ოკუპირებული აფხაზეთის “საგარეო საქმეთა სამინისტროს” ბიძინა ივანიშვილის გულწრფელობის იმედი აქვს

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებით ეხმაურება პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გამოსვლას გორში, ოსების წინაშე მობოდიშების მზადყოფნის შესახებ. დე ფაქტო უწყების თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ის პირდაპირ არ უკავშირდება “აფხაზეთის რესპუბლიკას”, მსგავსი განცხადება “შეიძლება გახდეს მშვიდობიანი არსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი”. “მსგავსი განცხადება, თუ ის გამყარებულია რეალური […]
საფრანგეთის მოქალაქემ თავი დამნაშავედ ცნო რუსეთში “უცხოეთის აგენტის” მოთხოვნებისთვის თავის არიდებაში

რუსეთის მედია 16 სექტემბერს იუწყება, რომ მოსკოვის ერთ-ერთი სასამართლო დათანხმდა, გააგრძელოს საფრანგეთის მოქალაქის, ლორან ვინატიეს პროცესი მას შემდეგ, რაც მან თავი დამნაშავედ ცნო “უცხოეთის აგენტის” პასუხისმგებლობისთვის თავის არიდებაში. სხდომა “საგანგებო წესრიგით” წარიმართება, რაც ნიშნავს შედარებით მსუბუქი სასჯელის გამოტანის პერსპექტივას. მას შემდეგ, რაც ვინატიემ თავი დამნაშავედ ცნო, გამომძიებლებმა მას მოუხსნეს ჯაშუშობის ბრალდება. ვინატიე პოლიტიკის მკვლევარია, იგი […]
აშშ-ის ხაზინის სანქციები “ქართველ ოფიციალურ პირებსა და ექსტრემისტებს ადამიანის უფლებების დარღვევისთვის”

ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის სამსახურმა სანქციები დაუწესა იმ პირებს, ვინც საქართველოში “ფუნდამენტურ თავისუფლებებს ძირს უთხრის, მათ შორის გამოხატვის თავისუფლებას”, – ვკითხულობთ ხაზინის ოფიციალურ განცხადებაში. კონკრეტულად კი, ხაზინის დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა საქართველოს მთავრობის ორ მაღალჩინოსანს, რომლებიც დაკავშირებულნი არიან მშვიდობიანი დემონსტრანტების და პოლიტიკური ოპონენტების “სასტიკ დარბევაზე” და ასევე ორ კერძო პირს, ვინც “პასუხისმგებელია, […]
მამუკა ხაზარაძე – მივესალმები პრეზიდენტის ძალისხმევას – ჩვენ მზად ვართ ყველაფერი გავაკეთოთ ქვეყნის ევროპული განვითარებისთვის და გვერდზე გადავდოთ ყველა პიროვნული საკითხი

„ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე მიესალმება პრეზიდნეტის ძალისმხევას საქართველოს ევროპული მისწრაფების მხარდასაჭერად. ხაზარაძის თქმით, “ძლიერი საქართველო” მზად არის ყველაფერი გააკეთოს ქვეყნის ევროპული განვითარებისთვის და გვერდზე გადადოს პიროვნული საკითხები. როგორც ხაზარაძე წერს, როცა იქნება რაიმე ტიპის გადაწყვეტილება გიორგი გახარიასთან მოლაპარაკების შედეგების შესახებ, ისინი დაუყოვნებლივ აცნობებენ ამას საქართველოს პრეზიდენტს. „მე მივესალმები პრეზიდენტის ძალისხმევას საქართველოს ევროპული მისწრაფების მხარდასაჭერად […]
პირველკლასელთა რეგისტრაციის საკითხზე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა გასვლითი სამუშაო შეხვედრა გამართა

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, პირველკლასელთა რეგისტრაციის საკითხზე რეგულირების ზეგავლენის შეფასებას (RIA) ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საკითხზე მუშაობის პროცესში სამუშაო ჯგუფმა გასვლითი შეხვედრა გამართა. სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში, სადაც საკითხთან დაკავშირებულ გამოწვევებზე იმსჯელეს, მონაწილეობა მიიღეს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა, ადამიანის […]
ანა დოლიძე – არის რეალური შანსი, უახლოეს მომავალში ევროკავშირის წევრი გავხდეთ, ერთადერთი, რამაც ეს ყველაფერი შეიძლება გააჩეროს, არადემოკრატიულად, წნეხის ქვეშ ჩატარებული არჩევნებია

