ლევან დავითაშვილმა ჩინეთის ენერგეტიკული კომპანია საქართველოს ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობისთვის მოიწვია

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი ჩინეთში ელექტროენერგიის მწარმოებელი ერთ-ერთი მსხვილი სახელმწიფო კორპორაციის China Huadian Corporation – ის ხელმძღვანელებს შეხვდა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობა ენერგეტიკის სექტორში. აღინიშნა, რომ საქართველო, რომელსაც განახლებადი ენერგიის წყაროების დიდი რესურსი აქვს, დაინტერესებულია, ითანამშრომლოს ჩინურ ენერგეტიკულ კომპანიებთან. პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, საერთაშორისო […]

სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში პარალიმპიელების დახვედრის ცერემონია გაიმართება

სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში პარალიმპიელების დახვედრის ცერემონია გაიმართება. პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე მიღწეულ წარმატებებს ქართველ პარასპორტსმენებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე და საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში შერაზ გასრი მიულოცავენ. პარალიმპიადიდან ქართველი პარასპორტსმენები 9 მედლით დაბრუნდნენ. პარალიმპიელების დახვედრის ცერემონია სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში 18:00 საათზე დაიწყება. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ლევან იოსელიანი აშშ-ს ელჩს შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი და სახალხო დამცველის პირველი მოადგილე, თამარ გვარამაძე აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში რობინ ლ. დანიგანს შეხვდნენ. ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრაზე სახალხო დამცველის სტატუსი და ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით მისი საქმიანობის მნიშვნელობა განიხილეს, ხაზი გაუსვეს ინსტიტუციის საზედამხედველო როლს წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების პროცესზე, მათ შორის, სიძულვილის ენის გამოყენების აღკვეთისა […]

ლევან დავითაშვილი – საქართველოს ციფრული ტრანსფორმაციის რეგიონალურ ცენტრად ჩამოყალიბებაში Huawei-სთან მჭიდრო პარტნიორობა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს

ჩვენი მიზანია, შევქმნათ ინოვაციური გარემო საქართველოში და ძალისხმევას არ ვიშურებთ ძლიერი სტარტაპ-ეკოსისტემის შექმნისთვის. STEAM და ICT განათლების გაღრმავება ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და მზად ვართ, განვიხილოთ პოტენციური პარტნიორობა Huawei-სთან, როგორც გლობალურ ლიდერთან და ფართომასშტაბიანი ინოვაციური პროექტების წარმმართველთან სხვადასხვა ინდუსტრიაში, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პეკინში, კომპანია Huawei-ის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა. პირველი ვიცე-პრემიერის შეფასებით, […]

ნოდარ მელაძე ცესკოს თავმჯდომარეს ჟურნალისტებზე ზეწოლაში ადანაშაულებს, გიორგი კალანდარიშვილი არასწორ ინტერპრეტაციად აფასებს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ტელეკომპანია „პირველის“ „ერთ- ერთი წარმომადგენელს“ საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე სავარაუდო ზეწოლის მიზნით „მათი პერსონალური მონაცემების კანონის საწინააღმდეგოდ დამუშავებისა და გამოყენების“ მცდელობაში ადანაშაულებს. ტვ “პირველის” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ნოდარ მელაძე კი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ჟურნალისტებზე ზეწოლაში. როგორც კალანდარიშვილმა თქვა ცესკოში გამართულ ბრიფინგზე, ტელეკომპანია “პირველის” ჟურნალისტებს საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებთან დაკავშირებით ინფორმაცია […]

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში კონფერენცია – „ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდი“ იმართება

12-13 სექტემბერს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი კონფერენციას – „ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდი“ მასპინძლობს. ინფორმაციას უნივერსიტეტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, KIU-ში კონფერენცია გახსნეს და მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარემ ნიკოლოზ ჩხეტიანმა, ფონდ „ქართუს“ პროექტების დირექტორმა ვახტანგ ცაგარელმა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თეა იმედაძემ. „კონფერენციაში უნივერსიტეტის საერთაშორისო პარტნიორები, გერმანიის წამყვანი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების, მათ […]

მამუკა მდინარაძე „ნაციონალური მოძრაობის“ დაპირებაზე – აგენტურის დეზინფორმაცია ახალ მასშტაბებს იძენს – ტყუილია 14 მილიარდი!

