რა ეღირება ლარი 14–15 სექტემბერს?

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6984 ლარი დარჩა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6984 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0000 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9939 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9742 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0197 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის […]
ქართული დრონები იშვიათად “არღვევენ სამხრეთ ოსეთის საჰაერო სივრცეს” – “მინისტრის მოადგილე”

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. თავდაცვის მინისტრის მოადგილე ვადიმ სიუკაევი აცხადებს, რომ საგრძნობლად შემცირდა „საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტები“. მისი თქმით, სულ რაღაც ერთი წლის წინ ხშირად შეინიშნებოდა ქართული დრონები, რომლებიც „გარკვეულ სამხედრო მიზნებს ახორციელებდნენ“ მათ შორის, როგორც სიუკაევი ამბობს, ისინი ახორციელებდნენ საჰაერო დაზვერვას და ფოტოგადაღებას. „ახლა ქართული უპილოტო საფრენი აპარატების შემოფრენას ერთეული ხასიათი აქვს. მიუხედავად იმისა, […]
ალექსანდრე გოგოლაძე – იმ დღიდან, როცა საჯაროდ დავდექი ისტორიის სწორ მხარეს, მინისტრის ნაჩქარევი გადაწყვეტილების გამო, საგარეო საქმეთა სამინისტრო იძულებული გახდა, ჩემს მიმართ დაერღვია რამდენიმე კანონი

იმ დღიდან, როდესაც საჯაროდ დავდექი ისტორიის სწორ მხარეს, მინისტრის ნაჩქარევი გადაწყვეტილების გამო, საგარეო საქმეთა სამინისტრო იძულებული გახდა, ჩემს მიმართ დაერღვია რამდენიმე კანონი – ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის პირველი მდივანი ალექსანდრე გოგოლაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს განცხადებას. როგორც გოგოლაძე წერს, საგარეო უწყებასთან სამართლებრივი დავა უკვე დაწყებულია. სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში სოციალური სამართლიანობის ცენტრმა შეიტანა, რომელიც […]
კონსტანტინე ზარნაძე – როდესაც ჩვენს საამაყო სპორტსმენებს ვერ აფასებ – ეს დიაგნოზია

შენი ქვეყნის სიმდიდრეს – ჩვენს საამაყო სპორტსმენებს – რომ ვერ აფასებ და შეგიძლია გალანძღო იმის გამო, რომ მათი პოლიტიკური შეხედულება არ მოგწონს, ეს დიაგნოზია, რომელსაც არაფერი ეშველება, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრმა კონსტანტინე ზარნაძემ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა. „ადამიანები, რომლებიც გაიძახიან, რომ პოლიტიკა პოლიტიკოსებმა უნდა აკეთონ, ჩვენს სპორტსმენებს ლანძღავენ და მსახიობ უკრაინის პრეზიდენტს კი აქებენ“, […]
ბათუმში ფესტივალი „არტ შოუ“ გაიხსნა

დღეს ბათუმში ფესტივალი „არტ შოუ“ გაიხსნა. ფესტივალის ისტორია 2022 წლის 7 სექტემბერს იწყება პირველი “არტ შოუდან”, რომელიც ბათუმის მუსიკალურ ცენტრში განხორციელდა. ის მოიცავდა, ერთი დღის განმავლობაში, როგორც ქანდაკებების გამოფენას, წიგნის პრეზენტაციას, მოდის ჩვენებას, ასევე თეატრალიზებულ საოპერო სპექტაკლს, რომლის მთავარი მხარდამჭერი გახლდათ აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტრო. წინა წლის ღონისძიების ინსპირაციით, I ფესტივალი „არტ შოუ“ […]
“ქუთაისის ო. ჩხობაძის სახელობის საავადმყოფოში ხელფასების ჩარიცხვა კვლავ იგვიანებს” – პროფკავშირების სოლიდარობის ცენტრი

