ბიძინა ივანიშვილი: საკონსტიტუციო უმრავლესობა გვჭირდება პირველ რიგში ნაციონალების და „მათი სატელიტების“ ასაკრძალად

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა, გორში სიტყვით გამოსვლისას ჩამოთვალა 4 მიზეზი, თუ რისთვის სჭირდება მმართველ პარტიას საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში. პირველ მიზეზად მან დაასახელა „ნაციონალური მოძრაობის“ და „მისი სატელიტი მემკვიდრე პარტიების“ არაკონსტიტუციურად გამოცხადდება. მან 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს მაშინდელი ხელისუფლების მიერ ქვეყნის ღალატი უწოდა და „ნაციონალური რეჟიმის“ მემკვიდრეობად გამოაცხადა „ისტორიული რეგიონების […]
გორში „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელი სცემეს

გორში, “კოალიცია ცვლილებისთვის” წარმომადგენელი ალექსანდრე ვალიაური ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა სცემეს. ეს იმ დროს მოხდა , როცა მმართველი პარტიის წინასაარჩევნო შეხვედრა დასრულდა. როგორც ვალიაური ამბობს, თვითონ მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა და ერთ მომენტში უკმაყოფილება ხმამაღლა გამოთქვა „ქართული ოცნების“ შეკრების გამო, რა დროსაც მას თავს დაესხნენ. “ჩემთვის ვიდექი და ხმამაღლა ვმსჯელობდი, რა დროსაც ქართული ოცნების მაისურებიანმა პირებმა […]
„ჯენზიმ“ (Z თაობა) 11 სექტემბრის თავდასხმა მიმიდ აქცია

2001 წლის 11 სექტემბერს ნიუ-იორკში მომხდარ საშინელ ტერორისტულ თავდასხმაზე „ჯენზის“ (Z თაობა) ნაკლები ემოცია აქვს და ოდესღაც ტაბუდადებულ თემაზე მიმებს და ხუმრობებს ქმნის. ზოგიერთი მათგანი ამ მოვლენების დროს დაბადებულიც არ იყო, სხვები კი არაუმეტეს ოთხი წლისანი იყვნენ. 1997-2012 წლებში დაბადებული ადამიანებისთვის 11 სექტემბრის თავდასხმა მხოლოდ ბუნდოვანი მოგონება და ეპიზოდია იმ ისტორიიდან, რომელიც მშობლებმა უამბეს, სკოლის […]
რა შენიშვნები აქვს კერძო სექტორს სამედიცინო აღჭურვილობის კანონპროექტზე? – ასოციაციის განმარტება

პარლამენტში საშემოდგომო სესიაზე სამედიცინო აღჭურვილობის შესახებ კანონპროექტი უნდა განიხილონ, რომელიც აღნიშნული პროდუქტის წარმოების, იმპორტისა და დისტრიბუციის საკითხებს დაარეგულირებს. კერძო სექტორი სამედიცინო მოწყობილობების რეგულირების მომხრეა, თუმცა როგორც სამედიცინო აღჭურვილობის მწარმოებელთა, იმპორტიორთა და დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი, მამუკა ლოლაძე “საქმიანი დილას” ეთერში განმარტავს, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული კანონპროექტი ქართულ რეალობასთან თანხვედრაში არ არის. მამუკა ლოლაძე ამბობს, რომ იმ […]
“ყველა მიღწევა ევრო-ინტეგრაციის გზაზე „ქართული ოცნების“, ჩვენი დამსახურებაა” – ირაკლი ღარიბაშვილი გორში, “ქართული ოცნების” ღონისძიებაზე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე გორში მოგესალმებით ძვირფასო ქართლელებო, მივესალმები სამაყო რეგიონის შიდა ქართლის, მაგარ ხალხს, პატრიოტ ხალხს, მებრძოლ ხალხს! დიდი მადლობა მობრძანებისთვის დღეს მსურს ჩემი გამოსვლის ძირითადი დრო დავუთმო ომის ფასზე და მშვიდობის მნიშვნელობაზე საუბარს და თქვენთან ერთად გავიხსენო აგვისტოს ომის მძიმე შედეგები, მე კარგად ვიცი […]
გორში, მხარდამჭერებთან „ქართული ოცნების” ლიდერების შეხვედრის დასრულებისას, კოალიცია „ცვლილებისთვის” წევრს ლექსო ვალიაურს რამდენიმე პირი ფიზიკურად გაუსწორდა

