სასამართლომ 2700 ლარით დააჯარიმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ეძგვერაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ „ნაციონალური მოძრაობის“ გლდანის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, ირაკლი ეძგვერაძე 2700 ლარით დააჯარიმა. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე წვრილმანი ხულიგნობისა და 173-ე მუხლის, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, ედავებოდნენ. პროცესი დღეს, 13 სექტემბერს გაიმართა. ეძგვერაძის ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ, მოსამართლის გადაწყვეტილებას “პოლიტიკური” უწოდა. მისი თქმით, სასამართლოზე მიიტანეს ვიდეო მტკიცებულები „რომელშიც ჩანდა, რომ ირაკლი ეძგვერაძე არ […]

ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთის ტყვეობიდან 49 უკრაინელი გაათავისუფლეს

13 სექტემბერს რუსეთის ტყვეობიდან გათავისუფლდა და უკრაინაში დაბრუნდა 49 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე და სამოქალაქო პირი. ამის შესახებ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ცნობას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შესაბამისი ფოტოებიც დაურთო. უკრაინის პრეზიდენტს პირდაპირ არ დაუკონკრეტებია გაათავისუფლეს თუ არა უკრაინელები რუს პატიმრებზე გაცვლის შედეგად . მაგრამ რამდენიმე საინფორმაციო საშუალება, მათ შორის ბრიტანული ბიბისი წერს, რომ რუსეთსა და უკრაინელებს […]

პროკურატურა – გიორგი ჩიკვაიძის სატელევიზიო განცხადებები არის სიცრუე და ემსახურება საგამოძიებო სტრუქტურების დისკრედიტაციის მცდელობას

გიორგი ჩიკვაიძის სატელევიზიო განცხადებები არის სიცრუე და ემსახურება საგამოძიებო სტრუქტურების დისკრედიტაციის მცდელობას, – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული,საქართველოს პროკურატურა ეხმაურება ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში ბრალდებულ გიორგი ჩიკვაიძის ინტერვიუს, თითქოსდა მასთან დაკავშირებით აბსურდული საფუძვლით, სისხლისსამართლებრივი დევნის თაობაზე. „საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ 2024 წლის 23 იანვარს, აჭარის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში კომპანია „ელთ ბილდინგის“ […]

ვლადიმერ ბოჟაძე – საქართველოს ამომრჩევლებს არ გაუჭირდებათ 26 ოქტომბერს სწორი არჩევანის გაკეთება, არჩევანის მშვიდობასა და ომს შორის

თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ დედაქალაქის მოსახლეობას მიმართა და 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, თბილისელებმა უნდა გადაწყვიტონ, ხმა მისცენ ოპოზიციას, რომელიც საკრებულოს საქმიანობაში არ მონაწილეობს, თუ იმ მიმდინარე და განხორციელებულო პროექტებს, რომლებიც მოსახლეობის ინტერესებს ემსახურება. „მინდა მივმართო თბილისელებს: თქვენ ხედავთ, რამდენი ახალი პროექტი ხორციელდება, კიდევ იგეგმება არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის […]

წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა

წინანდლის ფესტივალის მეექვსე გამოშვებამ განსაკუთრებული ვარსკვლავური შემადგენლობა შეკრიბა. მსმენელის წინაშე წარდგნენ მსოფლიოში აღიარებული შემსრულებლები ჯოშუა ბელი, ბრუს ლიუ, ვასილი პეტრენკო, მიხაილ პლეტნევი, ალექსანდრ კანტოროვი, ფრანსუა ლელუ, ედგარ მორო და სხვა. წინანდლის ფესტივალის 9-დღიანი პროგრამა, კამერულ და სიმფონიურ კონცერტებს, მრავალფეროვან ღონისძიებებს მოიცავდა. ფესტივალმა 20 000 ვიზიტორს უმასპინძლა. საფესტივალო კონცერტებში მონაწილეობდა პანკავკასიური ორკესტრი, თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი, ოპერისა […]

