არასამთავრობოები აქციაზე დაკავებულთათვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლას მოითხოვენ

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც პროევროპულ აქციებზე დაკავებულთა საქმეებს აკვირდებიან, პროკურატურისგან მოითხოვენ, შეიცვალოს აღკვეთის ღონისძიება სისხლის სამართლის საქმეებზე. სამოქალაქო პლატფორმა „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელი ნინო ლომჯარია ამბობს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ სისხლის სამართლის წესით დაკავებული 30-ზე მეტი ადამიანის შემთხვევაში გამოიყენა პატიმრობა, მოგვიანებით კი მხოლოდ ორ შემთხვევაში შეცვალა, როცა საქმე ეხებოდა პოლიტიკოს ალეკო ელისაშვილსა და არასრულწლოვან ბიჭს. […]
არც უიმედოდ უნდა ვიყოთ, არც ზედმეტად იმედიანად – მდინარაძე ტრამპის ინაუგურაციაზე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ საქართველომ „ზედმეტი იმედები“ არ უნდა დაამყაროს აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის მეორე ვადაზე. „ჩვენ არც უიმედოდ უნდა ვიყოთ და არც ზედმეტი იმედები უნდა დავამყაროთ 20 იანვრის შემდგომ პერიოდზე“, – უთხრა მდინარაძემ 23 დეკემბერს ჟურნალისტებს. აქამდე „ქართული ოცნების“ ლიდერები, მათ შორის მდინარაძე და პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ამბობდნენ, […]
ლევან მგალობლიშვილი – აფხაზეთის მთავრობის 2025 წლის ბიუჯეტი მაქსიმალურად გამჭვირვალე და დევნილთა საჭიროებებზე ორიენტირებული იქნება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ლევან მგალობლიშვილის ხელმძღვანელობით აფხაზეთის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს. მათი ცნობით, სხდომაზე მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მომავალი წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული გეგმები განიხილეს. „მთავრობის სხდომის ფორმატში, დღეს მინისტრთა კაბინეტის წევრებთან მომავალი წლის გეგმებზე ვიმსჯელეთ. ჩემთვის უმნიშვნელოვანესია, რომ 2025 წელს აფხაზეთის მთავრობის ბიუჯეტი მაქსიმალურად გამჭვირვალე და […]
ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა 2024 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა

ჩუღურეთის გამგებელმა, დავით მაქაცარიამ საზოგადოებას 2024 წლის განმავლობაში რაიონში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები გააცნო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. გამგებლის განცხადებით, მიმდინარე წლის განმავლობაში გამგეობის მიერ განხორციელებული საბიუჯეტო პროგრამებისა და პროექტებისთვის ჯამში, 21 300 112 ლარი დაიხარჯა. აქედან ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 5 839 400 ლარი გამოიყო. „წელს კაპიტალურად შეკეთდა და რეაბილიტირდა ჯამში, 53 მისამართზე გზის საფარი. […]
დონალდ ტრამპი – აშშ-ის მთავრობის ოფიციალური პოლიტიკა იქნება, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი – ვაპირებთ შევაჩეროთ ტრანსგენდერული სიგიჟე

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, თეთრ სახლში დაბრუნებისთანავე შეაჩერებს „ტრანსგენდერულ სიგიჟეს“. „პირველივე დღეს ჩემი კალმის მოსმით ვაპირებთ შევაჩეროთ ტრანსგენდერული სიგიჟე, ხელს მოვაწერ აღმასრულებელ განკარგულებებს, რათა შეწყდეს ბავშვთა სექსუალური დამახინჯება, ტრანსგენდერებს მოვაშორებთ სკოლებიდან“, – აღნიშნა ტრამპმა. მისი თქმით, შეერთებული შტატების მთავრობის ოფიციალური პოლიტიკა იქნება ის, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი. „ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, შეერთებული შტატების […]
ლევან მგალობლიშვილი – აფხაზეთის მთავრობის აპარატში ამოქმედდა ცხელი ხაზი, სადაც მოქალაქეები ყველა საჭირო კითხვაზე ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ

დევნილების წინაშე არსებული პრობლემების იდენტიფიცირების მიზნით, აფხაზეთის მთავრობის აპარატში ამოქმედდა ცხელი ხაზი – 143, სადაც მოქალაქეები ყველა საჭირო კითხვაზე ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ, – ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან მგალობლიშვილმა, აფხაზეთის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ლევან მგალობლიშვილის თქმით, დევნილი მოსახლეობის წინაშე არსებული პრობლემების სრული იდენტიფიცირება მოხდება და აფხაზეთის მთავრობა მათზე დროულ რეაგირებას მოახდენს. „მომავალი […]
ვარკეთილში მამაკაცი მოკლეს, დაჭრილია მისი მამა და მეზობელი

გუშინ თბილისში, მეტროსადგურ “ვარკეთილის” მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცი მოკლეს. დაჭრილია მოკლულის მამა და მეზობელი. არსებული ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებულია. AMBEBI.GE -ის ინფორმაციით, მოკლული ახალგაზრდა 26 წლის მიშო ქავთარაძეა. ცნობილი ხდება, რომ მას რამდენიმე ახალგაზრდა ჯგუფურად დაესხა თავს. ჩხუბი კი მკვლელობით დასრულდა. საშინელება მოხდა, დედას ერთადერთი შვილი მოუკლეს, უგულოებმა უმოწყალოებმა. მიშოს მამაც დაჭრილია, ძალიან ძალიან მძიმედაა. ჩემი მიშო […]
Honda და Nissan გაერთიანებას 2026 წლის აგვისტომდე აპირებენ

Honda Motor-მა და Nissan Motor-მა ხელი მოაწერეს შეთანხმებას თავიანთი ბიზნესების ინტეგრაციის შესახებ, ნათქვამია იაპონური ავტომწარმოებლების ერთობლივ პრესრელიზში. 23 დეკემბერს კომპანიების დირექტორთა საბჭომ ოფიციალურად დაამტკიცა შერწყმის მოლაპარაკებების დაწყება. საბოლოო შეთანხმება სავარაუდოდ 2025 წლის ივნისში იქნება მიღწეული. ავტომწარმოებლების აქციონერთა საერთო კრება გაერთიანების დასამტკიცებლად დაგეგმილია 2026 წლის აპრილში. მოსალოდნელია ერთობლივი ჰოლდინგის შექმნა, რომელიც ორივე ავტომწარმოებლის ოპერაციებს გააერთიანებს. შერწყმის […]
ბითაძის სათამაშო დრო კიდევ უფრო გაიზრდება – მისი კონკურენტი სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს

“ორლანდო მეჯიქის” ქართველი ცენტრის, გოგა ბითაძის სათამაშო დრო მიმდინარე სეზონში კიდევ უფრო გაიზრდება. ცნობილი ამერიკელი ინსაიდერის, შემს ჩარანიას ცნობით, “მეჯიქის” ცენტრმა მო ვაგნერმა მუხლის ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა და სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს. ტრავმის გამო “ორლანდოს” უკვე რამდენიმე კვირაა გუნდის ერთ-ერთი ლიდერი პაოლო ბანკერო ვერ ეხმარება, იმავე მიზეზით კი გარკვეულ პერიოდს მო ვაგნერის ძმა, ასევე გუნდის […]
„თბილღვინოს“ დამფუძნებელი – ბიზნესის 2 200-ზე მეტმა წარმომადგენელმა, ჩვენი განცხადება საჯარო სივრცეში გავაკეთეთ, გამოსავლის გზებიც იქ აღვნიშნეთ, ეს არის დაკავებულების გათავისუფლება და ხელახალი არჩევნები

„თბილღვინოს“ დამფუძნებლის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, 2 200-ზე მეტი ბიზნესის წარმომადგენელი კრიზიდან გამოსვლის გზას, აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებაში და ხელახალ არჩევნებში ხედავს. როგორც მარგველაშვილმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრამდე ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სხვა ბიზნესმენებთან ერთად მან თავისი პოზიცია პეტიციაში უკვე დააფიქსირა. „ჩვენ ალბათ, აქ ვიკრიბებით იმისთვის, რომ ვილაპარაკოთ კრიზისიდან გამოსვლის გზებზე. ჩვენ 2 200-ზე მეტმა ბიზნესს წარმომადგენელმა, ჩვენი განცხადება საჯარო […]