სტეფანწმინდაში ალექსანდრე ყაზბეგის სახელობის მუზეუმის და დაბის ცენტრალური ნაწილის რეაბილიტაციაზე 54 მლნ ლარამდე დაიხარჯება

,,დაბა სტეფანწმინდაში დასკვნით ფაზაშია ალექსანდრე ყაზბეგის სახელობის მუზეუმის მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოები. შენობა შედგება სამი ნაწილისგან და წარმოადგენს სამუზეუმო კომპლექსს. რეაბილიტაციის ფარგლებში აღდგა ისტორიული ნაგებობები, დამონტაჟდა თანამედროვე საინჟინრო სისტემები. ბევრი გამოწვევის მიუხედავად, ძირითადი სამშენებლო ნაწილი წარმატებით დასრულდა“- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ დაბა სტეფანწმინდაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების დათვალიერების შემდეგ განაცხადა. დაბა სტეფანწმინდაში ალექსანდრე […]

ირლანდიური მონაცემთა დაცვის მარეგულირებელი, Google-ის AI მოდელს ამოწმებს

ირლანდიის მონაცემთა დაცვის კომისიამ ამერიკული Google-ის PaLM2 AI მოდელის მიმართ გამოძიება დაიწყო, იუწყება Associated Press მარეგულირებლის განცხადებაზე დაყრდნობით. კომისია იძიებს, შეაფასა თუ არა Google-მა „პიროვნების უფლებებისა და თავისუფლებების მაღალი რისკის“ ალბათობა ევროკავშირში PaLM2-ის მიერ მონაცემთა დამუშავების შედეგად. ვინაიდან Google-ის ევროპის სათაო ოფისი მდებარეობს დუბლინში, ირლანდიური მარეგულირებელი მოქმედებს როგორც კომპანიის მთავარი მარეგულირებელი მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციის […]

ბესელია მიანიშნებს, რომ ოპოზიციურ ფლანგზე ახალი გაერთიანებაა მოსალოდნელი

პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერის, ეკა ბესელიას განცხადებით, პრეზიდენტს მიაჩნია, რომ დღეს არსებული ოპოზიციური ცენტრების კიდევ უფრო მეტად გამსხვილებაა საჭირო. ამის შესახებ მან 11 სექტემბერს „ტვ პირველზე“ ისაუბრა. ბესელიას თქმით, პრეზიდენტის ინიციატივით მიმდინარეობს სამუშაო პროცესი, რომ უფრო მეტად გამაერთიანებელი ოპოზიციური პლატფორმა შეიქმნას. როგორც ბესელია ამბობს, გამსხვილების საჭიროება განსაკუთრებით იმ ფლანგზეა, სადაც „ქართული ოცნების“ მიერ დაკარგულმა ამომრჩეველმა უნდა […]

ტერაბანკმა გერმანიის საინვესტიციო და განვითარების ინსტიტუტისგან (DEG) 20 მლნ ევროს ოდენობის საკრედიტო რესურსი მიიღო

მცირე და საშუალო ბიზნესების, მეწარმე ქალებისა და მწვანე პროექტების მხარდასაჭერად გერმანიის საინვესტიციო და განვითარების ინსტიტუტმა (DEG) ტერაბანკს 20 მლნ ევროს ოდენობის საკრედიტო რესურსი გამოუყო. აღნიშნული პარტნიორობა კიდევ უფრო ამყარებს ტერაბანკის მდგრადი განვითარებისა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიას და ეკონომიკური წინსვლის გრძელვადიან ხედვას, მცირე და საშუალო ბიზნესების ხელშეწყობის გზით. აღსანიშნავია, რომ საკრედიტო რესურსი უზრუნველყოფს ქართული ბიზნესის […]

ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში მედიაწიგნიერების ფესტივალი გაიმართა

ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის „მედიაწიგნიერება დემოკრატიული და მდგრადი საზოგადოებისთვის საქართველოში“ ფარგლებში მედიაწიგნიერების ფესტივალი ჩატარდა. ღონისძიება მიზნად ისახავდა მედიაწიგნიერების თემაზე მომუშავე აქტორების ერთ სივრცეში გაერთიანებას და მათთვის „ფიფლ ინ ნიდ“-ის მიერ განხორციელებული მედიაწიგნიერების პროექტის შედეგების გაზიარებას. ღონისძიებას სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, პეტრ […]

შალვა პაპუაშვილი – მათი იდეოლოგიაა ლგბტ პროპაგანდის წახალისება საქართველოში, როცა მათ წახალისება უნდათ, ამის შემაკავებელ კანონს მხარს ვერ დაუჭერენ, ამიტომ, 26 ოქტომბერს ქართული საზოგადოებისგან ამაზეც მიიღებენ პასუხს

ყველას იდეოლოგია არის ლგბტ პროპაგანდის წახალისება საქართველოში. რა თქმა უნდა, როდესაც მათ წახალისება უნდათ, ამის შემაკავებელ კანონს მხარს ვერ დაუჭერენ. ამიტომ, 26 ოქტომბერს ქართული საზოგადოებისგან ამაზეც მიიღებენ პასუხს, – განუცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა. მისივე თქმით, ინიციატივა ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვას ეხება და რა თქმა უნდა, ოპოზიცია მათ ამ ინიციატივას მხარს არ დაუჭერს, […]

რას ჰპირდება „ძლიერი საქართველო“ რეგიონებიდან თბილისში ჩასულ სტუდენტებს

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა, თსუ-ის საერთო საცხოვრებელთან ბრიფინგი გამართა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლება გააკრიტიკა 12-წლიანი მმართველობის პერიოდში სტუდენტური საცხოვრისის პრობლემის მოუგვარებლობის გამო: „ჩვენს ზურგს უკან არის ზუსტად ის სტუდენტური საცხოვრებელი, სახელმწიფო უნივერსიტეტის, რომელიც შესაბამისად ვერ გამოიყურება 21-ე საუკუნის პირობებთან. რა უშლიდა „ქართულ ოცნებას ხელს 12 წლის განმავლობაში რომ აეშენებინა. განსაკუთრებით, სახელმწიფო უნივერსიტეტებთან გვაქვს პრეტენზია. […]

ვლადიმერ პუტინი ჩინეთის საგარეო მინისტრს – რუსეთი და ჩინეთი ერთად იცავენ სამართლიანი მსოფლიო წესრიგის პრინციპებს

რუსეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები მრავალი წლის განმავლობაში ორმხრივად სასარგებლოა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ვანგ ისთან შეხვედრაზე განაცხადა. „რუსეთსა და ჩინეთს შორის ყოვლისმომცველი პარტნიორობა და სტრატეგიული ურთიერთობები მრავალი წლის განმავლობაში ორმხრივად სასარგებლოა და 2 ოქტომბერს ჩვენ აღვნიშნავთ ჩვენს სახელმწიფოებს შორის დიპლომატიური კავშირების დამყარების 75 წლის იუბილეს“, – განაცხადა […]

„ძლიერი საქართველოს“ ლიდერები ქვემო ქართლში იმყოფებიან, სადაც საარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს ადგილობრივ მოსახლეობასთან მართავენ

„ძლიერი საქართველოს“ ლიდერები ქვემო ქართლში იმყოფებიან, სადაც საარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს ადგილობრივ მოსახლეობასთან მართავენ. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ბადრი ჯაფარიძემ და ანა დოლიძემ რუსთავის 21-ე სკოლის მიმდებარედ გამართულ ბრიფინგზე კოალიციის გეგმებსა და მოსახლეობაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს. „სასწავლო წელი დაიწყო და მოსწავლეებს სათანადო პირობები არ აქვთ, რომ სასწავლო პროცესში ჩაერთონ. დაუსრულებელი სკოლების გამო, ყოველდღიურად […]

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თბილისში, გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობისათვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო – ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 28 თებერვალს, თბილისში, სოფ. წინუბანში, […]