სომხეთის კონსტიტუცია არ შეიცავს ტერიტორიულ პრეტენზიებს აზერბაიჯანის მიმართ – ფაშინიანი

“არმენპრესის” ინფორმაციით, სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობის სხდომის დროს განაცხადა, რომ აზერბაიჯანის კონსტიტუცია შეიცავს ტერიტორიულ პრეტენზიებს სომხეთის მიმართ, მაგრამ სომხეთის კონსტიტუცია არ შეიცავს მსგავს პრეტენზიებს აზერბაიჯანის მიმართ. “სურს აზერბაიჯანს, რომ ჩვენი კონსტიტუცია შეიცავდეს მის წინააღმდეგ მოთხოვნას, თუ მას აქვს გულწრფელი შიში, რომ ასეთი ფენომენი არსებობს?” – იკითხა სომხეთის პრემიერმა. ფაშინიანმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ […]
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ირაკლი ნადირაძე 2500 ლარით დააჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძე 2500 ლარით დააჯარიმა. საქმე ეხება 4 სექტემბერს, თბილისში მომხდარ შემთხვევას, რა დროსაც პოლიციამ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ირაკლი ნადირაძე და ირაკლი ეძგვერაძე დააკავა. როგორც ნადირაძე აცხადებს, რომ მოსამართლემ პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა. „სამწუხაროდ, დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ამ საქმეს არაფერი საერთო […]
21 წლის ქეთევან ჯავახიშვილის მკვლელობის საქმეზე პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს გენერალური პროკურატურა 21 წლის ქეთევან ჯავახიშვილის მკვლელობის საქმეზე ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. „თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თბილისში, გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობისათვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული […]
გიგი წერეთელი – ჩვენი პარტნიორები აკვირდებიან, თუ რა მოხდება საქართველოში – არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი ტესტი

სხვა გზა გარდა დემოკრატიული წინსვლისა და კონსოლიდაციის, საქართველოში არ არსებობს, თუ ჩვენ არ გვინდა, რომ ცივილიზებული მსოფლიოსგან დისტანცირებული ვიყოთ, – ასე ეხმაურება „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი, აშშ-ს ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების დირექტორის, მაიკლ კარპენტერის განცხადებას. მისივე თქმით, მოსალოდნელი სანქციები საქართველოს სრულ იზოლაციას გამოიწვევს, რაც სიღარიბეს კიდევ უფრო გაზრდის. „ჩვენი პარტნიორები აშშ-ში და […]
სტუ-ის ვიცე-რექტორი – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ახალ სასწავლო წელს განახლებული, უახლესი ტექნიკით აღჭურვილი სასწავლო-კვლევითი ლაბორატორიებით ხვდება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 2024-2025 აკადემიური წლის 16 სექტემბრიდან დაწყებას მასშტაბური ღონისძიებით აღნიშნავს. ღონისძიებას უნივერსიტეტი პირველკურსელთა ახალი, 102-ე ნაკადის მიღებასა და სტუდენტთა დახვედრას მიუძღვნის. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს. მისივე ცნობით, სტუდენტთა დახვედრის ღონისძიება – WELCOME TO GTU – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მხარდაჭერით და ადმინისტრაციის ორგანიზებით, ღია სივრცეში გაიმართება. სტუდენტთათვის მოეწყობა გასართობი სივრცეები, სტუ-ის მუსიკალური […]
“ნაპოლიში” დარჩენით დიდი შეცდომა დაუშვა” – კასანომ “პარტენოპეის” ფეხბურთელზე ისაუბრა

ვეტერანმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ Viva el Futbol-თან ინტერვიუში “ნაპოლის” კაპიტნის ჯოვანი დი ლორენცოს შესახებ ისაუბრა. იტალიის ნაკრების ყოფილი ფორვარდის თქმით, განაპირა მცველს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე “პარტენოპეი” აუცილებლად უნდა დაეტოვებინა. “დი ლორენცომ “ნაპოლიში” დარჩენით დიდი შეცდომა დაუშვა. საჩემპიონო სეზონის შემდეგ საშინელი წელი ჰქონდა. ჯოვანის ზაფხულში გუნდიდან წასვლა სურდა, თუმცა ბოლოს გადაიფიქრა. ვიმეორებ, მან დიდი შეცომა დაუშვა”, […]
აშშ-სგან ველოდებით, რომ დაიბარებს მათ აქტივს საქართველოში ეკა გიგაურის სახით და დაუსვამს იმ კითხვებს, რომელიც ფაქტობრივად, წინასწარ ექნებათ გავლილი
აშშ-სგან ველოდებით, რომ დაიბარებს მათ აქტივს საქართველოში ეკა გიგაურის სახით და დაუსვამს იმ კითხვებს, რომელიც ფაქტობრივად, წინასწარ ექნებათ გავლილი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა ჟურნალისტებთან სენატში დაგეგმილ დღევანდელ მოსმენასთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური მომხსენებლად არის მიწვეული. მისი თქმით, ეკა გიგაური სენატში დასმულ კითხვებზე იმ პასუხს […]
ექსპერტებმა ისრაელიდან სასოფლო-სამეურნეო წარმოების თანამედროვე საკითხებზე ტრენინგები გამართეს

ექსპერტებმა ისრაელიდან სასოფლო-სამეურნეო წარმოების თანამედროვე საკითხებზე ტრენინგები გამართეს – ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ავრცელებს. „სწავლებას ისრაელის მაშავის შვაიმის სასოფლო-სამეურნეო სასწავლო ცენტრის ექსპერტები იუვალ ელაზარი და დანიელ ჰადიდი უძღვებოდნენ. ორდღიან ტრენინგს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლები, სოფლის განვითარების სააგენტოს საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის წარმომადგენლები და ფერმერები ესწრებოდნენ. სწავლება მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილს. თეორიულ ნაწილში განხილული […]
პირველი მასშტაბური ვისკის ფესტივალი – რას სთავაზობენ ორგანიზატორები სტუმრებს

21-22 სექტემბერს, თბილისი პირველ მასშტაბურ ვისკის ფესტივალს უმასპინძლებს. ღონისძიებას კომპანია ,,Whisky Days’’ მართავს. იდეა მას შემდეგ დაიბადა, რაც ქვეყანაში ვისკის მოყვარეულთა რაოდენობა გაიზარდა. ისინი რამდენიმე კლუბში გაერთიანდნენ და პერიოდულად შეხვედრებს მართვანე, სადაც ვისკის აგემოვნებენ. პირველი ვისკის ფესტივალის დეტალებზე, კომპანია ,,Whisky Days’’-ს ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ვლადიმერ თიბილაშვილმა გადაცემა „კომერსანტის დილაში“ ისაუბრა. ,,ასეთ ფესტივალებზე ჩვენ უცხოეთში დავდიოდით. ყოველთვის […]
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელ. კომერციის შესაძლებლობები გააცნო

7 სექტემბერს, ქედაში, Mastercard-ის ბიზნეს მენეჯმენტის და ფინანსების მოდული, მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმე (MSMEs) ქალებისთვის ჩატარდა. პროექტი აჭარაში მცხოვრები ქალების უნიკალურ გამოწვევებსა თუ შესაძლებლობებზე ფოკუსირდა. მოდულის მთავარი თემა მეწარმე ქალთა გაძლიერება და მათთვის ელექტრონული კომერციის შესაძლებლობების გაცნობა იყო. Mastercard-ის ბიზნეს მენეჯმენტის და ფინანსების მოდული, მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის (MSMEs), განკუთვნილი საგანმანათლებლო ლექციების ციკლია, […]