კანდიდატი ქვეყნებისთვის მთლიანად არის გამოყოფილი 14 მილიარდი 7 წელიწადზე – კობახიძე ვაშაძეს პასუხობს

“როდესაც ჩვენი ზომის ქვეყანა ხდება ევროკავშირის წევრი, მაშინაც კი, ამ ზომის ქვეყნისთვის ევროკავშირის დახმარება წლიურად შეადგენს დაახლოებით, ნახევარ მილიარდ დოლარს,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, 14 მილიარდიანი ევროს დაფინანსების საკითხი ჩვეულებრივი ტყუილია. „რაც შეეხება გაწევრიანებას, ჩვენ ვსაუბრობთ 2030 წელზე, მათ შორის, გამომდინარე იქიდან, რომ 2030 წელზე საუბრობენ […]

“ლაშა ბექაურმა, ბევრი ქართველის სათქმელი თქვა” – გია აბაშიძე ბექაურის განცხადებაზე

ლაშა ბექაურმა პრეზიდენტის მიერ დაჯილდოვების შემდეგ, სალომე ზურაბიშვილზე განცხადება გააკეთა, რასაც გია აბაშიძე გამოეხმაურა. “ მრავალგზის მრავალნაირი ჩემპიონობის გარდა, ეს საამაყო ახალგაზრდა, ლაშა ბექაური არის ქართველი მამულიშვილი. უსამშობლო სალომე ზურაბიშვილისადმი პროტესტის მიუხედავად, მივიდა საპრეზიდენტო სასახლესთან, სხვა ღირსეულების მსგავსად, მიიღო კუთვნილი სახალხო ჯილდო და თქვა ბევრი ქართველის სათქმელი. ლაშა, ღმერთმა გახაროს და წარმატებები არ მოგაკლოს შენ […]

კარგი ამბავი – ჩაკვეტაძის ტრავმა დიდი ალბათობით სერიოზული არაა

დიდი ალბათობით “უოტფორდის” ნახევარმცველის გიორგი ჩაკვეტაძის “კოვენტრისთან” მატჩისას მიღებული ტრავმა სერიოზული არაა. “უოტფორდის” მწვრთნელმა ტომ კლევერლიმ BBC Sport-ს განუცხადა, რომ პირველადი მონაცემებით ჩაკვეტაძე სერიოზულად არ დაშავებულა და ზურგის კუნთის სპაზმი აქვს. საბედნიეროდ ვარაუდი, რომ გიორგი ჩაკვეტაძეს მუხლის მყესი დაუზიანდა, მართალი არ გამოდგა. აუუ ამოვისუნთქეეთ ))) არადა როგორ დავპანიკდი ისევ მუხლის ამბავი არ იყოს მეთქი თანაც […]

გორში კოალიცია ცვლილებებისთვის წევრს ფიზიკურად გაუსწორდნენ

კოალიცია ცვლილებებისთვის გორის რაიონული ორგანიზაციის წევრს ალექსანდრე ვალიაურს უცნობი პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ. შემთხვევა გორში, ქართული ოცნების წინასაარჩევნო ღონისძიების დასრულების შემდეგ მოხდა. თვითმხილველების თქმით, ვალიაურს რამდენიმე ადამიანი დაესხა თავს. ალექსანდრე ვალიაურის განცხადებით, თავდამსხმელებს ქართული ოცნების მაისური ეცვათ. ის ასევე ამბობს, რომ თითოეული იმ ადამიანის ამოცნობას შეძლებს, ვინც მას ფიზიკურად გაუსწორდა.