გორში, მხარდამჭერებთან „ქართული ოცნების” ლიდერების შეხვედრის დასრულებისას, კოალიცია „ცვლილებისთვის” წევრს ლექსო ვალიაურს რამდენიმე პირი ფიზიკურად გაუსწორდა. ვალიაურის თქმით, იგი ,,ქართული ოცნების” მხარდამჭერთა ბოლო რიგებში იდგა, სადაც რამდენიმე რეპლიკა თქვა ,,მათ მოღალატეობრივ პოზიციაზე”, რასაც რამდენიმე პირის მხრიდან აგრესია მოჰყვა. „ვიდექი აქ ჩემთვის, რამდენჯერმე ჩავილაპარაკე მათ მოღალატეობრივ პოზიციაზე, რის შემდეგაც რამდენიმე პირი წამომეწია და ფიზიკურად გამისწორდა, ეცვათ […]
კახა კალაძე – საქართველოსთვის 14 მილიარდის გადაცემა არის ბლეფი და სისულელე

კოლექტიურმა „ნაციონალურმა მოძრაობამ” და გიორგი ვაშაძემ საქართველოს მოსახლეობას რა უნდა უთხრას? – მცდელობა აქვთ, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი „ნაციონალური მოძრაობის” განცხადებას, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის 14 მილიარდი ევროს გადაცემის შესახებ. მისივე განმარტებით, ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭებამდეც ოპოზიციის მხრიდან მსგავსი დეზინფორმაცია ვრცელდებოდა. „საქართველოსთვის 14 მილიარდის გადაცემა არის დიდი ბლეფი და სისულელე. […]
კახა კალაძე ოპოზიციაზე – ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქვეყანას მიაყენონ ზიანი

საერთაშორისო პლატფორმებს რადიკალური ოპოზიცია ყოველთვის ქვეყნის წინააღმდეგ იყენებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, გერმანიაში ოპოზიციის წარმომადგენლების ვიზიტის კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით, ქვეყნის მომავალს რადიკალური დაჯგუფება ებრძვის. „ეს მხოლოდ ეკა ტყეშელაშვილს და ანა ნაცვლიშვილს არ ეხება. ადამიანს გერქვას ქვეყნის პრეზიდენტი და საერთაშორისო პლატფორმებს იყენებდე ქვეყნის წინააღმდეგ, გამოდიოდე და პირდაპირ ამბობდე, რომ საკუთარი ქვეყანა, შენი […]
შალვა პაპუაშვილი – დღეს, გვქონდა შესაძლებლობა, გვესაუბრა ღალატზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2008 წელს „ნაცმოძრაობის“ მხრიდან, გვესაუბრა იმ მომავალზე, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ჩვენს ოსს ძმებთან და დებთან ერთად – ქართველი ხალხი ყველა კითხვაზე მიიღებს პასუხს

დღეს, გვქონდა წინასაარჩევნო შეხვედრა შიდა ქართლში. განსაკუთრებული ემოციებით დატვირთული შეხვედრა იყო და ჩვენც, ჩვენს გამოსვლებში ვცდილობდით გვესაუბრა იმ დიდი ტკივილზე, რომელიც საქართველოს ღია იარად აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა გორში ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ყველა ის ღალატი, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩაიდინა, გამოძიებული იქნება. „დღეს, გვქონდა შესაძლებლობა გვესაუბრა იმ […]
მამუკა ხაზარაძე – რუსული გავლენისგან საქართველოს დაცვა – ვიღაცას უნდა, რომ ეს ჩვენი ნარატივი გადაიყვანოს, თითქოს ვიღაცას ომი და დაპირისპირება უნდა, მგონი, ვინც აანალიზებს, კარგად ესმის ის საფრთხე, რისკენაც „ქართული ოცნება“ მიგვაქანებს

რუსული გავლენისგან საქართველოს დაცვა – ვიღაცას უნდა, რომ ეს ჩვენი ნარატივი გადაიყვანოს, რომ თითქოს ვიღაცას ომი უნდა, ვიღაცას დაპირისპირება უნდა, მე მგონი, ვისაც ესმის და ვინც აანალიზებს, კარგად ესმის ის საფრთხე, რისკენაც მიგვაქანებს „ქართული ოცნება“, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ, გლდანის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრის დროს განაცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ რუსეთისკენ მიგვაქანებს, […]