გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა საჯარო სკოლების მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ, პირველ მოადგილესთან ქეთევან მოისწრაფეშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ახალი სასწავლო წლის დაწყება ჩოხატაურის სამრევლო, N1, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჯალიისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის საჯარო სკოლების მოსწავლეებს მიულოცა. ,,ყველა მოსწავლეს და პედაგოგს ვულოცავ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! სასიხარულოა, რომ დაბა ურეკისა და ხაჯალიის საჯარო სკოლები, სასწავლო წელს თანამედროვე […]
ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა წარმოადგენს პრაქტიკულ მაგალითს, როგორი უნდა იყოს ურთიერთობები ქვეყნებს შორის რეგიონში – ნიკოლ ფაშინიანი

ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა წარმოადგენს პრაქტიკულ მაგალითს, როგორი უნდა იყოს ურთიერთობები ქვეყნებს შორის რეგიონში – ნიკოლ ფაშინიანი ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა წარმოადგენს პრაქტიკულ მაგალითს, როგორი უნდა იყოს ურთიერთობები ქვეყნებს შორის რეგიონში, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. სომხეთის მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძეს გულთბილი დახვედრისთვის მადლობა გადაუხადა […]
შმიტც კარგობულ ჯორჯიამ პირველი ტრაილერი გადასცა ქართულ კომპანიას დროებით მოხმარებაში, რომელიც აღჭურვილია საკუთარი წარმოების SCU d.80 სამაცივრე აგრეგატით.

შმიტც კარგობულ ჯორჯიამ პირველი ტრაილერი გადასცა ქართულ კომპანიას დროებით მოხმარებაში, რომელიც აღჭურვილია საკუთარი წარმოების SCU d.80 სამაცივრე აგრეგატით. ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია Schmitz Cargobull AG-ს ოფიციალური ფილიალი კავკასიაში შპს „შმიტც კარგობულ ჯორჯია“ 2023 წლის იანვრიდან ოპერირებს ჩვენს ბაზარზე. კომპანია ახორციელებს როგორც ახალი, აგრეთვე მეორადი ნახევრად მისაბმელი ტრაილერებით და მათი სათადარიგო ნაწილებით ვაჭრობას. Scmitz Cargobull AG […]
ბექა ლილუაშვილი – ჩვენ პატივს ვცემთ პრეზიდენტს, ამიტომ შეხვედრასთან დაკავშირებით მის მოწოდებასაც გავითვალისწინებთ

„გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, გიორგი გახარიას პარტია მზად არის ხვალ, ორბელიანების სასახლეში შეხვდეს „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლებს. როგორც ლილუაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში აღნიშნა, „გახარია საქართველოსთვის“ ყოველთვის პატივს სცემდა პრეზიდენტს, ამიტომ მის მოწოდებას გაითვალისწინებენ. „ჩვენ პატივს ვცემთ პრეზიდენტს, ეს არ არის ჩვენ და პრეზიდენტს შორის ახალი პოზიცია, ამიტომ მის მოწოდებასაც გავითვალისწინებთ. შეხვედრასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოწოდება […]
ანა დოლიძე – პრეზიდენტის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი, ახლა შევდივართ საკმაოდ მწვავე ეტაპზე

„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ანა დოლიძის განმარტებით, ამ ეტაპზე კოალიციას გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს, არის თუ არა მზად, რომ გიორგი გახარიას გუნდთან გაერთიანდეს. ანა დოლიძემ პრეზიდენტის განცხადება შეაფასა და განაცხადა, რომ პარტია “გახარია საქართველოსთვის” გუნდთან რაიმე სახის ფორმალური მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაცია არ აქვს. თუმცა, ანა დოლიძე აღნიშნავს იმასაც, რომ ამ პროცესში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს უდიდესი […]
საქართველოს სახალხო დამცველი და სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს წევრები მსოფლიო პატრიარქს შეხვდნენ