პროფკავშირების სოლიდარობის ცენტრი განცხადებას ავრცელებს: ქუთაისის ო. ჩხობაძის სახელობის მრავალპროფილურ საავადმყოფოში ხელფასების ჩარიცხვა კვლავ იგვიანებს. უამრავი მედმუშაკისთვის ეს სამსახური არის ძირითადი შემოსავლის წყარო. ასევე, ბევრს ჰყავს სკოლის ასაკის შვილი ოჯახში და სკოლებში იწყება სწავლა ორშაბათიდან, ხოლო ხელფასები ისევ იგვიანებს. მივმართავთ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს,რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის, საქართველოს მთავრობას, დროულად დაერიცხოთ კუთვნილი ხელფასები […]
“გიორგი ჩიკვაიძის სატელევიზიო განცხადებები სიცრუეა” – პროკურატურის განცხადება
„გიორგი ჩიკვაიძის სატელევიზიო განცხადებები არის სიცრუე“ – ამ განცხადებას საქართველოს პროკურატურა, კომპანია Ramses Yachts-ის დირექტორის გიორგი ჩიკვაიძის 12 სექტემბერს გაკეთებული განცხადების საპასუხოდ ავრცელებს. როგორც ბიზნესმენმა TV პირველის გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა, ბიძინა ივანიშვილის ძმის, ალექსანდრე ივანიშვილის მოგზავნილი კაცი ნარკოტიკებს და ფულის გათეთრებას სთავაზობდა. ჩიკვაიძე, რომელიც 12 წლის განმავლობაში, ივანიშვილის გუნდის მხარდამჭერი იყო, ამტკიცებს, რომ მისი ტერორი […]
ირაკლი ეძგვერაძე სასამართლომ 2 700 ლარით დააჯარიმა

„ერთიანობა — ნაციონალური მოძრაობისა“ და თბილისის საკრებულოს წევრი ირაკლი ეძგვერაძე, რომელიც პოლიციელებს ცემაში ადანაშაულებს, სასამართლომ 2 700 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნათია ტოგონიძემ დღეს, 13 მაისს, გამართულ სასამართლოს სხდომაზე მიიღო. როგორც ირაკლი ეძგვერაძის ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ განაცხადა, სასამართლომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო. „2 700 ლარით დააჯარიმა იმ გარემოებაში, როცა ირაკლი ეძგვერაძეს გაუსწორდნენ ფიზიკურად, მას აღენიშნება მრავლობითი […]
მიქანაძე გახარიას პარტიას: ციხის ბუნტის დაწყების დღეს ვიყავი მივლინებაში
პარლამენტში ქართული ოცნების დეპუტატი, გივი მიქანაძე ამბობს, რომ 2006 წელს ე.წ. ციხის ბუნტის დაწყების დღეს მივლინებაში იმყოფებოდა. მიქანაძემ განმარტებითი პოსტი მას შემდეგ გაავრცელა, რაც ყოფილი პრემიერის პარტიამ “საქართველოსთვის” ე.წ. ბუნტის საქმეზე გამოძიების დაწყება მოითხოვა. გივი მიქანაძე 2005-2008 წლებში იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო, რომლის საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულება პენიტენციურ დაწესებულებებს უკავშირდებოდა. ქართული ოცნების დეპუტატი ამბობს, რომ გახარიას […]
Atlantic Council-ი ევროკავშირს სამხრეთის გაზის დერეფანზე ყურადღების გამახვილებისკენ მოუწოდებს
ამერიკული კვლევითი ცენტრი Atlantic Council-ი ევროკავშირს სამხრეთის გაზის დერეფანზე მეტი ყურადღების გამახვილებისკენ მოუწოდებს – ამის შესახებ საუბარია შავი ზღვის რეგიონის შესახებ კვლევითი ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაში, რომელიც სავაჭრო-ეკონომიკური, სამხედრო და გეოპოლიტიკურ მიმართულებებს მოიცავს. Atlantic Council-ი დასავლელი პარტნიორებისთვის გასცემს შემდეგ რეკომენდაციებს: გაიზარდოს TAP/TANAP-ის დატვირთვა წლიურად 16 მილიარდი კუბური მეტრიდან 32 მილიარდ კუბურ მეტრამდე, რათა უზრუნველყოფილი იყოს […]