იტალია დამატებით შეამოწმებს Swisscom-ის მიერ Vodafone Italia-ს 8 მილიარდ ევროდ შესყიდვის გარიგებას

იტალიის ანტიმონოპოლიურმა მარეგულირებელმა (Autorita Garante della Concorrenza e del Mercato, AGCM) მოახდინა სიღრმისეული განხილვის ინიციირება შვეიცარიული სატელეკომუნიკაციო კომპანია Swisscom-ის მიერ Vodafone-ის იტალიური განყოფილების 8 მილიარდ ევროდ შეძენასთან დაკავშირებით. განხილვის მეორე ეტაპის დრო დაზუსტებული არ არის. Swisscom-მა განაცხადა, რომ იმუშავებს მარეგულირებელებთან, რათა უზრუნველყოს გარიგების დროული დამტკიცება. სატელეკომუნიკაციო სექტორში სიღრმისეული ინსპექტირება იშვიათი არაა, აღნიშნეს კომპანიის პრესსამსახურში. Swisscom […]

მივესალმებით ჩინელ ინვესტორებს, რათა მათ გამოიყენონ ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა და სავაჭრო რეჟიმები თავიანთი ბიზნესის გასაზრდელად – მინისტრი

საქართველო მიესალმება ჩინელ ინვესტორებს, რათა მათ გამოიყენონ ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა და ლიბერალური სავაჭრო რეჟიმები თავიანთი ბიზნესის გასაზრდელად – ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა პეკინში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრემიერთან, ტინგ სუესიანგთან შეხვედრის დროს განაცხადა. ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთის ვიცე-პრემიერთან შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა აქცენტი გააკეთა ორ ქვეყანას შორის საინვესტიციო თანამშრომლობის მნიშვნელობასა და […]

სამზარეულოს დანები დამწყები კულინარებისთვის

იმისთვის, რომ შენი კულინარიული შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოავლინო, აუცილებლად შესაბამისი იარაღები დაგჭირდება. თუკი ახლა იწყებ სამზარეულოში მოღვაწეობას და დანის სწორად არჩევა არ იცი, მაშინ ჩვენი მოკლე გზამკვლევი სწორედ შენთვისაა. დღეს თავი მოვუყარეთ პროფესიონალების რეკომენდაციებს სამზარეულოს დანის არჩევასთან დაკავშირებით. გაეცანი ჩვენს რჩევებს დამწყები კულინარებისთვის. სამზარეულოს დანის ტიპების ჩამონათვალი უსასრულოდ გრძელია. პროფესიონალი შეფ-მზარეულის ნაკრებში ათობით იარაღი შეიძლება შეგხვდეს, […]

“რატომ დავტოვე „პრაიმშოუ“ – რას წერს სალომე ღვინიაშვილი

მოდელმა და ტელეწამყვანმა, სალომე ღვინიაშვილმა ტელეკომპანია “იმედის” გადაცემა “პრაიმშოუ” დატოვა. გუშინ, 11 სექტემბერს “პრაიმშოუს” ვებ-გევრდზე გამოქვეყნდა ვიდეო, საიდანაც ღვინიაშვილი მადლობას უხდის თანაწამყვანებს, გადაცემის შემოქმედებით ჯგუფს, არხს და მაყურებელს. ვიდეოში ღვინიაშვილი არ საუბრობს გადაცემის დატოვების მიზეზებზე. დღეს, ის სოციალურ ქსელში, წერს: “ბევრი შეტყობინება მომდის თუ რატომ დავტოვე „პრაიმშოუ“ და ბევრი ვერსია მხვდება ამასთან დაკავშირებით. ზოგმა სხვა […]

მოსამართლე – დადგინდა უტყუარად, რომ ოთარ ცინდელიანმა ჩაიდინა ის ქმედება, რაც ბრალად ერიცხებოდა – სასამართლომ ვერ მოისმინა ის გულწრფელი აღიარება და მონანიება, რასაც შეიძლებოდა სასამართლო დაყრდნობოდა

ბოლო მომენტი იყო ბრალდებულის საბოლოო სიტყვა, სადაც სასამართლომ ვერ მოისმინა ის გულწრფელი აღიარება და მონანიება, რასაც შეიძლებოდა სასამართლო დაყრდნობოდა, – ამის შესახებ მოსამართლე გიორგი გელაშვილმა 21 წლის ქეთევან ჯავახიშვილის მკვლელობაში ოთარ ცინდელიანის დამნაშავედ ცნობის შემდეგ განაცხადა. მოსამართლე გელაშვილმა საკუთარი გადაწყვეტილება განმარტა, თუ რატომ ცნო ცინდელიანი გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაში დამნაშავედ და რატომ მიუსაჯა […]

შალვა პაპუაშვილი – ოპოზიცია და მათი მხარდამჭერი „ენჯეოები“ სასოწარკვეთილებაში ჩაცვივდნენ და ამ სიასთან დაკავშირებით ბოღმის გარდა ვერაფერი ვეღარ თქვეს, რადგან ხვდებიან, რომ ეს მათი საბოლოოდ დამარცხების სიაა

ოპოზიცია და მათი მხარდამჭერი „ენჯეოები“ რა სასოწარკვეთილებაში ჩაცვივდნენ და ამ სიასთან დაკავშირებით ბოღმის გარდა ვერაფერი ვეღარ თქვეს, რადგან ხვდებიან, რომ ეს მათი საბოლოოდ დამარცხების სიაა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ხალხს გაუხარდა ის, რომ ლეგენდები პირველ ოცეულში არიან და გაუხარდათ ისიც, რომ თავად ბიძინა […]

შალვა პაპუაშვილი – ჩვენ დღეს დანამდვილებით ვიცით, USAID-ის წარმომადგენლებმა იცოდნენ, რომ პარალელური დათვლის შედეგები იყო მცდარი და ამას გვიმალავდნენ, მათ შორის პირად შეხვედრებზეც

ნაცვლად იმისა, რომ კონგრესში საქართველოს გასამართლება მიდიოდეს, უმჯობესი იქნებოდა გამოიძიონ, რა როლი ჰქონდა ამერიკის სახელმწიფო უწყებებს და სახელმწიფოს წარმომადგენლებს 2020 წლის პარალელური დათვლის ყალბი შედეგების გავრცელებაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კონგრესში საქართველოს საკითხზე მოსმენასთან დაკავშირებით განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, დღეს მათ დანამდვილებით იციან, რომ USAID-ის წარმომადგენლებმა იცოდნენ, რომ პარალელური დათვლის შედეგები იყო […]

შალვა პაპუაშვილი – საარჩევნო კამპანიაში არ არსებობს კარგი და ცუდი ჩარევა – ნებისმიერი ჩარევა არის ცუდი, იქნება ეს რუსეთი, დანია, აშშ, გერმანია თუ საფრანგეთი

[საარჩევნო კამპანიაში] არ არსებობს კარგი და ცუდი ჩარევა. რუსეთის ჩარევა ცუდია და ვიღაც სხვა ქვეყნის, დანიის ჩარევა კარგია, ასეთი რამ არ არსებობს. ნებისმიერი ჩარევა არის ცუდი, იქნება ეს რუსეთი, დანია, აშშ, გერმანია თუ საფრანგეთი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, ვინც ჩაერევა ქართველი ხალხის ნების ფორმირებასა და გამოვლენაში, ყველა იქცევა […]

ირაკლი ნადირაძე – ჩვენი დაკავება იყო აბსოლუტურად უკანონო და ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს – საარჩევნო კამპანიის დროს ადამიანებს არ ვესაუბროთ ფასების ზრდაზე, უმუშევრობასა და ემიგრაციაზე – ახლა მოსამართლე გასულია, რათა „ოცნებისგან“ მორიგი დავალება მიიღოს

ჩვენი დაკავება იყო აბსოლუტურად უკანონო და ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს – საარჩევნო კამპანიის დროს ადამიანებს არ ვესაუბროთ ფასების ზრდაზე, უმუშევრობასა და ემიგრაციაზე. ახლა მოსამართლე გასულია შესვენებაზე, რათა მორიგი დავალება მიიღოს “ოცნებისგან“, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა. ირაკლი ნადირაძის განცხადებით, დღევანდელმა ე.წ. სასამართლომ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მათი დაკავება […]

ანრი ოხანაშვილი – სამწუხაროა, რომ საპარლამენტო ოპოზიცია, რომელიც კამერების წინ ქართული სასამართლო სისტემის მაკრიტიკებელია, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის შერჩევაში არ მონაწილეობდა

სამწუხაროა, რომ საპარლამენტო ოპოზიცია, რომელიც კამერების წინ ქართული სასამართლო სისტემის მაკრიტიკებელია, არ მონაწილეობდა ამ პროცესში, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა, ჟურნალისტებთან მას შემდეგ განაცხადა, რაც იურიდიულმა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ნიკოლოზ მარსაგიშვილის კანდიდატურას მხარი ერთხმად დაუჭირა. მისი თქმით, ოპოზიციას ჰქონდა შესაძლებლობა, ჩარეულიყვნენ პროცესში, და დაესვათ ყველა ის შეკითხვა, რომელსაც კამერების […]