„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ანა დოლიძის განცხადებით, გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთთან დღევანდელი შეხვედრის მთავარი გზავნილი იყო ის, რომ შესაძლოა, საქართველოში არადემოკრატიულად ჩატარებულმა არჩევნებმა ევროინტეგრაციის პროცესი შეაფერხოს. როგორც დოლიძემ მიხაილ როთთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, გერმანია საქართველოს დასავლურ კურსს მხარს უჭერს. “კიდევ ერთხელ გავიგეთ, რომ საქართველოს წინაშეა უნიკალური შესაძლებლობა, დაიწყოს ევროკავშირთან მოლაპარაკებები. […]
Turkish Airlines-მა 2024 წელს 57,4 მილიონი მგზავრი გადაიყვანა

Turkish Airlines-მა 2024 წელს 57,4 მილიონი მგზავრი გადაიყვანა თურქეთის ეროვნულმა ავიაკომპანია Turkish Airlines-მა (THY) მიმდინარე წლის დასაწყისიდან 57,4 მილიონი მგზავრი გადაიყვანა. მიმდინარე მაჩვენებლები კი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2,5 პროცენტით მეტია. THY-ის ფლოტში თვითმფრინავების რაოდენობა აგვისტოს ბოლოს 462 იყო. მხოლოდ 2024 წლის აგვისტოში თურქეთის ავიაციის ფლაგმანმა 8,4 მილიონი მგზავრი გადაიყვანა. ავიანიუსი
მახათას მთაზე მასშტაბური ბინათმშენებლობის პროექტის მეორე ეტაპი იწყება

სამხედრო მოსამსახურეებისთვის საბინაო პირობების გაუმჯობესების მიზნით, მასშტაბური ბინათმშენებლობის პროექტი გრძელდება. მახათას მთაზე საბინაო პროექტის მეორე ეტაპი 2024 წელს დაიწყება და რამდენიმე წელში დასრულდება. აღნიშნულის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. საბინაო პროექტის მეორე ეტაპი მიზნად ისახავს სამხედროების საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებასა და მომავალი სამხედროებისთვის მოტივაციის ამაღლებას. პროექტის მეორე ეტაპის ფარგლებში, მახათას მთაზე 43 (ორმოცდასამი) მრავალბინიანი […]
აშშ-მა ხარება, მისი მოადგილე და მახარაძე-მორგოშია დაასანქცირა

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა შსს-ს მაღალჩინოსანი ზვიად ხარაზიშვილი, მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, პრორუსული და ძალადობრივი ალტ-ინფოს ორი წევრი – ზურა მახარაძე და კონსტანტინე მორგოშია დაასანქცირა. აშშ-მა მათ სანქციები დაუწესა საქართველოში ფუნდამენტური თავისუფლებების, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისთვის. სახაზინო დეპარტამენტის განცხადების თანახმად, გადაწყვეტილების შედეგად სანქცირებულ პირთა “ყველა ქონება და ქონების ინტერესები, რომლებიც აშშ-შია ან აშშ-ის პირთა კონტროლის […]
მოისწრფიშვილი უკრაინის “კოლოსში” არ ითამაშებს

ua-football-ი იტყობინება, რომ უკრაინის პრემიერლიგის “კოლოსმა” 22 წლის ნახევარმცველ გიორგი მოისწრაფიშვილს კონტრაქტი გაუფორმა დ განაცხადშიც შეიყვანა, მაგრამ შემდეგ ხელშეკრულება გაუუქმა. წყაროს ცნობით, მოისწრაფიშვილმა სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა და სამშობლოში დაბრუნდა. მოისწრაფიშვილი თბილისის “დინამოს” აღზრდილია, გასულ სეზონში იჯარით ბელგიის “ბევერენში” თამაშობდა, ამჟამად კი თავისუფალი აგენტია.