ირაკლი კობახიძე – როდესაც ჩვენი ზომის ქვეყანა ხდება ევროკავშირის წევრი, მაშინაც კი, ამ ზომის ქვეყნისთვის ევროკავშირის დახმარება წლიურად შეადგენს დაახლოებით, ნახევარ მილიარდ დოლარს, 14 მილიარდი დოლარი ჩვეულებრივი ტყუილია

როდესაც ჩვენი ზომის ქვეყანა ხდება ევროკავშირის წევრი, მაშინაც კი, ამ ზომის ქვეყნისთვის ევროკავშირის დახმარება წლიურად შეადგენს დაახლოებით, ნახევარ მილიარდ დოლარს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, 14 მილიარდიანი ევროს დაფინანსების საკითხი ჩვეულებრივი ტყუილია. „რაც შეეხება გაწევრიანებას, ჩვენ ვსაუბრობთ 2030 წელზე, მათ შორის, გამომდინარე იქიდან, რომ 2030 წელზე საუბრობენ […]

ირაკლი კობახიძე – არჩევნები წარიმართება უპრეცედენტო, გარე ჩარევის ფონზე, მაგრამ საზოგადოება ხედავს ყველაფერს, აქედან გამომდინარე, ვერც ერთ მცდელობას წარმატება ვერ ექნება

მართალია, ცალკეული სენატორის განცხადებები ზიანს აყენებს სენატის რეპუტაციას, მაგრამ სენატი მაინც დარჩება ჩვენი პარტნიორი ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს სახელმწიფო ინსტიტუტად და ჩვენ ვაპირებთ თანამშრომლობის გაგრძელებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გორში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, როდესაც ერთ-ერთი სენატორი გამოდის და ვიგინდარას უწოდებს მმართველ პარტიას, შეურაცხყოფას აყენებს, პირველ რიგში, აშშ-ის სენატს. „ყველა […]

კახა კალაძე ოპოზიციაზე – როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, კლავდნენ, აუბედურებდნენ, დღეს რა შესაძლებლობებიც აქვთ, იმას იყენებენ

„კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა”, რომელიც დღეს ოპოზიციად გვევლინება, როდესაც ხელისუფლებაში იყო, კლავდა და აუბედურებდა ადამიანებს, დღეს ამის რესურსი არ აქვთ და რა შესაძლებლობებიც აქვთ, იმას იყენებენ”, – ასე ეხმაურება თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტებთან საუბრისას, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გივი მიქანაძის განცხადებას, ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან ძალადობრივი საარჩევნო კამპანიის შესახებ. მისი შეფასებით, სიძულვილი და ბულინგი „ნაციონალური მოძრაობის” თანმდევი […]

კახა კალაძე დასავლელი პარტნიორების განცხადებებზე – რასაც ვისმენთ, თვალებში ნაცრის შეყრის მცდელობაა – მათ საქართველოს დასჯის მცდელობა აქვთ

მათ საქართველოს დასჯის მცდელობა აქვთ იმის გამო, რომ ჩვენ დავიცავით ჩვენი ქვეყანა, დავიცავით საქართველოს ინტერესი, ქვეყანა არ შეუერთდა სანქციებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, დასავლეთში საქართველოს ხელისუფლების მისამართით გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით განაცხადა. თბილისის მერის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს ქვეყნისა და ხალხის ინტერესების დასაცავად. „განცხადებები, რასაც ვისმენთ, არის თვალებში ნაცრის შეყრის მცდელობა. მე […]

პრემიერი – ბიძინა ივანიშვილის მთავარი გზავნილები იყო საქართველო და საქართველოს მომავალი, ოპოზიციას აქვს ერთადერთი დავალება, მათ სურთ ხელისუფლებაში დაბრუნება, რომ გააჩაღონ ისეთივე ომი, როგორიც გააჩაღეს 2008 წელს

ბატონი ბიძინა ივანიშვილის მთავარი გზავნილები იყო საქართველო და საქართველოს მომავალი, რაც, რა თქმა უნდა, დაკავშირებულია ქვეყნის განვითარებასთან – ამის შესახებ პრემიერმა გორში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ასევე წინა ხელისუფლების უდიდეს დანაშაულზე – 2008 წლის ომზე ისაუბრა. „ბიძინა ივანიშვილმა ძალიან ბევრჯერ ახსენა საქართველო, ძალიან ბევრჯერ ახსენა საქართველოს მომავალი და ეს იყო მისი […]

