“სიცრუეა, როდესაც შუქრუთის აქციის მონაწილეები უარყოფენ კომპენსაციების აღებას,“ CMC-ი
შუქრუთის აქციის ორგანიზატორებს, რომლებმაც უკვე6 თვეა, რაც ჭიათურაში შუქრუთისა და კოროხნალისმაღაროები გადაკეტეს და პროტესტის რადიკალურ ფორმას მიმართეს, სრულად აქვთ მიღებული საკომპენსაციო თანხები. თითოეული მათგანი უარყოფს ჩარიცხვის ფაქტს და ამბობს, რომ დოკუმენტი გაყალბებულია, რაც მიზანმიმართული ტყუილია. დღემდე კომპანიამ 13 მილიონ ლარამდე მეტი გასცა კომპენსაციის სახით, ხოლო აქციის ორგანიზატორებმა უკვე სრულად აიღეს კომპენსაციები. მათ შორის: გიორგი ნეფარიძე […]
„დაასანქცირეთ კონკრეტული პირები და არა ქართველი ხალხი“ – გიგაური სენატორებს
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დირექტორმა, ეკა გიგაურმა აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტში სენატორების კითხვებს უპასუხა. სენატორ კრის კუნსის კითხვაზე, რისი გაკეთება შეუძლია აშშ-ის რუსული აგრესიის წინაშე მყოფი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს დასახმარებლად, გიგაურმა უპასუხა: „დააწესეთ სანქციები. თუმცა, ძალიან გთხოვთ, დააწესეთ ისინი კონკრეტული პირების, და არა ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ქართველი ხალხი იბრძოდა დემოკრატიისთვის და დაამტკიცა, რომ […]
რიში: ქართველ ხალხს ოქტომბერში ექნება საშუალება, მოიშოროს თაღლითები
თქვენ მე იმედს მაძლევთ, რომ დიდ უმრავლესობას არჩევანის სწორად გაკეთება უნდა. […] თუ რასაც თქვენ ქართველ ხალხსა და მის სურვილებზე ამბობთ, სიმართლეა, მათ ოქტომბერში ექნებათ საშუალება, მოიშოროს თაღლითები და მოიპოვოს კონტროლი საკუთარ მომავალზე. დაგაკვირდებით და ვილოცებთ თქვენთვის.
ჯინ ჰაშინი – ფაქტი, რომ “ქართული ოცნების” მთავრობა მზად არის აშშ-სთან პარტნიორობის 30-ზე მეტი წელი მოისროლოს, რათა რუსეთის სამსახური გააგრძელოს, ნამდვილად ძალიან რთული გასაგებია
ფაქტი, რომ “ქართული ოცნების” მთავრობა მზად არის აშშ-სთან პარტნიორობის 30-ზე მეტი წელი მოისროლოს, რათა რუსეთის სამსახური გააგრძელოს, ნამდვილად ძალიან რთული გასაგებია. ამის შესახებ სენატორმა ჯინ ჰაშინმა (დემოკრატიული პარტია) სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. მან გაიხსენა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა, სადაც მისი თქმით, საქართველოს პრემიერის ერთადერთი მოთხოვნა იყო, რომ აშშ-ს შეეწყვეტა იმ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება, […]
„საქართველოს ციფრული ტრანსფორმაციის რეგიონალურ ცენტრად ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს Huawei-სთან მჭიდრო პარტნიორობა“ – ლევან დავითაშვილი
„ჩვენი მიზანია, შევქმნათ ინოვაციური გარემო საქართველოში და ძალისხმევას არ ვიშურებთ ძლიერი სტარტაპ-ეკოსისტემის შექმნისთვის. STEAM და ICT განათლების გაღრმავება ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და მზად ვართ, განვიხილოთ პოტენციური პარტნიორობა Huawei-სთან, როგორც გლობალურ ლიდერთან და ფართომასშტაბიანი ინოვაციური პროექტების წარმმართველთან სხვადასხვა ინდუსტრიაში“ – ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა პეკინში კომპანია Huawei-სთან შეხვედრისას განაცხადა. პირველი ვიცე-პრემიერის შეფასებით, Huawei-ს საქართველოში ყოფნა […]
თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარი 230 მლნ დოლარამდე გაიზარდა – Colliers Georgia
