,,ქართული ოცნების“ ვაკის დელეგატი ზუკა რურუა ჭავჭავაძის გამზირის N52-54-ის მაცხოვრებლებს შეხვდა

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ვაკის დელეგატი ზუკა რურუა, ჭავჭავაძის გამზირის N52-54-ის მაცხოვრებლებს შეხვდა. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა მოქალაქეების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს და მათ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით მიაწოდეს ინფორმაცია. კერძოდ, განიხილეს ჭავჭავაძის გამზირის N52-54-ში არსებული სკვერისა და სტადიონის რეაბილიტაციის გეგმა. ზუკა რურუას განცხადებით, სკვერი და სპორტული მოედანი სრულად მომავალ წელს განახლდება. „წარმოვადგინეთ რენდერები, რომლებიც სკვერისა და […]
ODIHR-ს საქართველოს არჩევნებზე 400-მდე დამკვირვებელი ეყოლება

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (ODIHR) 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგი დაიწყო. გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის შემადგენლობაშია 12 საერთაშორისო ექსპერტი და 30 გრძელვადიანი დამკვირვებელი, რომლებიც 19 სექტემბრიდან საქართველოს მასშტაბით გადანაწილდებიან. არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე კი მათ 350 მოკლევადიანი დამკვირვებელი დაემატებათ. მისიის წევრებს დაგეგმილი აქვს შეხვედრები ხელისუფლებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, მედიასა […]
სემეკის თანამშრომლები ენერგეტიკის სექტორის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდნენ

ენერგეტიკის სექტორის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თანამშრომლები, ვანო მეჭურჭლიშვილი და გიორგი დიდებაშვილი დაჯილდოვდნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს. მათივე ცნობით, სემეკის რეგულირების განვითარებისა და მეთოდოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორს, ვანო მეჭურჭლიშვილს ენერგეტიკის სექტორში საქმიანობის 23 წლიანი გამოცდილება აქვს. „მისი ორგანიზებით ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და მელიორაციის სექტორების რეგულირების განვითარებისათვის […]
“კვარა არასდროს გახდება ქოცი” – რომან გოცირიძე

კალაძე და კობახიძე ურეკავენ ვიდეოზარით ხვიჩა კვარაცხელიას, ულოცავენ გამარჯვებას, ამას ჩუმად იღებენ კამერით და ავრცელებენ სოციალურ ქსელში. უნამუსობა და უზნეო სპეკულაციაა ეს. კვარა არასდროს გახდება ქოცი. არც მოინდომებს და რომც მოინდომოს ამას ვერ შეძლებს. საპარლამენტო სიის ასაკი რომ მოუწევს, ქოცობა კარგა ხნის გადაშენებული იქნება:
“არ დავთანხმდებოდი, რომ ვიღაცამ შემამოწმოს” – მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილი

“ვეტინგების ჩატარების წინააღმდეგი ვარ”- ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე წარდგენილმა ნიკოლოზ მარსაგიშვილმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. „არ ვიცი, როცა შემოწმება ნებაყოფლობითია, ის რამდენად არის ვეტინგი. ვეტინგი სულ სხვა მიზნებს ისახავს. პრაქტიკიდან გამომდინარე, სადაც ჩატარდა, კეთილსინდისიერების შემოწმება არ არის – ის სულ სხვა მიზანს ისახავს, რაც კეთილსინდისიერების შემოწმებით არის გამართლებული. ახლაც ყველა მოსამართლის […]
საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით იმიტირებულ კენჭისყრაში მონაწილეობა 122 864-მა ამომრჩეველმა მიიღო

საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით იმიტირებულ კენჭისყრაში მონაწილეობა 122 864-მა ამომრჩეველმა მიიღო. ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით ამომრჩეველთა ინფორმირების კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი გუშინ განხორციელდა. იმიტირებული კენჭისყრა, რომელში მონაწილეობაც ნებისმიერ ამომრჩეველს შეეძლო, საარჩევნო ადმინისტრაციამ მთელი ქვეყნის მასშტაბით 598 საარჩევნო უბანზე, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში გამართა. ამომრჩევლები პირადად გაეცნენ ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობას. მოქალაქეებმა გაიარეს ხმის […]
ბრიუსელის შარლერუას აეროპორტში გაფიცვის გამო ყველა რეისი გაუქმდა

ბრიუსელის მეორე უდიდეს აეროპორტში, შარლერუაში ხუთშაბათისთვის დაგეგმილი ყველა რეისი გაუქმდა, ამის მიზეზი პერსონალის გაფიცვაა. მედიის ცნობით, აქციის მონაწილეები აეროპორტის ხელმძღვანელობისგან სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. გაფიცვა 24 საათი გაგრძელდება. ბრიუსელ-შარლერუა მეორე უმსხვილესი აეროპორტია ბრიუსელ-ზავენტემის შემდეგ. ის წელიწადში დაახლოებით 8 მილიონ მგზავრს ემსახურება. ამ აეროპორტიდან რეისები 190-ზე მეტი მიმართულებით სრულდება, მათ შორის, ქუთაისშიც. 1tv.ge
სემეკის თანამშრომლები ენერგეტიკის სექტორის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდნენ

ენერგეტიკის სექტორის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თანამშრომლები – ვანო მეჭურჭლიშვილი და გიორგი დიდებაშვილი დაჯილდოვდნენ. სემეკის რეგულირების განვითარებისა და მეთოდოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორს, ვანო მეჭურჭლიშვილს ენერგეტიკის სექტორში საქმიანობის 23 წლიანი გამოცდილება აქვს. მისი ორგანიზებით ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და მელიორაციის სექტორების რეგულირების განვითარებისათვის არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა და ნორმატიული […]
კომუნიკაციების კომისიამ მთავარი არხი 5 000 ლარით დააჯარიმა

კომუნიკაციების კომისიამ მთავარი არხი 5 000 ლარით დააჯარიმა. ტელეკომპანიაში ამბობენ, რომ გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრეს. მთავარი არხის იურისტი თამთა მურადაშვილი ამბობს, რომ ComCom-მა ტელეკომპანია ქართული ოცნების საარჩევნო კლიპის განუთავსებლობის გამო დააჯარიმა, რომელშიც სამიზნედ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები არიან ამოღებულნი. მისი თქმით, წინასაარჩევნო რეკლამა უნდა იყოს – ან თავად პოლიტიკური სუბიექტის და პარტიის ხელშემწყობი, ან სხვა პოლიტიკური სუბიექტის […]
“თუ ამ ხალხმა ოპოზიციის გამარჯვებაში მეტი სარგებელი ვერ დაინახა, ყველა ვარიანტში 41-ს შემოხაზავს” – დავით ზურაბიშვილი

პოლიტოლოგი, დავით ზურაბიშვილი: ამ ხელისუფლების მომხრეთა აღქმებსა და მოტივაციებში თუ გინდა გაერკვიო, უნდა იცნობდე ისეთ სპეციფიურ ფენომენს, როგორიცაა homo sovieticus, ანუ საბჭოთა მენტალობის ადამიანს. ხელისუფლების ყველა მესიჯი სწორედ ამ ტიპის ამომრჩეველზეა გათვლილი. კერძოდ: ა) საბჭოთა ადამიანისთვის სიტყვას არანაირი ფასი არა აქვს. სიტყვა არსებობს ძირითადად იმისთვის, რათა აზრი დაფარო. აქედან გამომდინარე, ბიძინა რომ გუშინწინ ერთს ლაპარაკობდა, […]