ბექა ბურჯანაძის 12 ქულა და “ხუვენტუდთან” ბრძოლაში წაგებულ მატჩში

ბექა ბურჯანაძის შედეგიანი თამაში ესპანეთის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში. ქართველი ფორვარდის გუნდმა “ლეიმა კორუნამ” ერთ-ერთ ფავორიტ ბადალონის “ხუვენტუდს” უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში – 85:94 დამარცხდა. ბურჯანაძე ერთ-ერთი საუკეთესო იყო, თუმცა მისი გუნდი ბოლო წუთებზე მაინც დამარცხდა. ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 26 წუთი გაატარა. ბექამ 6-დან 5 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო […]

საქართველოში რეგისტრირებულ დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოებს „ობჩა“ დაემატა

ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების რაოდენობა 30-მდე გაიზარდა, რაც ქართული ღვინის მრავალფეროვნებაზე მიუთითებს და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი პოპულარიზაციისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდისთვის. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. „გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის მოთხოვნით, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს „საქპატენტი“ შპს იმერული ღვინის ასოციაციამ“ მიმართა. ღვინოების წარმოების სპეციფიკაციის მომზადებასა და რეგისტრაციასთან დაკავშირებულ სხვა ტექნიკურ საკითხებში ღვინის ეროვნული სააგენტო […]

„ესენი არიან ცეხავიკები, არა ბიზნესმენები“ – ჯაფარიძე კერძო სექტორის კობახიძესთან შეხვედრაზე

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ზურა ჯაფარიძე ირაკლი კობახიძისა და კერძო სექტორის წარმომადგენლების შეხვედრასთან დაკავშირებით წერს, რომ იქ მყოფი ადამიანები არა ბიზნესმენები, არამედ “ცეხავიკები” არიან. მისივე პოსტის მიხედვით, “ბიზნესი დგას დღეს რუსთაველზე, ხმამაღლა აფიქსირებს ანტირუსულ პოზიციას და ეხმარება დალეწილ და დაჩაგრულ ხალხს” “ფულის კეთების ყველა გზა ბიზნესი არაა. ასევე, ყველა ვინც ფულს აკეთებს ბიზნესმენი არაა ამ […]

,, ამხელა ფილარმონია ხალხს, საერთოდ არ გეუხერხულებათ ასეთი ყიჟინა და ლანძღვა დეზინფორმირებული პატიმრის შეცდომის გამო?” – მაია ნადირაძე

პარლამენტის ყოფილი წევრი, მაია ნადირაძე: ,,ვაკვირდები აქაურობას და ვერ ჩამოვყალიბდი, ხორუმში ჩაბმული ექსქოცები რამ უფრო აღაგზნო – ხორუმმა თუ სააკაშვილის პოსტმა. სამართლიანობისთვის მებრძოლ ამხელა ფილარმონია ხალხს, საერთოდ არ გეუხერხულებათ ასეთი ყიჟინა და ლანძღვა დეზინფორმირებული პატიმრის შეცდომის გამო?! არა, არ გეუხერხულებათ, იმიტომ რომ მთელი თქვენი ზიზღი პროპაგანდის შედეგი არ არის მხოლოდ, ეს ზიზღი გაპირობებულია შიშით. ნუ […]

შსს ვარკეთილში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს – 1 გარდაცვლილის გარდა, 3 პირს სამედიცინო დახმარება უტარდება

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განზრახ მკვლელობის და მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა – გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ოთხ პირს დანით სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დაზიანებები მიაყენა, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, მიღებული დაზიანებების შედეგად ერთი პირი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა, ხოლო სამ პირს შესაბამისი სამედიცინო დახმარება […]

“4 გამარჯვებული პარტია” და “არჩევნები გაყალბდა” ერთმანეთის საწინააღმდეგო გზავნილებია“ – იაგო ხვიჩია

,,გირჩის” ლიდერი, იაგო ხვიჩია: “4 გამარჯვებული პარტია” და “არჩევნები გაყალბდა” ერთმანეთის საწინააღმდეგო გზავნილებია და მინიმუმ ერთ წინადადებაში ამის თქმა იმას ნიშნავს, რომ დეგენერატი ხარ.“

ტრამპი მხარდამჭერებს ჰპირდება, რომ აშშ-ში „მხოლოდ ორი სქესი“ იქნება

ამერიკის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის „გენდერულ სიგიჟეს“ შეებრძოლება. განცხადება ტრამპმა AmericaFest-ზე გამოსვლისას გააკეთა. სიტყვით გამოსვლისას ტრამპმა თქვა, რომ „ტრანსგენდერულ სიგიჟეს“ შეებრძოლება. მის სიტყვებს აუდიტორიაში ოვაციები მოჰყვა. „პირველ დღეს ჩემი კალმის ერთი მოსმით შევაჩერებთ ტრანსგენდერულ სიგიჟეს და ხელს მოვაწერ ბრძანებას, რომ შევაჩეროთ ბავშვების სექსუალური დასახიჩრება.’’ – განაცხადა ტრამპმა. მან ხაზი გაუსვა, რომ […]

სასამართლომ მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი სამართალდამრღვევად ცნო, თუმცა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა და სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა

თბილისის საქალაქო სასამართლომ მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო, თუმცა მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბახუტაშვილი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდა და სიტყვიერი შენიშვნა გამოეცხადა. გიორგი ბახუტაშვილს მიმდინარე საპროტესტო აქციებისას წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავებიან. დღევანდელ პროცესზე დაიკითხნენ მოწმეები, როგორც დაცვის, ისე ბრალდების მხრიდან. კერძოდ, მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი და შსს-ს ორი თანამშრომელი, რომელთა თქმითაც, ბახუტაშვილის დაკავებაში მიიღეს მონაწილეობა. მანამდე […]

გია ვოლსკი – ეუთო/ოდირის დასკვნა არც ერთი პარამეტრით არ გამოდგება იმისთვის, რომ ახალი არჩევნების ჩატარების საფუძველი გახდეს – მასში არაფერი წერია ისეთი, რაც განმეორებითი არჩევნების ჩატარების საფუძველს შექმნის!

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის დასკვნა არც ერთი პარამეტრით არ გამოდგება იმისთვის, რომ ახალი არჩევნების ჩატარების საფუძველი გახდეს – მასში არაფერი წერია ისეთი, რაც განმეორებითი არჩევნების ჩატარების საფუძველს შექმნის! – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა. ვოლსკის თქმით, ეუთო/ოდირი მიუთითებს, რომ „არჩევნები იყო კონკურენტული და ადმინისტრირებული იყო მშვენივრად, მაღალ დონეზე”. ვოლსკი […]

ვოლოდიმირ ზელენსკი რობერტ ფიცოს მოსკოვში ვიზიტზე – რატომ არის ეს ლიდერი მოსკოვზე ასე დამოკიდებული? რას უხდიან მას და რით იხდის?

მოსკოვი მნიშვნელოვან ფასდაკლებებს აძლევს ფიცოს, მაგრამ სლოვაკეთი იხდის ამისთვის. ასეთი ფასდაკლებები უფასო არ არის – რუსეთში გადახდები სუვერენიტეტის ან ბუნდოვანი სქემებით ხდება, – ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის რობერტ ფიცოს მოსკოვში ვიზიტს და რუსეთის ლიდერ, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას. მისი თქმით, ეს საკითხი სლოვაკეთის სამართალდამცავი ორგანოებისა და სპეცსამსახურების შეშფოთების საგანი უნდა იყოს. „ჩვენ […]