“თებერვლიდან ექვს ქვეყანაში შევალთ” – TelAgri ფართოვდება

სოფლის მეურნეობა ერთ-ერთი ყველაზე მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიაა პლანეტაზე და ნელ-ნელა, ეს ტენდენცია საქართველოშიც შემოდის. ერთ-ერთი კომპანია, რომელიც ფერმერებს ჭკვიანი გადაწყვეტების დანერგვაში ეხმარება – TelAgri-ია, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მცხოვრებ ფერმერებს და აგრონომებს ერთმანეთს აპლიკაციის საშუალებით აკავშირებს და ასე, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას უწყობს ხელს. TelAgri-ის ნოუჰაუ მუშაობს, რაზედაც მიუთითებს, როგორც კომპანიის მიერ “სტარტაპების მსოფლიო თასის” ეროვნულ […]
20 წლის გოგლიჩიძემ “იუვენტუსთან” შესანიშნავად ითამაშა – “ემპოლი” გამარჯვებასთან ახლოს იყო

სერია A-ს მეოთხე ტურში „ემპოლიმ“ და „იუვენტუსმა“ ქულები გაიყვეს – 0:0. მასპინძელთა გუნდში საბა გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა, საბა საზონოვი კი სათადარიგო იყო. 20 წლის გოგლიჩიძემ ჩემპიონატზე ზედიზედ მეორე მატჩი ჩაატარა, ისევ კარგად წარმოაჩინა თავი, დაცვაშიც საიმედო გახლდათ და შეტევებშიც თამამად ერთვებოდა. მისი ასპარეზობა კი ანალიტიკურმა საიტებმა დადებითად შეაფასეს: sofascore 7.2, flashscore 7.0, whoscored 6.8. აღსანიშნავია, […]
ეს არჩევნები წარიმართება უპრეცედენტო გარე ჩარევის ფონზე, მაგრამ საზოგადოება ხედავს ყველაფერს, აქედან გამომდინარე, ვერც ერთ მცდელობას ვერ ექნება წარმატება

ეს არჩევნები წარიმართება უპრეცედენტო გარე ჩარევის ფონზე, მაგრამ საზოგადოება ხედავს ყველაფერს, აქედან გამომდინარე, ვერც ერთ მცდელობას ვერ ექნება წარმატება მართალია, ცალკეული სენატორის განცხადებები ზიანს აყენებს სენატის რეპუტაციას, მაგრამ სენატი მაინც დარჩება ჩვენი პარტნიორი ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს სახელმწიფო ინსტიტუტად და ჩვენ ვაპირებთ თანამშრომლობის გაგრძელებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გორში ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის […]
OpenAI-ის შეფასების $150 მილიარდამდე ზრდას ვარაუდობენ

ავტორიტეტული ამერიკული გამოცემის, The New York Times-ის ინფორმაციით, ChatGPT-ის შემქმნელი OpenAI ახალ საინვესტიციო რაუნდს ატარებს, რომლის ფარგლებში, კომპანია $150 მილიარდადაა შეფასებული, რაც ივნისის შემდეგ ფაქტობრივად გაორმაგებული მაჩვენებელია. თუ გარიგება შედგა, რისი პროგნოზირებაც, ამ ეტაპზე, რთულია, ბაზარი მიიღებს გზავნილს, რომ ინვესტორების მხრიდან ხელოვნური ინტელექტის მიმართ ინტერესი, ესე იგი, ბოლომდე ჯერ არ განელებულა. ამ ინტერესმა, როგორც იცით, […]
დღეს ეს ბოროტება აცხადებს პრეტენზიას ხელისუფლებაში დაბრუნებაზე, „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მოკავშირეები, გვარამია, მელია, გახარია, ხაზარაძე, გირჩი ჯაფარიძე

დღეს ეს ბოროტება აცხადებს პრეტენზიას ხელისუფლებაში დაბრუნებაზე, „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მოკავშირეები, გვარამია, მელია, გახარია, ხაზარაძე, გირჩი ჯაფარიძე მინდა მათ მივმართო, ვინც ჯერ კიდევ მხარს უჭერს სააკაშვილს, „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის მოკავშირე სატელიტურ პარტიებს და კოალიციებს, რომ ევროინტეგრაციის ნაცვლად მიიღებთ ისევ სისხლიან დიქტატურას, მშვიდობის ნაცვლად მიიღებთ ომს, ხოლო ევროპის ნაცვლად ახალგაზრდებს წაიყვანენ ომში! თვითონ […]
“შეგახსენებთ „ქართული ოცნების“ 12-წლიანი საქმიანობის უმთავრეს შედეგებს” – პრემიერი გორში, საარჩევნო ღონისძიებაზე

საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე გორში: მოგესალმებით გორელებს, კასპელებს, ქარელელებს, ხაშურელებს, განსაკუთრებულად მოგესალმებით გამყოფის ხაზის პირას მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს და ცხინვალის რეგიონიდან დევნილებს. მე მინდა მივესალმო ჩვენს დელეგატებს ზაზა დუგლაძესა და ლადო ხინჩეგაშვილს და მინდა ავღნიშნო, რომ ამ რეგიონს ყავს აღზრდილი ყველაზე მეტი ოლიმპიური ჩემპიონი, ვიდრე […]
შალვა პაპუაშვილი – 14 მილიარდზე საუბრით ოპოზიცია შარაგზის ოსტაპ ბენდერად იქცა – დეკემბერში კანდიდატის სტატუსი რომ არ მოგვანიჭეს, ჰქონდათ მთელი წივილ-კივილი ატეხილი მილიონები დავკარგეთო – მივიღეთ სტატუსი, სად არის ეს მილიონები, იქნებ აქედან დაიწყონ

14 მილიარდზე საუბრით ოპოზიცია შარაგზის ოსტაპ ბენდერად იქცა – დეკემბერში კანდიდატის სტატუსი რომ არ მოგვანიჭეს, ჰქონდათ მთელი წივილ-კივილი ატეხილი, რომ არიქა, მილიონები დავკარგეთ. მივიღეთ სტატუსი, სად არის ეს მილიონები, იქნებ აქედან დაიწყონ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ოპოზიციაშიც ყველა ხვდება, რომ ამ ტყუილს არავინ იჯერებს. „14 მილიარდზე საუბრით […]
“სავარაუდოდ, წელის სპაზმი იყო” – უოტფორდის მწვრთნელი ჩაკვეტაძის ტრავმაზე

საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმა მიიღო. უოტფორდი – ქოვენთრის მატჩის მეორე ტაიმში მან ძლიერი ტკივილი იგრძნო და მოედანი საკაცით დატოვა. ჩაკვეტაძის მწვრთნელის თანახმად, ადრეული ნიშნები კარგია და როგორც ჩანს, ფეხბურთელს ფეხის ტრავმა არ აქვს მიღებული. “წიწილების დათვლა ჯერ არ მინდა, მაგრამ როგორც ჩანს, ეს წელის სპაზმი იყო, რაც შეიძლება შემაშინებლად გამოიყურებოდეს. ეს იშვიათი […]
დებატებზე გამარჯვების მნიშვნელობა

დაძაბული დაპირისპირება, ბრალდებები და დაპირებები… შეერთებულ შტატებში ისტორიული დებატები შედგა. ვინ მოიგო ის, დემოკრატმა ვიცე-პრეზიდენტმა – კამალა ჰარისმა, თუ რესპუბლიკელმა ყოფილმა პრეზიდენტმა – დონალდ ტრამპმა და საერთოდ, რა გავლენა აქვს დებატების შედეგს საპრეზიდენტო არჩევნებზე?
იესოს გამოსახულებისთვის სროლის შემდეგ, შვეიცარიელმა პოლიტიკოსმა თანამდებობა დატოვა

შვეიცარიელმა პოლიტიკოსმა, სანია ამეტიმ ლიბერალური „მწვანეთა პარტიის“ ციურიხის ორგანიზაციის ლიდერის პოსტი იმ ფოტოებით გამოწვეული აჟიოტაჟის შემდეგ დატოვა, რომელზეც აღბეჭდილია, თუ როგორ ესვრის ის პისტოლეტიდან ქრისტიანულ სიწმინდეებს. სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული ფოტოები სანია ამატიმ მალევე წაშალა და ბოდიში მოიხადა. „მემარჯვენე „შვეიცარიის სახალხო პარტიის“ ახალგაზრდულმა ფრთამ, რელიგიისა და რწმენის თავისუფლების შელახვისთვის, ამეტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის სარჩელი შეიტანა“, – […]