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს წევრები მსოფლიო პატრიარქს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრაზე მხარეებმა ქრისტიანულ ეკლესიათა შორის დიალოგის მნიშვნელობაზე და ქვეყანაში ტოლერანტობის განსამტკიცებლად განსახორციელებელ ღონისძიებებზე ისაუბრეს. „2024 წლის 16 სექტემბერს სტამბულში ვიზიტით მყოფი საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და სახალხო დამცველთან […]
რუსთავის მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმის ფარგლებში შექმნილი ქანდაკება ცენტრალური პარკში განთავსდა

რუსთავის მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმის ფარგლებში შექმნილი კიდევ ერთი სკულპტურა, რუსთავის ცენტრალურ პარკში განთავსდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერიის პრესსამსახური ავრცელებს. ,,სიყვარული” – ასეთი სახელწოდება აქვს რუსთაველი სკულპტორის, ივანე გულდედავას ნამუშევარს, რომელიც ნავით მოსეირნე წყვილს განასახიერებს და თეთრი ეკლარის ქვაშია შესრულებული. მერიაში განმარტავენ, რომ ქანდაკება ქალაქის ცენტრალური პარკის შესასვლელში, ტბასთან დაიდგა, რითაც კიდევ უფრო მიმზიდველი გახდა […]
ლუკაშენკამ შეიწყალა 37 პოლიტპატიმარი

ბელარუსის ავტორიტარმა ლიდერმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ 16 სექტემბერს ხელი მოაწერა შეწყალების ბრძანებას 37 პატიმრისთვის, რომლებიც სასჯელს იხდიან “ექსტრემისტული მიმართულების” დანაშაულებისთვის. როგორც რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახური იუწყება, შეწყალებულებს შორის ექვსი ქალია. შეწყალებულებს შორის არიან საპენსიო ასაკის პირები და პირები, რომლებსაც სერიოზული დაავადებები აქვთ. ლუკაშენკას პრესსამსახურმა პოლიტპატიმრების გათავისუფლებას უწოდა “სახელმწიფოს მხრიდან ჰუმანურობის კიდევ ერთი ჟესტი”. პრესსამსახური აზუსტებს, რომ […]
მიხაილ როთი – ძლიერი ოპოზიციის გარეშე ყველა დემოკრატია კვდება – საქართველოში ოპოზიციის მხარდასაჭერად არ ვიმყოფები, მე აქ ვიმყოფები, რათა ევროპულ ღირებულებებს შევუწყო ხელი

ძლიერი ოპოზიციის გარეშე ყველა დემოკრატია კვდება , – ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი პლატფორმა X-ზე წერს, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრის ამსახველ ფოტოს აქვეყნებს. ამასთან, როთის თქმით, ის საქართველოში არა ოპოზიციის მხარდასაჭერად, არამედ ევროპული ღირებულებების ხელშეწყობის გამო იმყოფება. „ძლიერი ოპოზიციის გარეშე ყველა დემოკრატია კვდება. საქართველოში ოპოზიციის მხარდასაჭერად არ ვიმყოფები. მე აქ […]
,,გაერთიანების გადაწყვეტილება “ძლიერი საქართველოს” და “გახარია – საქართველოსთვის” ხელშია. ხვალ ვეპატიჟები ორივეს, რათა მოლაპარაკებების ბოლო ეტაპი გაიმართოს“ – პრეზიდენტი

,,გაერთიანების გადაწყვეტილება “ძლიერი საქართველოს” და “გახარია – საქართველოსთვის” ხელშია. ხვალ ვეპატიჟები ორივეს, რათა მოლაპარაკებების ბოლო ეტაპი გაიმართოს“ – პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საგანგებო ბრიფინგზე აცხადებს: ,,საქართველოს ისტორიის გარდამტეხი არჩევნების დღე გვიახლოვდება და ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა მიიღონ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის მომავალს და ამას ყოველდღიურად ვხედავთ უფრო და უფრო ნათლად. ეს არჩევანი […]