პოლიციამ ქვემო ქართლში თანხის გამოძალვაში დახმარების ფაქტზე სამი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილ თანხის გამოძალვაში დახმარების ფაქტზე სამი პირი დააკავეს. უწყების ცნობით, დაკავებულები არიან: 2005 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ჰ.ა., ამავე წელს დაბადებული ვ.მ. და 2007 წელს დაბადებული კ.ა. „გამოძიებით დადგინდა, რომ ჰ.ა. და კ.ა. საზღვარგარეთ მყოფ […]

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6984 ლარია

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება კვლავ 2.6984 ლარიაა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6984 ლარი დარჩა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6984 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0000 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9939 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9742 ლარს შეადგენდა. […]

სასამართლომ ირაკლი ეძგვერაძე 2700 ლარით დააჯარიმეს

თბილისის საკრებულოს დეპუტატი, ირაკლი ეძგვერაძე სასამართლომ 2700 ლარით დააჯარიმა. ენმ-ს წევრი ირაკლი ეძგვერაძე 4 სექტემბერს გლდანში, საკუთარ სახლთან დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ პოლიცია ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებას ასრულებდა, რასაც ეძგვერაძე ხელს უშლიდა. ამასთან, უწყებაში ამბობენ, რომ აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებებთან ეძგვერაძეს არანაირი შეხება ჰქონია. ირაკლი ეძგვერაძე დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების […]

მანქანა დომკრატიდან ჩამოვარდა და 33 წლის ხელოსანი მოიყოლა – უბედური შემთხვევა კახეთში

მთავარი არხის ინფორმაციით, უბედური შემთხვევა მოხდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგში – თვითმხილველების ინფორმაციით, ხელოსანს ავტომობილი ე.წ. დომკრატით ჰქონდა აწეული, რა დროსაც მოულოდნელად ჩამოვარდა და კაცი მანქანის ქვეშ მოიყოლა. 33 წლის კაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე დაიღუპა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

მოსამართლეს ქალი ბავშვის ცემაში ადანაშაულებს – რას პასუხობს მედიას მოსამართლის ქმარი?

სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლეს ძალადობაში სდებენ ბრალს. ახალგაზრდა ქალი ამტკიცებს, რომ მაია გიგაურმა მისი მცირეწლოვანი შვილი სახალხოდ სცემა. ინციდენტი ბავშვთა გასართობ ცენტრ “ლისი ქიდს”-ში, ხალხმრავალ ადგილზე მოხდა. დაზარალებული ასევე ირწმუნება, რომ მოსამართლის მეუღლის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი თავადაც გახდა. “ვინც ნახა, იქიდან ვიცით, რომ ნამდვილად გარტყმული აქვს ხელი. სავარაუდოდ უნდა არსებობდეს მტკიცებულებები, იქ ვიდეოკამერები არის. თვითონ […]

“ასეთი @₾ეობა არ უთხრათ ადამიანს, რა ასაკშიც არ უნდა იყოს” – ნიკა ქავთარაძე

ასეთი @₾ეობა არ უთხრათ ადამიანს, რა ასაკშიც არ უნდა იყოს. კულტურული ადამიანები სხვის ნათქვამზე “ეჰ, დავბერდი” პასუხობენ, “რა დროს სიბერეა, მშვენივრად გამოიყურები” წყენაზეც არაა, უბრალოდ ისეთივე უზრდელობაა, როგორც ნებისმიერი ფამილარული თავხედობა სრულიად უცხო ადამიანისგან P.S. მახსოვს, ძალიან მოვიმატე წონაში. პატრულმა გამაჩერა ტელეფონზე საუბრისას. რათქმაუნდა მივაწოდე მართვის მოწმობა, რომლის ფოტოშიც ძალიან გამხდარი ვიყავი. დახედა ფოტოს, მერე […]

გამოვლინდა 93 598 ლარის არადეკლარირებული ოქრო – შემოსავლების სამსახური

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნტქ “სარფში” მებაჟე ოფირცებმა 93 598.05 ლარის არადეკლარირებული ოქრო გამოავლინეს. უწყების ცნობით, მალულად განთავსებული დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა – 733 გრამი) საქართველოს მოქალაქის ეჭვის საფუძველზე, ფიზიკური დათვალიერების შედეგად, გამოვლინდა. კანონდამრღვევი მოქალაქეების საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

“სახელმწიფო საფერავის ყურძენს ლარნახევრად ჩაიბარებს, ვისაც დღემდე ლარნახევარზე ნაკლებ აქვს ჩაბარებული, დავუკომპენსირებთ სხვაობას” – პრემიერი

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ყურძნის წლევანდელი საპროგნოზო მოსავალი რეკორდულია და 300 ათას ტონას შეადგენს. „საქართველოს მთავრობა წელსაც ახორციელებს დარგის სუბსიდირებას, რათა 20 ათასზე მეტმა მევენახემ მოსავლის დროულად რეალიზება შეძლოს. დღევანდელი მდგომარეობით, უკვე გადამუშავებულია 80 ათასი ტონა ყურძენი. წელს რეკორდულია საფერავის ჯიშის ყურძნის მოსავალიც. ინტენსიურად მიმდინარეობს ყურძნის ჩაბარება და უკვე გადამუშავებულია 35 ათასი […]

“თანხის გამოძალვა უნდოდათ… ხელყუმბარა ესროლეს” – დაკავებულია სამი პირი

საქართველოს პროკურატურის ცნობით, ჯგუფურად ჩადენილი თანხის გამოძალვაში დახმარების, ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, გადაზიდვის ფაქტზე ორ პირს, ხოლო დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. უწყების ცნობით, ბრალდებულები, მათ შორის ერთ-ერთი არასრულწლოვანი, საზღვარგარეთ მყოფ პირს მარნეულის მუნიციპალიტეტში თანხის გამოძალვაში ეხმარებოდნენ, რა დროსაც დაზარალებულს სიცოცხლის მოსპობის და ნივთების განადგურების მუქარით თანხის გადახდა მოსთხოვეს, უარის მიღების […]

2024 წლის იანვარ-აგვისტოში ექსპორტის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა – ვახტანგ ცინცაძე

2024 წლის აგვისტოში ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა. წინა წლის აგვისტოსთან შედარებით ექსპორტი 30 პროცენტით გაიზარდა და მისმა მოცულობამ 641.3 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, ბოლო სამი თვის განმავლობაში საქართველოში ექსპორტის მაღალი დინამიკა ნარჩუნდება, რის შედეგადაც იანვარ-აგვისტოს პერიოდში, ჯამურად, ექსპორტი 2.4%-ით გაიზარდა და რეკორდული მოცულობა 4.2 მლრდ აშშ. […]