სომხეთის პრემიერი, ნიკოლ ფაშინიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში იმყოფება

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვია. მთავრობის ადმინისტრაციაში სომხეთის პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ნიკოლ ფაშინიანს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უმასპინძლა. შესრულდა ორი ქვეყნის ჰიმნები. საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებმა ერთმანეთს დელეგაციების წევრები წარუდგინეს. საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრები მთავრობის ადმინისტრაციაში პირისპირ და გაფართოებულ შეხვედრებს გამართავენ, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.

“ჩვენთვის ყველა თამაში ფინალივითაა, რაც შეეხება ჩემი და კონტეს ურთიერთობას…” – რა თქვა ლუკაკუმ “კალიარისთან” მატჩის შემდეგ

სერია A-ს მე-4 ტურში “ნაპოლიმ” “კალიარი” სტუმრად 4:0 დაამარცხა. აღნიშნულ შეხვედრაში “პარტენოპეის” ფორვარდმა რომელუ ლუკაკუმ გოლის გატანა და 2 საგოლე პასის შესრულება მოახერხა. ხვიჩა კვარაცხელიამ კი თავი გატანილი გოლითა და ასისტით გამოიჩინა. ლუკაკუმ მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა. “მერეტი კვლავ შესანიშნავად გამოიყურებოდა, ისევე როგორც “პარმასთან”. უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოვიპოვეთ, ჩვენთვის თითოეული მატჩი ფინალივითაა. ახლა კი დავისვენებთ და […]

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ მათი პარტიის წევრზე პოლიციამ იძალადა

„ნაციონალური მოძრაობა“ იუწყება, რომ მათი პარტიის წევრზე პოლიციამ იძალადა. ზურაბ აბაევი დაკავებულია, მას პოლიცია მოთხოვნის დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავება. პარტიაში ამბობენ, რომ აბაევი თბილისის ნაძალადევის ოფისის წევრია და ამავე საარჩევნო ოლქში წარმოადგენს „ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობას“. „როცა ნაძალადევის შტაბისკენ მოდიოდა, პოლიციელებმა იცნეს ის. აბაევი ამბობს, რომ დაუწყეს ფოტოების გადაღება, მიაყენეს შეურაცხყოფა და ძალის გამოყენებით […]

ნაძალადევის ორგანიზაციის წევრს, ზურაბ აბაევს პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა – ენმ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობისპრესსამსახურის ცნობით, ნაძალადევის ორგანიზაციის წევრს, ზურაბ აბაევს ოფისიდან გასვლისას პოლიცია დახვდა, ფიზიკურად გაუსწორდა და ძალადობრივად დააკავა. “ენმ-ს ნაძალადევის ორგანიზაციის წევრი პოლიციამ დააკავა და ფიზიკურად გაუსწორდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ნაძალადევის ოფისისდან გამოსულ ზურაბ აბაევს გარეთ პოლიცია დახვდა, სამართალდამცველებმა მას გადაუღეს ფოტოები, ვიდეო, დააკავეს, ჩატენეს მანქანაში და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ის ამ დროისთვის კიკვიძის პარკთან მდებარე […]

“გარემოს დაცვის შესახებ” კანონში ცვლილებები შევიდა – რა რეგულაციები იმოქმედებს სათბურის აირის ემისიებზე?

საქართველოს მთავრობამ „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ცვლილებები სათბურის გაზების ემისიების ავტორიზაციის, მონიტორინგის, ანგარიშგებისა და დამოწმების სისტემის დანერგვას გულისხმობს. კონკრეტული სამრეწველო და საავიაციო საქმიანობებისთვის სავალდებულო გახდება სათბურის გაზების გაფრქვევის ავტორიზაციის მიღება, რომელიც მონიტორინგის გეგმის მომზადებას და ავტორიზაციის გამცემი ორგანოსათვის […]

როდის გაფორმდება ჩინურ CCCC-ისთან ანაკლიის პორტზე საინვესტიციო შეთანხმება?

“მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რათა საქართველოს ინტერესები იყოს მაქსიმალურად დაცული. მოლაპარაკებები დასრულდება და ამის შემდეგ მოხდება ხელშეკრულების გაფორმება”, – ამის შესახებ პარლამენტში ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ დეპუტატ რომან გოცირიძის კითხვაზე პასუხისას განაცხადა.

მთავრობამ თბილისის აგლომერაციისთვის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის 2024-2026 წლების გეგმა დაამტკიცა

საქართველოს მთავრობამ თბილისის აგლომერაციისთვის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის 2024-2026 წლების გეგმა დაამტკიცა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. „თბილისის აგლომერაციისთვის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის 2024-2026 წლების გეგმის მიზანი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში პრობლემური მავნე ნივთიერებებით გამოწვეული დაბინძურების შემცირება და სხვა მავნე ნივთიერებების დონეების ნორმის ფარგლებში შენარჩუნებაა. დოკუმენტში წარმოდგენილია 3-წლიანი სამოქმედო გეგმა, რომელშიც გაწერილია განსახორციელებელი […]

ნადირობის სეზონის დაწყებიდან კანონის დარღვევის 104 შემთხვევა გამოვლინდა – რა სანქციები ეკისრებათ კანონდამრღვევებს?

ნადირობის სეზონმა სტარტი 24 აგვისტოს აიღო. მონადირეებს გადამფრენ ფრინველებზე სანადიროდ ვადა მომდევნო წლის 1-ელ მარტამდე აქვთ. სეზონის დაწყებიდან დღემდე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ნადირობის წესების დარღვევის 104 ფაქტი გამოავლინა. ხშირ შემთხვევაში, ნადირობისთვის აკრძალულ იარაღს იყენებენ. ასევე ფიქსირდება დღიური ლიმიტების გადამეტების შემთხვევები და ისეთ სახეობებზე ნადირობა, რომლებიც ნადირობის ობიექტს არ წარმოადგენენ. გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 94 აკრძალული იარაღით ან […]

ნიკოლოზ სამხარაძე – შერიგება შეცდომების აღიარების გარეშე არ ხდება – ეს იმას არ ნიშნავს, რომ შეცდომები მხოლოდ ქართულმა მხარემ უნდა აღიაროს, შეცდომა მეორე – ოსურმა მხარემაც უნდა აღიაროს, რაც შერიგების პროცესში ჩვეულებრივი მოვლენაა!

შერიგება შეცდომების აღიარების გარეშე არ ხდება – რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ შეცდომები მხოლოდ ქართულმა მხარემ უნდა აღიაროს, შეცდომა მეორე – ოსურმა მხარემაც უნდა აღიაროს, რაც შერიგების პროცესში ჩვეულებრივი მოვლენაა! – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ განუცხადა. როგორც სამხარაძემ განმარტა, ბიძინა ივანიშვილის მიერ გორში გაკეთებული განცხადება ცხინვალში […]

პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდება წარედგინა ორ პირს, რომლებიც მოქალაქეებზე ყიდდნენ იმ საცხოვრებელ ბინებს, რომლებიც სხვა პირებზე იყო იპოთეკით დატვირთული, ან გაყიდული, ზოგ შემთხვევაში კი კორპუსი საერთოდ არ აშენდა

პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა ორ პირს, რომლებიც მოქალაქეებზე ყიდდნენ იმ საცხოვრებელ ბინებს, რომლებიც სხვა პირებზე იყო იპოთეკით დატვირთული, ან გაყიდული, ზოგ შემთხვევაში კი კორპუსი საერთოდ არ აშენდა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. მათივე ცნობით, ამ გზით ბრალდებულები 73 დაზარალებულის კუთვნილ, ჯამში 4 163 620 ლარს მოტყუებით დაეუფლნენ. „საქართველოს პროკურატურამ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების […]