სასამართლომ ირაკლი ეძგვერაძე 2 700 ლარით დააჯარიმა

თბილისის საკრებულოს დეპუტატი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ეძგვერაძე სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 2 700 ლარით დააჯარიმა. სასამართლო პროცესზე მომხდარი ინციდენტის თვითმხილველები მოწმის სტატუსით დაიკითხნენ. როგორც ეძგვერაძის ადვოკატი, ლაშა ტყეშელაძე „ინტერპრესნიუსთან“ აცხადებს, მოსამართლემ გადაწყვეტილება ირაკლი ეძგვერაძეზე მოძალადე პოლიციელის ჩვენებაზე დაყრდნობით მიიღო, რის გამოც პროტესტის ნიშნად დეპუტატმა სასამართლო სხდომა დატოვა. „უნდოდათ, რომ ირაკლი ეძგვერაძე მოწყვეტილიყო […]

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის, ალექსანდრე გოგოლაძის ინტერესების დაცვის მიზნით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის, ალექსანდრე გოგოლაძის ინტერესების დაცვის მიზნით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. ამის შესახებ განცხადებას სოციალური სამართლიანობის ცენტრი საკუთარ ფეისბუკ-გვერდზე აქვეყნებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სოციალური სამართლიანობის ცენტრი შეტანილ სარჩელში ითხოვს, გოგოლაძის მიმართ დაკისრებული დისციპლინური პასუხისმგებლობის გაუქმებას, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენასა და მორალური ზიანის ანაზღაურებას. „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა საქართველოს საგარეო საქმეთა […]

რევაზ სოხაძე – ლისის ტბის მმართველი კომპანია დაუშვებლად იქცევა

ლისის ტბის მმართველი კომპანია დაუშვებლად იქცევა, რადგან მის საკუთრებაში არსებული ტერიტორია, რომელიც საჯარო სიკეთეს წარმოადგენს, ჯიხურებით გადაავსო, – განცხადება ამის შესახებ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ, რევაზ სოხაძემ, გააკეთა. „როდესაც ქალაქის არასწორ განვითარებასა და ქაოსურ მშენებლობებზე გვიკიჟინებენ, ნახეთ რა ხდება ლისის ტბის ტერიტორიაზე, რომელიც ქაოსურად განთავსებული უსახური კომერციული ჯიხურებით […]

დსთ-ს 4 ქვეყანა თურქული ანბანის გამოყენებაზე გადადის

აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი და თურქეთი შეთანხმდნენ ლათინურ ანბანზე დაფუძნებულ ერთიან ანბანზე გადასვლის პროექტზე. ინფორმაციას forbes.ru ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, ახლა ამ სახელმწიფოებმა უნდა დაამტკიცონ თავიანთი ეროვნული ანბანი ამ ერთიან ანბანზე დაყრდნობით. „ერთად მუშაობის შედეგად მიღწეული იქნა შეთანხმება საერთო თურქული ანბანის შესახებ წინადადებაზე, რომელიც შედგება 34 ასოსგან“, – ნათქვამია თურქული აკადემიის განცხადებაში, რომლის სათავო ოფისი მდებარეობს […]

გერმანიაში გვაქვს ქართულ ღვინის ექსპორტის 40%-იანი ზრდა ამერიკაში ზრდის მაჩვენებელი 35%-მდეა – მინისტრი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, კახეთის მხარის რწმუნებულ გიორგი ალადაშვილთან, პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაულთან და თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში, „ძმები ხუციშვილების ღვინის მარანში“ იმყოფებოდა. მინისტრმა სახელმწიფოს მხრიდან მევენახე ფერმერების მხარდაჭერასა და ბაზრების დივერსიფიცირების საკითხის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელშესახები […]

ოქროს ფასი რეკორდულად გაიზარდა

საერთაშორისო ბირჟაზე ოქროს ფასი დღეს რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა. უნცია მეტალის ღირებულებამ 2,570 დოლარს მიაღწია, რაც ერთწლიან პერიოდში 35%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ოქრო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე კარგად გამოცდილი ღირებულების შემნახველი აქტივია. ოქროს ყიდვა-გაყიდვა როგორც ფიზიკური, ასევე ფასიანი ქაღალდის ფორმითაა შესაძლებელი. როდესაც ჩვენ ბირჟაზე ვსაუბრობთ, მაშინ სწორედ ამ უკანასკნელს, ანუ ოქროს კონტრაქტს მოვიაზრებთ. ინვესტორები ოქროს პორტფელის დივერსიფიკაციის და […]

შიში ოხერია – რატომ უფრთხიან საქართველოს ნაკრებს?

წარმატებული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მთავარი კითხვა იყო – გააგრძელებდა თუ არა საქართველოს ნაკრები დამაჯერებლად თამაშს, თუ ეს მხოლოდ ერთჯერადი გამონათება იყო. არათუ გააგრძელა, არამედ უკვე სულ სხვა დონეზე წარმოაჩინა თავი. ჩეხები მიიჩნევდნენ, რომ ევრო 2024-ზე ჰამბურგში „ჯვაროსნებთან“ ფრედ დასრულებული მატჩის (1:1) შედეგი ლოგიკური არ გახლდათ და გამარჯვებას იმსახურებდნენ. თბილისში ჩამოსვლისას მათმა მწვრთნელმა ივან ჰაშეკმა განაცხადა, […]

ლანჩხუთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

ლანჩხუთის მერიის ორგანიზებით, ქალაქის ცენტრალურ პარკში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ახალგაზრდებს სტუდენტობა მიულოცეს და სიგელები გადასცეს ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძემ, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ, გურიის მაჟორიტარმა დეპუტატმა ვასილ ჩიგოგიძემ. 32 ოქროსა და ვერცხლის მედალოსან, 100%-იანი სახელმწიფო გრანტის მფლობელ კურსდამთავრებულს მუნიციპალიტეტისგან ფულადი ჯილდო გადაეცა. (R)

“1 155 019 ლარი ჩაირიცხა მისი კომპანიის ანგარიშზე, თუმცა, პირობა არ შეასრულეს და შპს „ელთ ბილდინგს“ იახტა არ მიაწოდეს” – პროკურატურა

საქართველოს პროკურატურა ეხმაურება ტვ პირველის ეთერში ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძის ინტერვიუს და წერს: საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ 2024 წლის 23 იანვარს, აჭარის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში კომპანია „ელთ ბილდინგის“ საჩივრის საფუძველზე გამოძიება დაიწყო მათი კომპანიის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ხოლო 2024 წლის 1 მარტს საქმე გამოსაძიებლად ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა. აქედან გამომდინარე, […]

გვარამიას თქმით, 2008 წელს იუსტიციის სამინისტროდან გივი მიქანაძე მან დაითხოვა

ნიკა გვარამია, რომელიც 2008 წელს იუსტიციის მინისტრის თანამდებობას იკავებდა, აცხადებს, რომ გივი მიქანაძე იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან თავად გაათავისუფლა. გივი მიქანაძე „ქართული ოცნების“ მოქმედი დეპუტატია, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობაში მაღალ თანამდებობას იკავებდა, კერძოდ, 2005-2008 წლებში იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო. ახლა კი ენმ-ის აკრძალვას ითხოვს. “ქართულ ოცნებაში” გამოჩენის შემდეგ გივი მიქანაძე ირწმუნებოდა, რომ იუსტიციის მინისტრის მოადგილის […]