ანა კაკაბაძე – მომავალი თაობის სწორად აღზრდა და განვითარება არის და იქნება ჩვენი გუნდის მთავარი საზრუნავი

თბილისის საკრებულოს წევრმა ანა კაკაბაძემ საკრებულოში გამართულ სხდომაზე განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ახალ სასწავლო წელს სკოლები და საბავშვო ბაღები მომზადებული ხვდება. „მნიშვნელოვანი სიახლეებით ხვდება ბაგა-ბაღების სააგენტო ამ სასწავლო წელს. აღსაზრდელებს 12 სრულად განახლებული, ასევე 129 რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი დახვდებათ“, – განაცხადა ანა კაკაბაძემ. როგორც მან აღნიშნა, გარდა ინფრასტრუქტურული ცვლილებებისა, ბაგა-ბაღებში მეთოდური ცვლილებებიც განხორციელდა, რაც ბავშვების […]

„ძლიერი საქართველო” ვეტერანებისთვის სპეციალური საპარკინგზე ადგილის გამოყოფის ინიციატივით გამოდის

„ძლიერი საქართველო“ გამოდის ინიციატივით, ვეტერანებისთვის საპარკინგე სივრცეებზე სპეციალური ადგილი გამოიყოს. კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის თქმით, ვეტერანები მათი თავგანწირვისთვის სახელმწიფოსგან მადლიერებას უნდა გრძნობდნენ. როგორც ელისაშვილი აღნიშნავს, მათი ინიციატივის რეალიზება დიდ ხარჯებს არ მოითხოვს და აღნიშნული იდეის განხორციელებისთვის ხელისუფლების ცვლილებას არ დაელოდებიან. ამ საკითხზე ალეკო ელისაშვილმა “ძლიერი საქართველოს” სხვა ლიდერებთან, საკრებულოს წევრ საბა ბუაძესთან და ვატო […]

ევროტურნირებისთვის სამზადისში მყოფმა “ქუთაისი 2010”-მა ლატვიაში 4 ამხანაგური მატჩი გამართა

სუპერლიგის მოქმედი ჩემპიონი “ქუთაისი 2010” ლატვიურ შეკრებაზე იმყოფება, სადაც ევროსეზონისთვის ემზადება. ასე ადრიანად და მით უფრო, ევროტურნირებისთვის მოსამზადებლად შეკრება ქართული კლუბებისთვის იშვიათობაა, თუმცა ეს ძალიან კარგი პრაქტიკაა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ნელ-ნელა მკვიდრდება. მისასალმებელი და პროგრესულია, რომ ზედიზედ მე-2 სეზონში ევროპულ საკალათბურთო ტურნირში ქართული კლუბი იასპარეზებს. შარშან, 5-წლიანი წყვეტის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოში და შემდეგ ფიბა-ევროპის […]

ლევან არველაძე – 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები არის ერთგვარი რეფერენდუმი წარსულსა და მომავალს შორის, ქაოსსა და განვითარებას შორის

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები არის ერთგვარი რეფერენდუმი წარსულსა და მომავალს შორის, ქაოსსა და განვითარებას შორის, – განაცხადა თბილისის საკრებულოს სხდომაზე, საკრებულოს უმრავლესობის წევრმა, ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარე ლევან არველაძემ, რითაც ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს გამოეხმაურა. მისი განცხადებით, საპარლამენტო არჩევნები არის ერთგვარი რეფერენდუმი ქაოსსა და განვითარებას შორის. „26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები […]

პროკურატურამ გამოძალვაში დახმარების და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი თანხის გამოძალვაში დახმარების, ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, გადაზიდვის ფაქტზე ორ პირს, ხოლო დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, მათ შორის ერთ-ერთი არასრულწლოვანი, საზღვარგარეთ მყოფ პირს მარნეულის მუნიციპალიტეტში თანხის გამოძალვაში ეხმარებოდნენ, რა დროსაც დაზარალებულს სიცოცხლის […]