თინათინ ნიბლოშვილი – ოპოზიციამ ერთი ახალი ადამიანიც ვერ მიიზიდა და ერთმანეთის პარტიაში გადადიან და გადმოდიან

ოპოზიციამ ერთი ახალი ადამიანიც ვერ მიიზიდა და ერთმანეთის პარტიაში გადადიან და გადმოდიან, – განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილმა საკრებულოს სხდომაზე, რითაც „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაზე ოპოზიციის შეფასებებს გამოეხმაურა. მისი თქმით, სოციალურ ქსელებში ადამიანებს აქტიურად „აბულინგებენ“, ამჯერად ბულინგის ახალი ტალღა „ქართული ოცნების“ სიის ახალ წევრებს შეეხო. „ბულინგი და სიძულვილის ენა იმ სპორტსმენებზე გადაიტანეს, რომელთა […]

სოფო ხორგუანი განათლების მინისტრს ღია წერილით მიმართავს

იურისტი სოფო ხორგუანი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს გიორგი ამილახვარს ღია წერილით მიმართავს და სკოლებში ბავშვების ჯანმრთელობის უსაფრთხოების დაცვისკენ მოუწოდებს. წერილში ხორგუანმა ძირითადი აქცენტი ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებზე გააკეთა. „მოგეხსენებათ, სურსათის უვნებლობის სააგენტოს მონიტორინგის ანგარიშის შესაბამისად, გავრცელდა ინფორმაცია ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში არსებულ ონკანებში ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში ნაწლავის ჩხირებით, ბაქტერიული კოლონის წარმომქმნელი ერთეულებით (საერთო […]

GITA-სა და ეჯაილსქულს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ეჯაილსქულს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას GITA ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პარტნიორობის ფარგლებში, ეჯაილსქული GITA-ს დაეხმარება ეჯაილ მეთოდოლოგიების დანერგვასა და პროცესების ოპტიმიზაციაში. „საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ და ეჯაილსქულმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის მიზანია სააგენტოს ეჯაილ ტრანსფორმაციის პროცესის მხარდაჭერა და გაძლიერება. პარტნიორობის ფარგლებში, ეჯაილსქული GITA-ს […]

“კახეთს ელექტროენერგიის მიწოდების თვალსაზრისით ყველაზე მეტი პრობლემა აქვს” – ენერგოომბუდსმენი

სემეკმა ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელების ტექნიკური ინსპექტირება დაიწყო, რაც მარეგულირებელი კომისიის სპეციალური ჯგუფის მიერ გამანაწილებელი ქსელების ადგილზე შემოწმებას და მდგომარეობის შეფასებას გულისხმობს. დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში კომპანიებს გამოსასწორებელი ვადები დაუწესდებათ, რომელთა შესრულება სავალდებულო იქნება – საკითხზე BMGTV-ის გადაცემა “საქმიანი დილას” ეთერში ენერგოომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი, ნინო გულეიშვილი საუბრობს. “ტექნიკური ინსპექტირების დაწყების პროცესი ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია ქსელის განვითარების თვალსაზრისით […]

„აქტიურად განვაგრძობთ დაწყებულ მოლაპარაკებებს იმისთვის, რომ გვქონდეს კიდევ უფრო მეტი პირდაპირი ფრენა ჩინეთთან“ – მარიამ ქვრივიშვილი

„ჩინეთი გამორჩეულად საინტერესო, ახალი ტურისტული მიმართულებაა ჩვენი ქვეყნისთვის, დივერსიფიკაციის პოლიტიკისთვის, ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ კერძო სექტორთან ერთად ჩინეთში ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციის კუთხით და განვაგრძობთ დაწყებულ მოლაპარაკებებს იმისთვის, რომ გვქონდეს კიდევ უფრო მეტი პირდაპირი ფრენა ჩინეთთან“ – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რომელიც საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერთან, ლევან დავითაშვილთან ერთად, პეკინში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში […]

დრეზდენში, მდინარე ელბაზე ხიდის ჩამოშლილი 100 მეტრიანი მონაკვეთის დემონტაჟი განხორციელდა

გერმანიაში, საქსონიის დედაქალაქ დრეზდენში, მდინარე ელბაზე კაროლას ხიდის ჩამოშლილი 100 მეტრიანი მონაკვეთის დემონტაჟი განხორციელდა. როგორც „ევროპეისკაია პრავდა“ წერს, ამის შესახებ T-Online იუწყება. ჩამოშლილი სექციის დემონტაჟის სამუშაოების ჩატარება დაუყოვნებლივ გადაწყდა, რადგან მაღალი წყლის მოსვლასთან ერთად, ხიდის უკონტროლოჩამონგრევის საფრთხე კიდევ უფრო გაიზრდებოდა. დემონტაჟი 13 სექტემბერს საღამოს და ღამით განხორციელდა.

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსული დრონების ჩამოგდებით ჯერ მხოლოდ ბელარუსი გამოირჩა, ეს უბრალოდ დამამცირებელია დემოკრატიული სამყაროსთვის

რუსული დრონების ჩამოგდებით ჯერ მხოლოდ ბელარუსი გამოირჩა, ეს უბრალოდ დამამცირებელია დემოკრატიული სამყაროსთვის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იალტის ევროპულ სტრატეგიაზე (YES) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. “როდესაც გვესმის, რომ რუსეთში ახალი რაკეტები ჩავიდა ირანიდან, ეს იგივე ბოროტებაა, რომლის ჩამოგდებაც მოკავშირეებს ახლო აღმოსავლეთის ცაში უწევდათ. ახლა, შესაძლოა, რაკეტების მარკა განსხვავდება, მაგრამ არა ირანის ტერორისტული მოტივი, რომელიც […]

ლევან დავითაშვილი ეკონომიკის დარგის წარმომადგენლებს საქართველოს ეკონომისტის დღეს ულოცავს

დღეს საქართველოს ეკონომისტის დღეს აღვნიშნავთ. ჩვენს პროფესიულ დღეს გილოცავთ ქვეყნისთვის ამ უაღრესად მნიშვნელოვანი დარგის თითოეულ წარმომადგენელს – პრაქტიკოს სპეციალისტებს, საჯარო მოხელეებს, პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებს… ყველას, ვისაც მცირე წვლილი მიანც მიუძღვის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობის, ძლიერებისა და განვითარების საქმეში! – ამის შესახებ პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის მილოცვის ტექსტშია აღნიშნული. სამინისტროს ცნობით, ეკონომისტის […]

ზურაბ აბაშიძე – ვერის პარკი არის თბილისის ისტორიული სკვერი და მოხარული ვარ, რომ მომავალი წლის ბოლომდე კიდევ ერთი განახლებული, რეაბილიტირებული და კეთილმოწყობილი რეკრეაციული სივრცე იქნება ჩვენს დედაქალაქში

თბილისის საკრებულოში გამართულ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ზურაბ აბაშიძემ, ვერის პარკის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მისი თქმით, პარკის რეაბილიტაცია მომავალი წლის ბოლომდე დასრულდება. „ვერის პარკის რეაბილიტაცია – ეს იყო ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება და მე მინდა მივულოცო დედაქალაქის მოსახლეობას, მთაწმინდის რაიონის მაცხოვრებლებს, რომ ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება დაიწყო. ვერის პარკი არის თბილისის ისტორიული სკვერი და მოხარული […]

ოთარ გრიგოლია – 500 კვადრატული მეტრი საჯარო სივრცისთვის ვერ მოუვლიათ და მათ ქვეყანას როგორ უნდა მოუარონ

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ვითარებას შეეხო. როგორც ოთარ გრიგოლიამ განაცხადა, აღნიშნული ტერიტორია მამუკა ხაზარაძის კომპანიებს ეკუთვნის და მათ ამ ადგილის განვითარების პასუხისმგებლობა აკისრიათ, თუმცა ტერიტორიები ათეული წლებია მიგდებულია. ოთარ გრიგოლიამ მედიის წარმომადგენლებს მოუწოდა, წავიდნენ და ადგილზე ნახონ, თუ რა მდგომარეობაშია […]