ბელარუსის ტერიტორიაზე კვლავ შეფრინდა რუსული სამხედრო დრონი

ბელარუსის ტერიტორიაზე კვლავ შეფრინდა ერთ-ერთი რუსული დრონი, რომლებითაც რუსეთი უკრაინას ბომბავდა. მონიტორინგის პროექტის, „ბელორუსკი გაიუნის“ მიხედვით, გამთენიისას, „შაჰედის“ ტიპის კამიკაძე დრონმა გომელის რაიონის სოფელ ლოევთან გადაკვეთა საზღვარი. დრონმა დაახლოებით 30 წუთი დაყო ბელარუსის ტერიტორიაზე. „დრონი დასავლეთის მიმართულებით მოძრაობდა, შემდეგ კი სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ მიბრუნდა და უკრაინის ტერიტორიაზე გაფრინდა. ის სლავუტიჩის რაიონში გაფრინდა“, – აღნიშნავს „ბელარუსკი გაიუნი“. სანამ […]
ირაკლი ზარქუა არჩევნებში უცხოური ჩარევის შესახებ დასმულ კითხვაზე – შანსი – ნულია, მცდელობა – დიდი – გამორიცხულია, მეორე ფრონტს საქართველო არ გახსნის

შანსი – ნულია, მცდელობა – დიდი, იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ ინტერესი აქვს ყველას როგორც ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან, აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან,- ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ კითხვას, მოსალოდნელია თუ არა 26 ოქტომბრის არჩევნებზე უცხოური ჩარევა. მისი თქმით, ყველას ექნება მცდელობა, ჩარევა განახორციელოს და საქართველოში „თავისი აგენტურა“ დასვას, თუმცა დეპუტატი დარწმუნებულია, რომ ამის შანსი არ […]
ირაკლი ზარქუა – ჩემი ოჯახის არცერთ წევრს შეხება არ აქვს სახელმწიფო შესყიდვასთან, კომპანია „ლაგი კაპიტალი“ გაიყიდა, ამიტომ, მოვუწოდებ შესაბამის უწყებებს, მიიღოთ ცნობები, ასრულებს თუ არა კომპანია ტენდერით დაკისრებულ პირობებს

ჩემი ოჯახის არცერთ წევრს შეხება არ აქვს სახელმწიფო შესყიდვასთან, კომპანია „ლაგი კაპიტალი“ გაიყიდა, ამიტომ, მოვუწოდებ შესაბამის უწყებებს, მიიღოთ ცნობები, ასრულებს თუ არა კომპანია ტენდერით დაკისრებულ პირობებს, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა. მისი თქმით, სატელევიზიო ეთერით გავიდა სიუჟეტი მასზე და მისი ოჯახის წევრებთან […]
„ქართული ოცნებიდან” აჭარის უმაღლესი საბჭოს დელეგატი ქედაში, მამუკა თურმანიძე, მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ქედის დელეგატი, აჭარის უმაღლეს საბჭოში მამუკა თურმანიძე, ქედის სოფლების: ზვარის, ზესოფლის, კვაშტის, ვაიოსა და სირაბიძეების მოსახლეობას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” ავრცელებს. შეხვედრაზე დელეგატმა მოსახლეობასთან ისაუბრა მიმდინარე პროექტებზე,ამომრჩეველთან ერთად დაისახა სამომავლო გეგმები. „ვგრძნობ ჩემი ხალხის მხარდაჭერას და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ყოველთვის მათ სამსახურში ვიქნები. მჯერა […]
წამოცდენა ჰქონდათ, რომ 14 მილიონია და არა მილიარდი – ვშიშობ, ძალიან მალე ეს თანხა გაუკუპონდებათ

