1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6984 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6984 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6984 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6970 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0014 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9742 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9786 ლარს შეადგენდა. […]

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) არჩევნებზე სადამკვირვებლო მისია ოფიციალურად შეუდგა მუშაობას

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) არჩევნებზე სადამკვირვებლო მისია დღეს ოფიციალურად შეუდგა მუშაობას, რათა მონიტორინგი გაუწიოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს საქართველოში. OSCE/ODIHR – ის ინფორმაციით, მისია არჩევნებზე დასაკვირვებლად ოფიციალურად მოწვეული იქნა საქართველოს მთავრობის მიერ. სადამკვირვებლო მისიას ხელმძღვანელობს ოუენ მერფი. მისიის შემადგენლობაშია 12 საერთაშორისო ექსპერტი და 30 გრძელვადიანი დამკვირვებელი, რომლებიც 19 სექტემბრიდან გადანაწილდებიან მთელი […]

პაატა მანჯგალაძე – „ქართული ოცნება“ ბლოკავს 14 მილიარდს და ამას ჩვენ მოვუტანთ ქვეყანას 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ საქართველოს ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანების პროცესის დაწყებისთანავე

ევროკავშირის მიერ გამოყოფილ 14 მილიარდ ევროსთან დაკავშირებით ხელისუფლების რეაქცია ადასტურებს სწორედ იმას, რასაც ჩვენ ვსაუბრობთ, მათ არ უნდათ, რომ 14 მილიარდი საქართველომ და მისმა მოქალაქემ მიიღოს, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას აღნიშნული დაფინანსების სათანადოდ გამოყენების უნარი და კომპეტენცია არ გააჩნია, რაც 26 ოქტომბრის […]

თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზმა მუშაობა განაახლა

თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზმა მუშაობა განაახლა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს. ცნობისთვის, ტექნიკური პრობლემის გამო, საბურთალოს ხაზზე მატარებლების გადაადგილება დროებით შეჩერებული იყო. ადგილზე ტექნიკური სამსახურის წარმომადგენლები მუშაობდნენ.

რუსეთმა უკრაინაში მებრძოლი კიდევ ერთი ქართველის წინააღმდეგ საქმე აღძრა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა უკრაინის მხარეს მებრძოლი კიდევ ერთი ქართველი სამხედროს წინააღმდეგ საქმე აღძრა. საუბარია ლადო გამსახურდიაზე, რომელსაც რუსეთი ტერორიზმის მუხლით ედავება. რუსული სამთავრობო პროპაგანდისტული მედია Ria Novosty საგამოძიებო კომიტეტზე დაყრდნობით წერს, რომ მას ბრალად ედება რუსეთის ტერიტორიაზე, კურსკის ოლქში მცხოვრებთა წინააღმდეგ დანაშაულებში მონაწილეობა. თავად მებრძოლი ფორმულასთან საუბრისას ამბობს, რომ კურსკის ოლქში მცხოვრებ მშვიდობიან მოსახლეობაზე არანაირი […]

“ეს აჩვენებს გიორგი გახარიას მეწვრილმანეობას” – შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, ირწმუნება, რომ გივი მიქანაძე 2006 წლის მარტში თანამდებობიდან გადამდგარი იყო და ციხის ბუნტის საქმესთან არანაირი კავშირი არ აქვს. რაც შეეხება გივი მიქანაძეს, ის როდესაც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ გადაუხვია იმ ფასეულობებს, რომელსაც თავის დროზე ხალხის მხარდაჭერა ჰქონდა, ის გადადგა თანამდებობიდან, იყო წასული საზღვარგარეთ და მუშაობდა საზღვარგარეთ. არანაირი კავშირი რა თქმა უნდა, ამ […]

„მევენახეობას არ შეიძლება სუბსიდირება სჭირდებოდეს“

„მევენახეობას არ შეიძლება სუბსიდირება სჭირდებოდეს,“ – როგორც მევენახე ლაშა ხიზანიშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ ისაუბრა, სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამა გამართლებული არ არის. „სუბსიდირება მეტ-ნაკლებად ეხმარება ამ დარგს, თუმცა არ არის გამართლებული, რადგან მევენახეობას არ შეიძლება სუბსიდირება სჭირდებოდეს. რეალურად, მოთხოვნა არსებობს საერთაშორისო ბაზარზე და ისე უნდა რეგულირდებოდეს ფასები და ქარხნებთან მჭიდრო ურთიერთობა უნდა იყოს, რომ ფერმერებს თავისი შრომა უნდა უღირდეთ,“ […]

საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით იმიტირებულ კენჭისყრაში მონაწილეობა 122 864-მა ამომრჩეველმა მიიღო

საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით იმიტირებულ კენჭისყრაში მონაწილეობა 122 864-მა ამომრჩეველმა მიიღო. ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით ამომრჩეველთა ინფორმირების კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი გუშინ განხორციელდა. იმიტირებული კენჭისყრა, რომელში მონაწილეობაც ნებისმიერ ამომრჩეველს შეეძლო, საარჩევნო ადმინისტრაციამ მთელი ქვეყნის მასშტაბით 598 საარჩევნო უბანზე, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში გამართა. ამომრჩევლები პირადად გაეცნენ ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობას. მოქალაქეებმა გაიარეს ხმის […]

197 დაღუპული, 800–ზე მეტი დაშავებული, 128 დაკარგილი – სტიქია ვიეტნამში

ვიეტნამში, იაგი ტაიფუნის შედეგად, 197 ადამიანია დაიღუპა, 800-ზე მეტი დაშავდა, ხოლო 128 ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა – დედალაქ ჰანიოში მომხდარი წყალდიდობა, სამხრეთ -აღმოსავლეთ აზიის ქვეყანებში ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე ძლიერი იყო. ადგილობრივი მედიის ცნობით, ასევე, ლანგ გუს სოფელში 53 მოქალაქეს ისევ ეძებენ. ამასთან, მედიის ინფორმაციით, ორშაბათს, ფოლადის ხიდი ფუ თოს პროვინციაში ჩამოინგრა, რის შედეგადაც 10 […]

თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე შეფერხება

ტექნიკური პრობლემის გამო, თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი გაჩერებულია. როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით, ადგილზე შესაბამისი ტექნიკური სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ. მათივე განმარტებით, ამ ეტაპზე, პირველი ხაზი შეუფერხებლად მუშაობს.