ნორმალური არ არის… რთულ ვითარებაში ვართ – თემურ კოხოძე

„თეგეტა ჰოლდინგის“ დამფუძნებელი თემურ კოხოძე აცხადებს, რომ დღეს არსებული ვითარება ნორმალური არ არის და პრემიერთან რთულ ვითარებაზე, მათ შორის გამოსავალზეც უნდა ისაუბრონ. ამის შესახებ მან ირაკლი კობახიძესთან შეხვედრამდე ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომლებმაც ბიზნესმენს ჰკითხეს – მიიჩნევს თუ არა არსებული ვითარებიდან გამოსავალს ახალი არჩევნების დანიშვნას და ნორმალურია თუ არა დღეს არსებული ვითარება. „დღეს გავივლით ყველაფერს… […]

საქართველოს ეკონომიკის 53% თბილისში იქმნება – რეგიონული სტატისტიკა

თბილისის წილი საქართველოს ეკონომიკაში 53%-მდე გაიზარდა – ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა, რაც 2023 წლის მდგომარეობით საქართველოს მშპ-ის სტატისტიკას ასახავს. თუკი 2022 წელს თბილისში საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 51.2% იქმნებოდა, 2023 წელს ამ მაჩვენებელმა 52.7%-ს მიაღწია, რაც 1.6 პროცენტული პუნქტის ზრდაა. 2023 წელს თბილისის მიერ გენერირებული მშპ 42.6 მილიარდი ლარი იყო. თბილისის შემდეგ […]

შვედეთში ანონიმურ მოწმეებს სასამართლოში ჩვენების მიცემის უფლება მისცეს

შვედეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონს, რომელიც მოწმეებს სასამართლოში ანონიმურად ჩვენების მიცემის უფლებას აძლევს. ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს. ეს გაკეთდა იმისთვის, რომ მოწმეებმა თავი უსაფრთხოდ იგრძნონ და უფრო ხშირად დათანხმდნენ ჩვენების მიცემას. ანონიმურობა დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს რეალური საფრთხე მოწმეების ან მათი ახლობლების უსაფრთხოებაზე. ამასთან, ანონიმურობა შენარჩუნდება, თუ საქმე ეხება დანაშაულს, რომელიც ისჯება თავისუფლების […]

ირაკლი კობახიძე ბიზნესმენებს ხვდება

მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს ხვდება. კერძო სექტორის წარმომადგენლებსა და პრემიერს შორის შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. როგორც ბიზნესის წარმომადგენლები მედიასთან საუბრისას აღნიშნავენ, შეხვედრა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება და მეტი დეტალის შესახებ მისი დასრულების შემდეგ ისაუბრებენ. შეხვედრა დახურულ ფორმატში მიმდინარეობს.

ირაკლი კობახიძე ბიზნესმენებს ხვდება

მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს ხვდება. კერძო სექტორის წარმომადგენლებსა და პრემიერს შორის შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. როგორც ბიზნესის წარმომადგენლები მედიასთან საუბრისას აღნიშნავენ, შეხვედრა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება და მეტი დეტალის შესახებ მისი დასრულების შემდეგ ისაუბრებენ. შეხვედრა დახურულ ფორმატში მიმდინარეობს.

არჩილ გორდულაძე – ქურდს ქუდი ეწვისო – მიხეილ სააკაშვილს წამოსცდა, რომ აქციები, რომლებიც ქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე მიმდინარეობს, თურმე „ნაციონალური მოძრაობის“ დაორგანიზებული ყოფილა!

ქურდს ქუდი ეწვისო – მიხეილ სააკაშვილს წამოსცდა, რომ აქციები, რომლებიც ქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე მიმდინარეობს, თურმე „ნაციონალური მოძრაობის“ დაორგანიზებული ყოფილა! – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა არჩილ გორდულაძემ მიხეილ სააკაშვილის „ფეისბუქზე“ გაკეთებული პოსტის კომენტირებისას განაცხადა. გორდულაძე სააკაშვილის პოსტს „წამოცდენას“ უწოდებს. „არსებობს კარგი ქართული ანდაზა – ქურდს ქუდი ეწვისო. მიხეილ სააკაშვილს […]

თეა ზაქარაძე – პოლიტიკაში ვერ ჩავერევი, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ქვეყანას და ჩვენს ბიზნესს – ავიაციას სიმშვიდე და სტაბილურობა სჭირდება – თუ ამისთვის ახალი არჩევნები იქნება გამოსავალი, ეს ნაბიჯი უნდა გადაიდგას

ქვეყანას და ჩვენს ბიზნესს – ავიაციას სიმშვიდე და სტაბილურობა სჭირდება. თუ ამისთვის ახალი არჩევნები იქნება გამოსავალი, ეს ნაბიჯი უნდა გადაიდგას – აუცილებლად გამოვიყენებთ ამ პლატფორმას იმისთვის, რომ ჩვენი აზრი დავაფიქსიროთ ბიზნესმა, – ამის შესახებ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა, თეა ზაქარაძემ პრემიერთან შეხვედრამდე განაცხადა. მისი თქმით, თუ ქვეყანაში მიმდინარე […]

„პრემიერისგან ველით პასუხს, როგორ უნდა განიმუხტოს სიტუაცია” – ბექა ბექაია

„ნუტრიმაქსის“ მმართველი პარტნიორი, ბექა ბექაია აცხადებს, რომ პრემიერთან შეხვედრაზე ელის გამოსავალს, თუ როგორ უნდა განიმუხტოს სიტუაცია და რა უნდა ეშველოს ბიზნესსა და ქვეყანას. ამის შესახებ მან ირაკლი კობახიძესა და ბიზნესის წარმომადგენლების შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

არჩილ გორდულაძე მარტა კოსის პოსტზე – კარგია! ეს არის მოწოდება საქართველოს ხელისუფლების მიმართ – ეს არის ქართველი ხალხის ნების აღიარება, რომელიც არჩევნების შედეგად გამოიხატა!

კარგია! ეს არის მოწოდება საქართველოს ხელისუფლების მიმართ – ეს არის ქართველი ხალხის ნების აღიარება, რომელიც არჩევნების შედეგად გამოიხატა! – ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატი არჩილ გორდულაძე, გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის მიერ სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტს. გორდულაძის თქმით, „თუ არის რაიმე საკითხი, რაც საკანონმდებლო კუთხით რაიმე რეგულირებას საჭიროებს, მიზანშეწონილობის გათვალისწინებით, კანონმდებლობაში ასახული იქნება“. […]

გზის გადაკეტვისთვის ნიკა გვარამია 5000 ლარით დააჯარიმეს

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია თბილისის საქალაქო სასამართლომ 5000 ლარით დააჯარიმა. მას პოლიცია თბილისში გზის გადაკეტვის ორგანიზებას ედავებოდა. ადმინისტრაციული ოქმი შედგენილია 17 ნოემბერს თბილისში ჭავჭავაძის გამზირის გადაკეტვის გამო. ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით, იმ საღამოს თბილისში ხალხმრავალი აქცია იმართებოდა, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა კი მსვლელობა მოაწყვეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან შეჩერდნენ, […]