“კიდევ ერთხელ განვმარტავ, რისთვის გვჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა” – ბიძინა ივანიშვილი გორში, “ქართული ოცნების” ღონისძიებაზე –

“ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე გორში: მოგესალმებით საქართველოს ულამაზესი კუთხის, შიდა ქართლის შვილებს! მოხარული ვარ, რომ საქართველოს შუაგულში კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ ყველას ჩვენს ერთად დგომას, სიძლიერეს და სიმრავლეს. ჩვენი ქვეყნის ისტორიის, მრავალფეროვნებისა და უნიკალური კულტურის დღევანდელ დღემდე მოტანაში თითოეულ კუთხეს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის. ქართლი კი ყოველთვის […]

მამუკა ხაზარაძე – ჩვენი ქვეყანა სოციალურად ჩაფლულია ნარკოდანაშაულში – ამ საკითხში ჩვენ ვართ უკომპრომისოები იმიტომ, რომ ეხება ჩვენს მომავალს, ჩვენს გენოფონდს

ჩვენი ქვეყანა სოციალურად ჩაფლულია ნარკოდანაშაულში – ამ საკითხში ჩვენ ვართ უკომპრომისოები, იმიტომ რომ ეხება ჩვენს მომავალს, ჩვენს გენოფონდს და ჩვენს მომავალ თაობას,- ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. მისი თქმით, „90-იანი წლებში, როგორც კი საქართველომ დამოუკიდებლობაზე ლაპარაკი დაიწყო, იმ წუთში უამრავი ნარკოტიკის შემოყრა დაიწყო და მიიჩნევს, რომ ზუსტად ამგვარი სიტუაციაა ახლაც“. „მე მახსენდება […]

კახა კალაძე – მიხარია, რომ 21 სექტემბერს თბილისში ამ დონის ვეტერან ფეხბურთელებს კიდევ ერთხელ ვიხილავთ

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ კიდევ ერთხელ ისაუბრა 21 სექტემბერს, თბილისში გასამართი საფეხბურთო მატჩის შესახებ და აღნიშნა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „მილანის“ ყოფილ ფეხბურთელებს შორის „ლეგენდების მატჩის“ გამართვა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამით ფეხბურთის ქართველი გულშემატკივარი კიდევ ერთხელ გაიხარებს. „ძალიან მაგარი და საინტერესო თამაში გველოდება წინ. მიხარია, რომ კიდევ ერთხელ მოგვეცა შესაძლებლობა, ამ დონის ვეტერანი ფეხბურთელები […]

ბილეთების გაყიდვებით “რეალი” ლიდერია, “ბარსელონა” მე-15 ადგილს სჯერდება – ესპანური კლუბების რეიტინგი

კატალონიური გიგანტის, “ბარსელონას” მძიმე ჟამიანობა გრძელდება. ამჯერად გუნდს გულშემატკივრების სტადიონზე მოყვანა უჭირს და სანამ კლუბის ორიგინალ სტადიონ “კამპ ნოუს” რესტავრაცია უტარდება, მან “მონჟუიკზე” თამაშობენ, რომლის სეზონურ ბილეთსაც გულშემატკივრები არ ყიდულობენ. “ბლაუგრანას” 49 500-იანი ტევადობის სტადიონზე 27 500 ბილეთი აქვს გათვლილი სეზონური ბილეთის მქონე გულშემატკივარზე და 23%-იანი ზრდის მიუხედავად მხოლოდ 22 600 სეზონური ბილეთი გაყიდა. ეს […]

საქართველოსთვის 14 მილიარდის გადაცემა არის ბლეფი და სისულელე – კახა კალაძე

კოლექტიურმა „ნაციონალურმა მოძრაობამ” და გიორგი ვაშაძემ საქართველოს მოსახლეობას რა უნდა უთხრას? – მცდელობა აქვთ, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი „ნაციონალური მოძრაობის” განცხადებას, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის 14 მილიარდი ევროს გადაცემის შესახებ. მისივე განმარტებით, ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭებამდეც ოპოზიციის მხრიდან მსგავსი დეზინფორმაცია ვრცელდებოდა. „საქართველოსთვის 14 მილიარდის გადაცემა არის დიდი ბლეფი და სისულელე. […]