პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი – ოლიმპიელებისა და პარალიმპიელების დაჯილდოების ღონისძიებაზე დავპატიჟეთ ყველა, მათ შორის, პრემიერი, არც დასტური და არც უარყოფა არ მიგვიღია
ორბელიანების სასახლის წინ, 13 სექტემბერს, საღამოს, 19:00 საათზე სახალხო ზეიმი გაიმართება, რომელზეც საქართველოს პრეზიდენტი ოლიმპიელებსა და პარალიმპიელებს დააჯილდოებს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ვლადიმერ ონოფრიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, ღონისძიებაზე დაპატიჟებულია ყველა, მათ შორის, პრემიერი ირაკლი კობახიძეც, თუმცა, როგორც ონოფრიშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტის ადმინისტრაციას მთავრობის მეთაურისგან არც დასტური და არც უარყოფა მიუღია. „საღამოს, […]
ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსებმა კურსკის ოლქში კონტრშეტევა დაიწყეს, ეს ჩვენი გეგმით მიმდინარეობს
რუსებმა კურსკის ოლქში კონტრშეტევა დაიწყეს, ეს ჩვენი გეგმით მიმდინარეობს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში ლიეტუველ კოლეგა, გიტანას ნაუსედასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. “რუსებმა კონტრშეტევით ქმედებები დაიწყეს. ეს ჩვენი უკრაინული გეგმით მიმდინარეობს,” – განაცხადა ზელენსკიმ. მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ინფორმაცია გაავრცელა, რომ „აღადგინა კონტროლი“ 10 დასახლებულ პუნქტზე, რომლებიც უკრაინის არმიას ჰქონდა დაკავებული.
ნიკა გვარამია – ქუთაისი არის მაგალითი როგორ დაფიქრდე და მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც შენს სამშობლოს სჭირდება – ცვლილება შესაძლებელია, უნდა ვირწმუნოთ
ქუთაისი არის მაგალითი როგორ დაფიქრდე და მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც შენს სამშობლოს სჭირდება , – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა. მისივე თქმით, ქუთაისი არის კულტურული ცენტრი, საიდანაც ცვლილებები დაიწყება. “განსაკუთრებით სიყვარულით და განსაკუთრებული აღიარებით მივესალმე თითოეულ ქუთაისელს. ქუთაისი მიმაჩნია, რომ კულტურული ცენტრია საქართველოში. ქუთაისი არის მაგალითი როგორ დაფიქრდე და მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც სჭირდება […]
ფიზიკურ პირებს, მათ შორის, ინდმეწარმეებს ₾397 მლნ-მდე საგადასახადო დავალიანება ჩამოეწერათ – იონა კიზირია
საგადასახადო დავალიანებების ჩამოწერა 2024 წლის ივლისიდან დავიწყეთ და დღემდე ჩამოწერილია ₾397 მლნ-მდე. დაახლოებით, ეს არის 62 000-მდე გადასახადის გადამხდელი, – ამის შესახებ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო ადმინისტრირების მეთოდოლოგიის სამმართველოს უფროსმა იონა კიზირიამ გადაცემა “ბიზნესპარტნიორში” განაცხადა. მისივე ინფორმაციით, საგადასახადო დავალიანებების ჩამოწერის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. “ფიზიკურ პირებს, მათ შორის, ინდმეწარმეებს, რომლებსაც 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი აღიარებული საგადასახადო […]
რას მიიჩნევენ კარგ ხელფასად ევროპის დედაქალაქებში?
კარგი ხელფასი მრავალი ფაქტორის, მათ შორის, პროფესიის, განათლების, გამოცდილების, ცხოვრების წესისა და პიროვნული მოლოდინის მიხედვით შეიძლება განსხვავდებოდეს. Economic Research Institute-ის კვლევით დირექტორს, კრის ჩეისტინს მიაჩნია, რომ საშუალოს ზემოთ ნებისმიერი ხელფასი შეიძლება აღიქმებოდეს, როგორც „კარგი“. საშუალოზე მაღალი ხელფასი საშუალებას გაძლევს, დაფარო ძირითადი ხარჯები და საკმარისად დაგრჩეს პირადი საჭიროებებისთვის, მაგალითად, მოგზაურობისა და გართობისთვის, რომ არაფერი ვთქვათ დანაზოგებზე. […]
ნიკა მელია – არჩევნების შემდეგ პირველად ჩამოყალიბდება კოალიციური მმართველობა და წარსულს ჩაბარდება ოლიგარქიული, ერთპიროვნული, ერთპარტიული მმართველობის მტკივნეული პრაქტიკა
26 ოქტომბერი არის მნიშვნელოვანი არჩევნები, ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს მივა და გააკეთებს იმ არჩევანს, რომელიც მეტია ვიდრე არჩევანი, ეს არის დღე, როდესაც ერთი ხმაც მნიშვნელოვან წვრილს შეიტანს საქართველოს უკეთესი მომავლისთვის, – ამის შესახებ “ კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა, ნიკა მელიამ ქუთაისის ოფისის გახსნისას განაცხადა. მელია დარწმუნებულია, რომ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ნომერი 4-ით იქნება ძლიერად წარმოდგენილი მომავალ კოალიციაში, […]
ელენე ხოშტარია – საქართველოს ცვლილების უდიდესი სურვილი აერთიანებს, რომელიც მოიტანს ევროპას, უსაფრთხოებას და კეთილდღეობას
დღეს მთელ საქართველოს ცვლილების უდიდესი სურვილი აერთიანებს, რომელიც მოიტანს ევროპას, უსაფრთხოებას და კეთილდღეობას – ეს არის შესაძლებელი. ამის შესახებ “ კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ქუთაისში კოალიციის ოფისის გახსნისას განაცხადა. მისივე თქმით, ჩვენი “კოალიცია ცვლილებებისთვის” უპირატესობა არის ის, რომ მათ სურთ შემდეგი ხელისუფლება იყოს კოალიციური. „მიხარია, რომ მოგმართოთ იმედით და სრული რწმენით, რომ დადგა ცვლილებების […]
ზელენსკი ამბობს, რომ კიევი კურსკში რუსულ კონტრიერიშს ელოდა
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხუთშაბათს განაცხადა, რომ უკრაინული ძალები რუსეთის კურსკის რეგიონში მოსკოვის კონტრიერიშს ელოდა. ეს ამ კვირაში მისი პირველი კომენტარია თითქმის ერთი თვის თავზე მას შემდეგ, რაც უკრაინა საზღვრის მეორე მხარეს შეიჭრა. უკრაინულმა ძალებმა მოულოდნელი თავდასხმით დაიპყრო ანკლავი დასავლეთ რუსეთის ტერიორიაზე, რაც აგვისტოში დაიწყო. ეს ნაბიჯი იმისთვის გადაიდგა, რომ რუსეთისთვის ბრძოლის ველზე ინიციატივა, მათ შორის […]
უკრაინელი მწვრთნელი: ყველაზე პროგრესირებადი საქართველოა – ისინი შეტევაში გაიქცევიან
ცნობილმა უკრაინელმა მწვრთნელმა ვიტალი კვარციანიმ ua-football-თან ერთა ლიგაზე მათი ნაკრების მიერ განცდილი ორი მარცხის შემდეგ, შანსები შეაფასა და საქართველოს ეროვნულ გუნდსზე ისაუბრა: “ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ ყოფილი სსრკ-ის ქვეყნებიდან ყველაზე პროგრესირებადი საქართველოა. გუნდს, რომელიც არასტანდარტულად თამაშობს და ჯგუფში ლიდერობს, ჩვენი ეროვნული გუნდი მესამე ტურში უნდა შეხვდეს – პოლონეთის ქალაქ პოზნანის პირობით საშინაო არენაზე. ერთი ტურის […]
სასტუმროს ფასები მსოფლიოს მთავარ მეგაპოლისებში ახლა „უფრო ზომიერი ტემპით“ იზრდება – HotelHub
სასტუმროს ფასები მსოფლიოს მთავარ მეგაპოლისებში ახლა „უფრო ზომიერი ტემპით“ იზრდება, ვიდრე წინა ორი წლის განმავლობაში. ამის შესახებ HotelHub-ის ინფორმაციაშია აღნიშნული. მიმდინარე წლის მეორე კვარტალში სასტუმრო ნომრების საშუალო ღირებულებამ 189 დოლარი შეადგინა, რაც 3.6%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. მაგრამ ეს ზრდა გაცილებით დაბალი იყო 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, როდესაც ეს მაჩვენებელი წლიურად 9,6%-ით […]