მოისწრაფიშვილი უკრაინის “კოლოსში” არ ითამაშებს

ua-football-ი იტყობინება, რომ უკრაინის პრემიერლიგის “კოლოსმა” 22 წლის ნახევარმცველ გიორგი მოისწრაფიშვილს კონტრაქტი გაუფორმა დ განაცხადშიც შეიყვანა, მაგრამ შემდეგ ხელშეკრულება გაუუქმა. წყაროს ცნობით, მოისწრაფიშვილმა სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა და სამშობლოში დაბრუნდა. მოისწრაფიშვილი თბილისის “დინამოს” აღზრდილია, გასულ სეზონში იჯარით ბელგიის “ბევერენში” თამაშობდა, ამჟამად კი თავისუფალი აგენტია.
Bravo Zuka! – დავითაშვილი ლიგა 1-ის ტურის სიმბოლურში

“სენტ-ეტიენის” ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი 7 ქულით “ეკიპმა” ლიგა 1-ის მეოთხე ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა. “სენტ-ეტიენმა” გასულ ტურში საკუთარ მოედანზე “ლილი” 1:0 დაამარცხა, დავითაშვილმა კი საგოლე გადაცემა გააკეთა. “მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილია. ბრავო ზუკა!” – წერს კლუბის საიტი. peuple-vert-ი აღნიშნავს, რომ სამი წარუმატებელი შეხვედრის შემდეგ, ქართველი მარჯვენა ფლანგზე გაცილებით ეფექტურად თამაშობდა, გადამწყვეტი იყო, მატიე კაფაროს […]
აშშ სავიზო სანქციებს უწესებს 60 ადამიანს საქართველოში

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ სავიზო სანქციებს დაუწესებს საქართველოს 60 მოქალაქეს – მთავრობის, ბიზნესისა და ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებს, საქართველოში „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვის“. სახდეპის ცნობით, სავიზო სანქციები შეეხებათ ამ პირების ოჯახის წევრებსაც. კონკრეტულად ვისი დასანქცირება მოხდება, უწყებაში არ დაუკონკრეტებიათ, თუმცა განცხადებაში ვკითხულობთ, რომ: „სანქცირებულთა შორის არიან მთავრობის, ასევე მუნიციპალური დონის მაღალჩინოსნები, რომლებმაც ბოროტად გამოიყენეს ძალაუფლება ქართველი […]
აშშ-მა ზვიად ხარაზიშვილი, მილერი ლაგაზაური, კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე დაასანქცირა

აშშ-მა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზვიად ხარაზიშვილი, მისი მოადგილე, მილერი ლაგაზაური, ულტრამემარჯვენე, ძალადობრივი მოწოდებებით ცნობილი „კონსერვატიული მოძრაობის“, იგივე „ალტ-ინფოს“ ლიდერები, კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე დაასანქცირა. აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადება დღეს, 16 სექტემბერს გავრცელდა. მასში ვკითხულობთ, რომ ზვიად ხარაზიშვილი და მილერი ლაგაზაური დასანქცირდნენ, რადგან “ისინი არიან ან იყვნენ, ხელმძღვანელები ან თანამდებობის პირები ერთეულის, მათ შორის, […]
ტრამპზე თავდასხმის შემდეგ ბაიდენი აცხადებს, რომ საიდუმლო სამსახურს “მეტი დახმარება” ესაჭიროება

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი გამოვიდა უშიშროების სამსახურისთვის “მეტი დახმარების” გამოყოფის მოწოდებით, იმ ფონზე, როცა რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატზე, დონალდ ტრამპზე ორი თვის მანძილზე მეორედ განხორციელდა თავდასხმა. ტრამპი არ დაზიანებულ და უსაფრთხოდ იყო მას მერე, რაც გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) თქვა, რომ 15 სექტემბერს ტრამპის “მოკვლის მცდელობა” იყო ფლორიდაში, მის ერთ-ერთ გოლფის კლუბში. ინციდენტმა, რომელიც მოჰყვა ტრამპზე […]
IT სექტორში საშუალო ხელფასი 3 963 ლარამდე გაიზარდა – რომელ დარგებშია ყველაზე მაღალი ანაზღაურება?

