პროცესზე სამი პოლიციელი მოწმის სახით გამოიკითხა. ნადირაძე მოსამართლის გადაწყვეტილებას პოლიტიკურ […]
პაპუაშვილის აზრით, ოცნების სიაზე ოპოზიცია “დაიბოღმა”, ხალხს კი “გაუხარდა”

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის აზრით, ქართული ოცნების სიის პირველ ოცეულზე ოპოზიცია და “მათი მხარდამჭერი NGO-ები” “დაიბოღმნენ”, ხალხს კი “გაუხარდა”, რომ სიის სათავეში ბიძინა ივანიშვილია. “რაც შეეხება ჩვენი საარჩევნო სიის პირველ ოცეულს – თქვენ ნახეთ ოპოზიცია, მათი მხარდამჭერი NGO-ები რა სასოწარკვეთილებაში ჩავარდნენ და ბოღმის გარდა ვეღარაფერი ვეღარ თქვეს ამ სიასთან დაკავშირებით. თვითონ ხვდებიან, ეს არის მათი […]
იურიდიულმა კომიტეტმა ჰომოფობიურ და პროპაგანდისტულ კანონპროექტს III მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულმა კომიტეტმა ჰომოფობიურსა და პროპაგანდისტულ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. ქართულ ოცნების ინიციატივაა, საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლს, რომელიც ქალისა და კაცის კავშირს განიხილავს, მესამე პუნქტი შემდეგი შინაარსით დაემატოს: “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციური კანონით”. პაკეტი 19 კანონპროექტისგან შედგება და სხვა საკითხებთან ერთად შეკრების თავისუფლების შეზღუდვასა და მედია ცენზურასაც ითვალისწინებს. საკანონმდებლო პაკეტში ძირითადია […]
“ჯორჯიან მანგანეზი, ნუ გვინგრევთ სახლებს” – უწყვეტი აქციის 185 დღე – მოშიმშილეები და 5 პირამოკერილი

უწყვეტი აქციის 185 დღე, შიმშილობის მეცამეტე დღე, 5 პირამოკერილი – სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები პარლამენტთან რჩებიან. სოფელ შუქრუთის მცხოვრებლებმა ჭიათურიდან თბილისში, უწყვეტი პროტესტის 183-ე დღეს გადმოინაცვლეს. ისინი „ჯორჯიან მანგანეზისგან“, მადნის მოპოვების შედეგად სახლების ნგრევის გამო, ადეკვატური კომპენსაციების გადახდას ითხოვენ, რომ ცხოვრება უსაფრთხო გარემოში გააგრძელონ. „ნეტგაზეთთან“ საუბარში პროტესტის მონაწილეები ამბობენ, რომ ცენტრალური ხელისუფლებისგან რეაგირებასა და დახმარებას ელიან. […]
„ვაგრძელებთ გზების ძიებას, რათა შესაბამის პირებს პასუხი ვაგებინოთ“ – კარპენტერი საქართველოს ხელისუფლებაზე

მაიკლ კარპენტერი, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური თანაშემწე და თეთრ სახლში შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროსი დირექტორი აცხადებს, რომ გააგრძელებენ გზების ძიებას იმისთვის, რომ პასუხი აგებინონ საქართველოს ხელისუფლების კონკრეტულ წარმომადგენლებს. „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში კარპენტერმა აღნიშნა, რომ შეშფოთების გამოხატვა საკმარისი არ არის. „საქართველოს ტრაექტორია ძალიან გვაწუხებს. ბოლო დროს განხორციელებული ანტიდემოკრატიული ქმედებები, სამოქალაქო საზოგადოების შევიწროება და […]
შალვა პაპუაშვილი – ჩვეულებრივი ტყუილია, თითქოს საქართველოს ვინმე 14 მილიარდ ევროს ან რაღაც თანხას აძლევს – ევროპა ქართველი ხალხის თვალში ფაქტობრივად, სალაროდ აქციეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, “ჩვეულებრივი ტყუილია, თითქოს საქართველოს ვინმე 14 მილიარდ ევროს ან რაღაც თანხას აძლევს”. მისივე თქმით, საქართველოში არსებულ არცერთ არასამთავრო ორგანიზაციას, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებიდან და აშშ-დან ფინანსდება, ეს ინფორმაცია არ გადაუმოწმებია. „რაც შეეხება 14 მილიარდ ევროს, ეს არის ჩვეულებრივი ტყუილი. მე ვაკვირდები და ძალიან საინტერესოა, არც ერთ ე.წ. დეზინფორმაციის მამხილებელ „ენჯეოს“, […]
ნიკოლოზ მარსაგიშვილი – მოსამართლეთა ვეტინგი სულ სხვა მიზანს ისახავს, რაც კეთილსინდისიერების შემოწმებით არის გამართლებული – წინააღმდეგი ვარ, ჩატარდეს ვეტინგები

მოსამართლეთა ვეტინგი სულ სხვა მიზანს ისახავს, რაც კეთილსინდისიერების შემოწმებით არის გამართლებული – კეთილსინდისიერების შემოწმების წინააღმდეგი არავინაა, მაგრამ როცა ვვარაუდობ, რომ კეთილსინდისიერი არა ხარ და უნდა შეგამოწმო, დავსვამ საკითხს, ვინ უნდა შემამოწმოს?! – ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე წარდგენილმა ნიკოლოზ მარსაგიშვილმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. კითხვაზე, საკანონმდებლო დონეზე მოსამართლეთა ვეტინგი ნებაყოფლობითი რომ იყოს, […]
შალვა პაპუაშვილი – გახარიას გუნდზე რაიმე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ, საკუთარი უფროსის კარიკატურები არიან შეკრებილები – მათგან მხოლოდ „დაგიჭერ, დაგაპატიმრებ“ განცხადებები გვესმის

გახარიას გუნდზე რაიმე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ჩვეულებრივ კარიკატურას დაემსგავსა ეს გაერთიანება – საკუთარი უფროსის კარიკატურები არიან შეკრებილები. ბოლო პერიოდში მათგან მხოლოდ „დაგიჭერ, დაგაპატიმრებ“ განცხადებები გვესმის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომელიც გამოეხმაურა „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის მოწოდებას, „დაიწყოს გამოძიება მიხეილ სააკაშვილის ციხეების ყოფილი კურატორისა და „ოცნების“ დეპუტატის გივი […]
შალვა პაპუაშვილი – შემაშფოთებელია განცხადებები, რომ შეიძლება, საქართველოში არჩევნები არ იყოს სამართლიანი – ეს ცრუ ნარატივის ნაწილია

შემაშფოთებელია განცხადებები, რომ შეიძლება, საქართველოში არჩევნები არ იყოს სამართლიანი – ეს ცრუ ნარატივის ნაწილია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროსი დირექტორის, მაიკლ კარპენტერის განცხადებას გამოეხმაურა. მისივე თქმით, არჩევნები ზუსტად ისეთივე სამართლიანი და თავისუფალი იქნება, როგორც 2012 წლიდან დღემდე […]
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში შოთა ბერეკაშვილი საკუთარი გამოცდილების დამსახურებით მოხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში შოთა ბერეკაშვილი საკუთარი გამოცდილების დამსახურებით მოხვდა და არა იმ გარემოებით, რომ დეპუტატ ბაია კვიციანის სიძეა. ამასთან, როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შოთა ბერეკაშვილს აქვს რუსეთის მოქალაქეობა, მცდარია, რადგან ის არის საქართველოს მოქალაქე და შესაბამისად, საქართველოს პატრიოტი. „მგონი ბერეკაშვილს საზოგადოება კარგად იცნობს იმისთვის, რომ […]