აგვისტოში თბილისში 3,230 ბინა გაიყიდა. მაჩვენებელი წინა წლის აგვისტოსთან შედარებით 5%-ით არის შემცირებული. საცხოვრებელი უძრავი ქონების მონაცემები Colliers Georgia-მა განაახლა. აგვისტოში, თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციები 0.4%-ით გაიზარდა. ძველ პროექტებში კი 2023 წლის აგვისტოსთან შედარებით მაჩვენებელი 17%-ით არის შემცირებული. ამ პერიოდში ბაზრის ზომა 7%-ით, 230 მილიონ აშშ დოლარამდეა გაზრდილი, რაც ბინების ღირებულების ზრდით არის განპირობებული. მიმოხილვის […]
ჯიმ რიში – ქართველ ხალხს ოქტომბერში შესაძლებლობა ექნება, თაღლითები მოაშოროს და საკუთარ ხელში აიღოს მომავალი
თუ სიმართლეა, რასაც ამბობთ ქართველ ხალხზე და მათ სურვილებზე, მაშინ მათ ოქტომბერში შესაძლებლობა ექნებათ, რომ თაღლითები მოაშორონ და საკუთარ ხელში აიღონ მომავალი , – ამის შესახებ სენატორმა ჯიმ რიშმა (რესპუბლიკური პარტია) სენატში მოსმენაზე განაცხადა, როდესაც მიმართა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ხელმძღვანელს, ეკა გიგაურს. სენატორის თქმით, არ ესმის რატომ უნდა იყოს ქვეყანაში, სადაც რუსეთი შეიჭრა ადამიანების […]
კარდინი რუსულ კანონზე: რუსული კანონის შესაბამისად არის მოდელირებული
ბევრი წლის განმავლობაში საქართველოს რესპუბლიკა ნათელი წერტილი იყო ყოფილ საბჭოთა კავშირში, მაგრამ ამ აპრილში მასობრივი ქუჩის პროტესტების მიუხედავად, მთავრობამ უცხოური გავლენის რეგისტრაციის კანონი მიიღო, რომელიც ძალაში ამ შემოდგომაზე შედის. გასაოცარია, მაგრამ ეს კანონი რუსული კანონის შესაბამისად არის მოდელირებული. იმის გათვალისწინებით, რა გაუკეთა რუსეთმა საქართველოს, დაუჯერებელია, რომ ამ გზას დაადგნენ. ეს საშუალებას აძლევს მთავრობას სამიზნეში ამოიღოს […]
„ქართველებს არჩევნებზე ექნებათ შანსი, ვიგინდარები გაყარონ“ – მოსმენა სენატში „აგენტების კანონზე“
ხუთშაბათს, 2024 წლის 12 სექტემბერს შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოს „აგენტების კანონზე“ ისაუბრეს. მოსმენა, სახელწოდებით, „არასამთავრობო ორგანიზაციების საწინააღმდეგო კანონები და დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართული რეპრესიების სხვა ინსტრუმენტები“, თბილისის დროით 18:30 საათზე დაიწყო. ჰონგ-კონგში, ჩინეთსა და მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში არასამთავრობოებისადმი მტრულად განწყობილ კანონებთან ერთად, სენატში საქართველოს შესახებაც ისაუბრეს. საქართველოს შესახებ მომხსენებელი იყო ეკა გიგაური, „საერთაშორისო […]
ვალერი ჩეჩელაშვილი – დასავლეთში აქვთ იმედი, რომ საქართველო დაბრუნდება პროდასავლურ ტრაექტორიაზე – როდესაც ქვეყანასთან დაკავშირებული განხილვაა სენატში, ელჩი იქ უნდა იყოს, მაგრამ ვშიშობ, „ქართულ ოცნებას“ არგუმენტები არ გააჩნია
აშშ-ის, ევროკავშირის და ნატო-ს ასეთი აქტიური პოზიცია იმაზე მიუთითებს, რომ საქართველო რჩება ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორების მთავარი ინტერესების სფეროში და ეს არის ძალიან კარგი , – ამის შესახებ მის შესახებ “სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელმა, ვალერი ჩეჩელაშვილმა აშშ-ის სენატში დაგეგმილ დღევანდელ მოსმენასთან დაკავშირებით განაცხადა. ვალერი ჩეჩელაშვილის განცხადებით, თუ „ქართულ ოცნებას“ აქვს არგუმენტები იმის სასარგებლოდ, რომ საკუთარი […]