IT სექტორში საშუალო ხელფასი 3 963 ლარამდე გაიზარდა – რომელ დარგებშია ყველაზე მაღალი ანაზღაურება? 2024 წლის II კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი წლიურად 11.1%-ით (200.4 ლარით) გაიზარდა და 2 004.9 ლარი შეადგინა. „საქსტატის“ ინფორმაციით, რომ გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით საშუალო ხელფასი ყველა სექტორში გაიზარდა. დარგები, რომლებშიც საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა […]
თბილისის რომელ ქუჩებს შეეზღუდება ხვალ ელექტრომომარაგება?

თბილისის რომელ ქუჩებს შეეზღუდება ხვალ ელექტრომომარაგება? თელასის ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 17 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება ვაკის რაიონი ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის, კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიის, ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ქობულეთის, წერეთლის, ფალიაშვილის, მუხაძის, აბაშიძის, რაზმაძის, დარიალის, კავსაძის, ბერძენიშვილის, ბარნოვის, ცხვედაძის, კიკნაველიძეების, ახმეტელის, […]
აშშ-მა მთავრობის, პარლამენტის 60-ზე მეტ წევრს, ასევე ძალოვნებს სანქციები დაუწესა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის 60-ზე მეტ წევრს, მათ შორის მათ ოჯახის წევრებს “დემოკრატიის ხელყოფისთვის” სანქციები დაუწესა. სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, სანქცირებულთა შორის არიან უმაღლესი სახელისუფლებო და მუნიციპალური ფიგურები, რომლებმაც, განცხადების თანახმად, “ბოროტად გამოიყენეს თავიანთი უფლებამოსილება ქართველი ხალხის ფუნდამენტური თავისუფლებების შეზღუდვის მიზნით”. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, სანქცირებულთა შორის არიან კორუფციულ პრაქტიკაში ჩართული ბიზნეს-ლიდერები, დეზინფორმაციის გავრცელებისა […]
მიხეილ სააკაშვილი – ივანიშვილმა მწვანე შუქი აუნთო “სამხრეთ ოსეთის” და აფხაზეთის დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარებას და დიდი ალბათობით თვითონაც ემზადება ასეთი აღიარებისთვის

ივანიშვილმა მწვანე შუქი აუნთო “სამხრეთ ოსეთის” და აფხაზეთის დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარებას და დიდი ალბათობით თვითონაც ემზადება ასეთი აღიარებისთვის , – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაშია ნათქვამი,რითაც ყოფილი პრეზიდენტი, 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გორში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. როგორც სააკაშვილი თავის განცხადებაში აღნიშნავს, ყველა ვინც ამას […]
საწარმოს გაფართოება, ნედლეულის გამრავალფეროვნება – რა გეგმები აქვს „ჩირინას?

კომპანია „ჩირინას“ დამფუძნებელი, რევაზ ვაშაკიძე კომპანიის გეგმებზე საუბრობს. მისი თქმით, მიმდინარე წელს იგეგმება ძეხვეულის, ნაგეთსების და სხვა პროდუქციის წარმოება. გარდა ამისა, „ჩირინა“ აზერბაიჯანსა და სომხეთში უფრო აქტიურ ოპერირებას აანონსებს. საკითხზე რევაზ ვაშაკიძემ BMGTV-ის ეთერში, გადაცემა „საქმიან დილაში“ სტუმრობისას ისაუბრა. „ჩვენ წელს დავამთავრეთ საინვესტიციო პროექტი, 24 ათასი ტონა ქათმის წარმოების. რაც მთავარია ჩვენი წარმოება არის უნარჩენო. […]