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ოპოზიციის განცხადებას ეხმიანება, რომელთა თქმითაც, ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მომენტიდან, საქართველოს ექნება წვდომა 14 მილიარდიან ფონდზე. როგორც მდინარაძე აღნიშნავს, აგენტურის დეზინფორმაცია ახალ მასშტაბებს იძენს და რადიკალური ოპოზიცია ტყუილებით ცდილობს ხალხს მოანდომოს მოლაპარაკებების გახსნა. მისივე თქმით, მოლაპარაკებები არა თოთხმეტმილიარდიანი ცრუ მოლოდინის, არამედ წარმატებული შედეგისთვის ჭირდება საქართველოს. „აგენტურის დეზინფორმაცია ახალ მასშტაბებს იძენს…14 […]

სამინისტროს მხრიდან თანხების ჩარიცხვა ხანდახან 3-4 თვეც გვიანდება, რაც კლინიკებისთვის მძიმე ფინანსური წნეხია – ასოციაცია

ჯანდაცვის ასოციაციაში აცხადებენ, რომ DRG-ის სქემით დაფინანსების ფარგლებში კლინიკებისთვის დაგვიანებული ჩარიცხვები კვლავ პრობლემაა. როგორც ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ BMG-სთან განაცხადა, არის შემთხვევები, როდესაც სამინისტროს მხრიდან თანხების ჩარიცხვა 3-4 თვითაც გვიანდება, რაც კლინიკებისთვის მძიმე ფინანსური წნეხია. მაია მახარაშვილის თქმით, აუცილებელია, რომ ჩარიცხვების ვადა ერთ თვემდე შემცირდეს და კარგია, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ამ მიმართულებით მუშაობაა გეგმავს. „ძალიან […]

საქართველოს ნაკრების დაცვა კარგად იყო ორგანიზებული და მათ ვერაფერი მოვუხერხეთ – ალბანური მედია

ალბანური მედია საქართველოს ნაკრებთან ეროვნული გუნდის მარცხს (0:1) გამოეხმაურა და ვილი სანიოლის გუნდის უპირატესობა აღიარა. Albanianpost-ი – საქართველომ ალბანური ციხე-სიმაგრე „დაანგრია“ „ერთა ლიგის B1 ლიგის მეორე მატჩში ალბანეთი საქართველოსთან 0:1 დამარცხდა. „წითლებმა“ მეტოქეს „აირ ალბანია არენაზე“ უმასპინძლეს, რომელიც სილვინიოს ხელმძღვანელობით უძლეველი ციხე-სიმაგრე იყო და დიდი ხანი გოლი არ გვქონდა გაშვებული. ეს ალბანეთისა და საქართველოს მე-16 […]

მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა ქართველმა მოჭადრაკეებმა მოგებით დაიწყეს

10 სექტემბერს, უნგრეთის დედაქალაქში 45-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადამ აიღო სტარტი. ქართველმა ვაჟებმა ბუდაპეშტში დაწყებული საჭადრაკო ოლიმპიადის პირველ ტურში, ჯერზის მოჭადრაკეთა გუნდს ანგარიშით 4:0 მოუგეს. მოგება იზეიმეს: მიხეილ მჭედლიშვილმა, ნიკოლოზ კაჭარავამ, ბაადურ ჯობავამ და ლუკა პაიჭაძემ. საქართველოს ვაჟთა ნაკრების კაპიტანი, ზურაბ სტურუა; მთავარი მწვრთნელი, თორნიკე სანიკიძე. საქართველოს ქალთა ნაკრებმა, 45-ე საჭადრაკო ოლიმპიადის პირველ ტურში მშრალი ანგარიშით […]