შალვა პაპუაშვილი – ვხედავთ ოპოზიციის მხრიდან ნეგატიური კამპანიის წარმოებას, ამ ყველაფერზე თვალს ხუჭავენ ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციები, არცერთ მათ ანგარიშში დარღვევები ასახული არ არის

ვხედავთ ოპოზიციის მხრიდან ნეგატიური კამპანიის წარმოებას. ამ ყველაფერზე თვალს ხუჭავენ ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციები, არცერთ მათ ანგარიშში ეს დარღვევები ასახული არ არის, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, წინასაარჩევნო კამპანია მიმდინარეობს მშვიდ გარემოში, თუმცა, მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ვხედავთ ხელის შეშლის ფაქტებს. „წინასაარჩევნო გარემოს როგორც ვაკვირდებით, ზოგადად მიმდინარეობს მშვიდ გარემოში, […]

შალვა პაპუაშვილი – ეკა ტყეშელაშვილს, „ნაციონალური მოძრაობის“ პროპაგანდისტს როდესაც დასვამ პანელურ დისკუსიაზე, იქ უკვე ის ცრუ ნარატივის შემცველი სათაურიც არ უნდა გაგვიკვირდეს, რომელიც კონრად ადენაუერის ფონდის ღონისძიებას ჰქონდა

ეკა ტყეშელაშვილი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ჩვეულებრივი პროპაგანდისტია, როდესაც ასეთ ადამიანს დასვამ პანელურ დისკუსიაზე, იქ უკვე ის ცრუ ნარატივის შემცველი სათაურიც არ უნდა გაგვიკვირდეს, რომელიც ჰქონდა კონრად ადენაუერის ფონდის ღონისძიებას,” – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, სამწუხაროა, რომ კონრად ადენაუერის ფონდი, რომელთანაც საქართველოს პარლამენტიც თანამშრომლობდა, 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით ცრუ ნარატივებს […]

კახა კალაძე – მოსახლეობას, პირველ რიგში, ვპირდებით მშვიდობას და ამას მოჰყვება ქვეყნის განვითარებაც

მიუხედავად შემოტევებისა, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ქვეყანაში მშვიდობა შენარჩუნდეს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, ბოლო დროს განსაკუთრებით გამოჩნდა, რომ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას ალტერნატივა არ გააჩნია. „დღეს, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, შიდა ქართლის მოსახლეობას შევხვდით. ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები კიდევ უფრო ცხადყოფს, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ გააჩნია. მიუხედავად შემოტევების, ზეწოლის და ბულინგისა, […]

ჩაკვეტაძემ საგოლე პასი გააკეთა და ტრავმა მიიღო [VIDEO]

ჩემპიონშიფის მეხუთე ტურში „უოტფორდი“ საკუთარ მოედანზე „კოვენტრის“ დაუზავდა – 1:1. სტუმრები დებიუტში დაწინაურდნენ და კიდევ რამდენიმე მომენტი ვერ გამოიყენეს. მასპინძელთა თითქმის ყველა შეტევა მარცხენა ფლანგიდან მიმდინარეობდა, სადაც თამაშს ჩაკვეტაძე ამწვავებდა. გიორგიმ ანგარიშის გათანაბრების კარგი შანსი ვერ გამოიყენა, შემდეგ კი მის მიერ ჩაწოდებულ ბურთზე ბაიოს მეკარე დოვინმა არ გაატანინა. შესვენების შემდეგ „უოტფორდმა“ იერიშები გააგრძელა, ქართველი მეურვეს […]

სტოლტენბერგი: უკრაინის უკეთესად შეიარაღებით ნატოს შეიძლება თავიდან აეცილებინა ომი

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს მეტი შეეძლო გაეკეთებინა უკრაინის შეიარაღებისთვის, რათა თავიდან აეცილებინა უკრაინაში რუსეთის შეჭრა 2022 წელს. სტოლტენბერგმა, რომელიც მალე დატოვებს ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობას, ეს განცხადება 14 სექტემბერს მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. „ამჟამად ჩვენ [უკრაინას] ვაწვდით იარაღს ომისთვის, მაშინ კი შეგვეძლო სამხედრო შეიარაღება მიგვეწოდებინა ომის თავიდან ასაცილებლად,“ უთხრა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა […]