იტალიის მთავრობა ბირთვული ენერგიის გამოყენებას განიხილავს

1987 წლის რეფერენდუმის შემდეგ იტალიაში ბირთვული ენერგიის გამოყენება აიკრძალა. თუმცა წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების შემცირების აუცილებლობამ იტალიის მთავრობა აიძულა, თავიდან გადაეხედა ამ საკითხისთვის. იტალიის გარემოს დაცვის მინისტრი გეგმავს წლის ბოლომდე ახალი რეგულაციების შემოღებას, რომლებიც ქვეყანაში ბირთვული ტექნოლოგიების გამოყენების დაშვებას უკავშირდება. ევრონიუსი ესაუბრა იტალიის პარლამენტის წევრ რიკარდო ძუკონის, რომელსაც ამ საკითხის შესწავლა დაევალა. „იტალიაში ბევრი რამ იწვევს […]

ჩაკვეტაძე სასტარტოშია, ქოჩორაშვილი სათადარიგოთა სკამზე – მთავარი ინტერესი “ნაპოლის” მიმართ…

სანაკრებო მატჩები დასრულდა და ქართველი გულშემატკივრები მომავალ შეხვედრებს უკვე მოუთმენლად ელიან. ჩვენმა ბიჭებმა ეს დაიმსახურეს!.. ლოდინი დიდხანს არ გაგრძელდება, 11 ოქტომბერს უკვე მორიგი დაპირისპირება გვაქვს, მანამდე კი ლეგიონერებზე უნდა გადავერთოთ. საკლუბო ფეხბურთი დატვირთულ ფაზაში შედის, ევროტურნირებიც იწყება (გიორგი გველესიანი აზიის ჩემპიონთა ლიგაზე ჩაერთვება). სამწუხაროდ, სანაკრებო პაუზას ტრავმებიც თან ახლავს ხოლმე. მაგალითად, ახლა, მარტინ ოდეგორმა კოჭი […]

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დელეგატი დავით შერაზადიშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს ბოლნისის მუნიციპალიტეტში მართავს

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი, ბოლნისის რაიონის სოფლების: ჯავშანიანის, კიანეთის, საბერეთის, მუშევანისა და ქვეშის მოსახლეობას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ავრცელებს. მათივე ცნობით, დელეგატმა მოსახლეობასთან განიხილა ზოგადი გამოწვევები, მუნიციპალიტეტში განხორციელებული, მიმდინარე და სამომავლო პროექტები. „ძალიან საინტერესო საუბარი გვქონდა ჯავშანიანის, კიანეთის, საბერეთის, მუშევანისა და ქვეშის […]

რაც უფრო მაღალია ქვეყანაში 1 სულ მოსახლეზე შემოსავალი, მით უფრო დაბალია სოფლის მეურნეობის ხვედრითი წილი მშპ-ში – აგროეკონომიკის სახელმძღვანელო

„თანამედროვე მსოფლიოში, ქვეყნების მიხედვით განსხვავებულია სოფლის მეურნეობის განვითარების დონე. მრავალფეროვანია სპეციალიზაცია, უწყვეტ რეჟიმში ვითარდება ტექნოლოგიები. მწარმოებლები ორიენტირებულები არიან მაქსიმალურად დააკმაყოფილონ მომხმარებლის მოთხოვნები. რაც უფრო მაღალია ქვეყანაში შემოსავალი მოსახლეობის ერთ სულზე გადაანგარიშებით, მით უფრო დაბალია ეკონომიკაში სოფლის მეურნეობის, ანუ პირველადი წარმოების ხვედრითი წილი“,- ამის შესახებ სოფლის მეურნეობის ეკონომიკის სახელმძღვანელოშია ნათქვამი, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაკვეთით 2023 […]

ცესკო – საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგებზე ხელის შეშლის ფაქტები დაფიქსირდა

დღეიდან საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის ტრენინგები დაიწყო. სატრენინგო პროგრამების ფარგლებში საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირები და კომისიების წევრები მიიღებენ სპეციალიზებულ ცოდნას, შეიძენენ/გაიღრმავებენ კენჭისყრის პროცესების მართვის პრაქტიკულ უნარებს, დეტალურად გაეცნობიან ინფორმაციას მათ მიერ განსახორციელებელი საქმიანობებისა და იმ სტანდარტების შესახებ, რომლის ერთგვაროვნადშესრულება არსებითია ამომრჩევლებისთვის კვალიფიციური სერვისის მიწოდების პროცესში. სამწუხაროდ აღნიშნულ პროცესში, რომელიც სრულად ორიენტირებულია საარჩევნო ადმინისტრატორების პროფესიული […]

14 და 15 სექტემბერს, ფოთში პირველად საერთაშორისო მარინისტული ფესტივალი ჩატარდება

14 და 15 სექტემბერს, ფოთში პირველად საერთაშორისო მარინისტული ფესტივალი ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, ფოთის კულტურის განვითარების სტრატეგიული გეგმის შესაბამისად, ფოკუსშია -ფოთი, როგორც კონცეპტუალური ფესტივალების ქალაქი. „პროექტი 3 ნაწილისგან შედგება:ადგილობრივი კულტურის საწარმოების მხარდაჭერა, ფოთის საზღვაო ხელოვნების რეზიდენციის პროგრამა, კონცეპტუალური საზღვაო ფესტივალი. ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია სახელოვნებო, შემოქმედებითი, შემეცნებითი და გასართობი საფესტივალო აქტივობები-მასტერკლასები, […]

როგორ მუშაობს მე-3 ქვეყანაში სატვირთო გადაზიდვის ნებართვების ახალი სქემა? – ასოციაციის განმარტება

თურქეთის, რუსეთისა და ყაზახეთის მიერ საქართველოსთვის გადმოცემულ მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვისთვის სანებართვო დოკუმენტების გაცემა, რამდენიმე თვეა, ახალი წესით მიმდინარეობს და სქემის მეორე ეტაპიც ამოქმედდა. როგორც საქართველოს სახმელეთო გადამზიდავთა ასოციაციის თავმჯდომარე, ირაკლი ნემსაძე “საქმიანი დილას” ეთერში აღნიშნავს, ახალი წესის ამოქმედებამ გადამზიდავთა ასოციაციებს აღნიშნული სამი ქვეყნის მიერ გაცემული ნებართვების ეფექტიან და მიზნობრივ განაწილებაში ეხმარებათ. “წინა წლებში […]

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ავრცელებს. „ქართული ოცნების“ ლანჩხუთის საარჩევნო შტაბის უფროსმა, ალექსანდრე სარიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ბესიკ ტაბიძემ, “ქართული ოცნების” ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ვერიკო კვირკველიამ და ლანჩხუთის საარჩევნო შტაბის წევრებმა, მორიგი შეხვედრები ლესის ადმინისტრაციულ ერთეულში გამართეს. მოქალაქეებთან შეხვედრისას განიხილეს სოფლებში არსებული გამოწვევები და […]

16-19 სექტემბერს, დღის საათებში, სასადილო-შუამთის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

16-19 სექტემბერს, დღის საათებში, ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის სასადილო-შუამთის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. „შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ27-კმ60 (სოფ. სასადილო-სოფ. შუამთა) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა. რის გამოც, 2024 წლის 16 სექტემბრიდან 19 სექტემბრის ჩათვლით, საავტომობილო გზის კმ27-კმ60 მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის […]

რუსეთში მონეტარული პოლიტიკა გამკაცრდა

რუსეთის ეკონომიკური პარამეტრები თანდათან უფრო მეტად არაჯანსაღი ხდება. რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა მაღალი ინფლაციის გამო ერთი პროცენტით გაზარდა რეფინანსირების განაკვეთი, ანუ ის პროცენტი, რა პროცენტშიც ცენტრალური ბანკი სესხებს გასცემს კომერციული ბანკებისთვის, რომლებიც თავის მხრივ უკვე ფულს სესხად აძლევენ მოქალაქეებსა და ბიზნესს. ამჟამად რეფინანსირების განაკვეთი რუსეთში 19%-ს შეადგენს. როგორც რუსეთის ცენტრალურ ბანკში განმარტავენ, შიდა მოთხოვნა საქონელზე კვლავ […]