ევროპული მისწრაფებები 14 მილიარდებად აქციეს, რაღაც წამოცდენა ჰქონდათ რომ 14 მილიონია და არა მილიარდი – ვშიშობ, რომ ძალიან მალე ეს თანხა გაუკუპონდებათ, – განაცხადა პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია „ნაციონალური მოძრაობის“ დაპირებაზე, რომელიც არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მყისიერად 14 მილიარდის მოზიდვას ეხება. „შეურაცხყოფაა და ქართველი ხალხის სახეში ხელთათმანის სროლაა როდესაც ეუბნები, რომ […]
სტოლტენბერგი: უკრაინის ომის თავიდან ასაცილებლად NATO-ს მეტის გაკეთება შეეძლო

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, NATO-ს გაცილებით მეტის გაკეთება შეეძლო, რათა რუსეთის უკრაინაში შეჭრა თავიდან აეცილებინა. “ახლა ჩვენ უკრაინას სამხედრო აღჭურვილობას ვაწვდით – მაშინ იგივეს გაკეთება, ომის თავიდან ასაცილებლად შეგვეძლო” – განუცხადა სტოლტენბერგმა გერმანულ ყოველკვირეულ გაზეთ FAS-ს. სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე NATO-მ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე უარი თქვა. მისი […]
ლიეტუვაში უცხოელი სტუდენტების რიცხვი იზრდება

10 წლის განმავლობაში ლიეტუვაში სასწავლებლად ჩასული უცხოელების რაოდენობა ათჯერ გაიზარდა. თუმცა, ქვეყანაში უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ უცხოელი სტუდენტების მხოლოდ რამდენიმე პროცენტი რჩება. ლიეტუვის უნივერსიტეტებში უცხოელი სტუდენტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. მათი უმეტესობა არის ინდოეთიდან, საქართველოდან, უკრაინიდან, ბელორუსიდან და ისრაელიდან. წარმომავლობის ქვეყნების რაოდენობა სწრაფად იზრდება. „ჩვენ გვყავს სტუდენტები გვატემალადან, ეკვადორიდან. წელს, რამდენიმე წლის განმავლობაში პირველად, გვყავს სტუდენტი ავსტრალიიდან. […]
გრაკლიან გორაზე არქეოლოგიური სამუშაოები გრძელდება – გამოყოფილია 50 000 ლარი

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გრაკლიან გორაზე არქეოლოგიური სამუშაოები გრძელდება. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, არქეოლოგიურ გათხრებს ხელმძღვანელობს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია – ა(ა)იპ „არქეოლოგიური ასოციაცია“. „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით კასპის რაიონის სოფლების – იგოეთისა და სამთავისის ტერიტორიაზე, მდ. ლეხურის მარჯვენა ნაპირთან წამომართულ გრაკლიან გორაზე უმნიშვნელოვანესი არქეოლოგიური სამუშაოები გრძელდება. ამჟამად მიმდინარეობს გათხრები […]
უკრაინამ სამშობლოში 103 სამხედრო ტყვე დააბრუნა

უკრაინამ სამშობლოში 103 სამხედრო ტყვე დააბრუნა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. “შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიის, სახელმწიფო საზღვრის დაცვისა და ეროვნული პოლიციის ჯარისკაცები საბოლოოდ სახლში დაბრუნდნენ. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ტყვეობიდან ყველას დასაბრუნებლად. დიდება უკრაინას”, – წერს უწყება X-ზე.
Apple-ი მოპარული iPhone-ის ნაწილებით შეკეთებულ iPhone-ებს დაბლოკავს

Apple-ი მოპარული iPhone-ის ნაწილებით შეკეთებულ iPhone-ებს დაბლოკავს. ამის შესახებ გამოცემა 9to5Mac წერს. ახალი ფუნქცია დანერგილი იქნება iPhone-ის რიგით მე-18 გამოშვების ოპერატიულ სისტემაში (iOS 18), რომელიც ხელმისაწვდომი 16 სექტემბრიდან იქნება. შედეგად, Apple-ის მომხმარებლის ანგარიშს iPhone-ის ნაწილების – ბატარეის, კამერისა და ეკრანის სერიული კოდების მონაცემები დაუკავშირდება. როგორც 9to5Mac წერს, თუ iPhone-ი დაიკარგება ან მოიპარავენ, მას ე.წ. Activation […]