განვიხილეთ ყველა ნიუანსი, იყო ძალიან საინტერესო შეხვედრა – თეა ზაქარაძე

TAV ჯორჯიას გენერალური მენეჯერი ირაკლი კობახიძესთან თითქმის 4-საათიან შეხვედრას “საინტერესოს” უწოდებს დ ამბობს, რომ პრემიერისგან კონკრეტული პასუხები მიიღეს. ამის შესახებ მან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. “განვიხილეთ ყველა ნიუანსი, იყო ძალიან საინტერესო შეხვედრა, შესაბამისად, რა თქმა უნდა, ყველა ის პრობლემა, რაც ქვეყანაშია დავაფიქსირეთ და ძალიან კონკრეტული პასუხები იყო პრემიერ-მინისტრის მხრიდან. მე შესვლამდე არ ვსაუბრობდი ახალ არჩევნებზე, მე […]
ასე არ უნდა გაგრძელდეს… ეკონომიკა როგორმე უნდა შევინარჩუნოთ – ლაშა პაპაშვილი

ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის აზრით, ეკონომიკა როგორმე უნდა შევინარჩუნოთ. ეს განცხადებ BAG-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ, მედიასთან გააკეთა. “ოთხ საათზე მეტხანს გაგრძელდა საუბარი. საფრთხეები რაც არის ჩვენი ქვეყნის, ასე არ უნდა გაგრძელდეს, რომ ეკონომიკა შევინარჩუნოთ. უკვე ეტყობა სხვადასხვა მიმართულებებს იქნება ტურიზმი, სარესტორნო მიმართულება თუ სხვა… ძალიან [დიდი] ვარდნაა და ყველა ერთად უნდა გამოვიდეთ ამ […]
“კრედოში”, რომელიც მეხუთე უმსხვილესი ბანკია, იაპონურმა Gojo & Company-იმ 16% შეიძინა

იაპონურმა სოციალური გავლენის მქონე ჰოლდინგმა Gojo & Company, Inc.-მ კრედო ბანკის 16.8%-იანი წილი შეიძინა, რითაც სადებიუტო ინვესტიცია განახორციელა საქართველოში – ამის შესახებ ინფორმაციას თავად “კრედო ბანკი” აქვეყნებს. “კრედო ბანკი” საქართველოს საბანკო სისტემაში რიგით მეხუთე უმსხვილესი ბანკია, რომლის აქტივებიც 2.87 მილიარდი ლარია. ბანკის მთლიანი საკრედიტო პორტფელი 2.4 მილიარდ ლარს შეადგენს. “კრედო ბანკის” დამფუძნებლები და აქციონერები ევროპული […]
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8128 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8128 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8082 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0046 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9236 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9174 ლარს შეადგენდა. […]
“12 წელია დაისვენა ქვეყანამ” – რა თქვეს პრემიერთან შეხვედრაზე მისულმა ბიზნესმენებმა ჟურნალისტებთან

“ვრ ჰოლდინგის” დამფუძნებელმა, ნოშიკო ნამორაძემ ჟურნალისტს პრემიერ-მინისტრთან დაგეგმილი შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა, რომ 12 წელია დაისვენა ქვეყანამ, არც ომში ხარ და არც უკრაინის სიტუაცია არ გვაქვს. “12 წელია დაისვენა ქვეყანამ, არც ომში ხარ და არც უკრაინის სიტუაცია არ გვაქვს. მოგწონს, რაც უკრაინაში ხდება? უკრაინა მოგწონს? გეკითხები, მოგწონს უკრაინაში რაც ხდება? რა უქნეს ქვეყანას, ნახეთ? იგივე გინდა, […]
,, ეს ზიზღი ხომ კარგა ხანი აღარ გაქრება” – მერაბ მეტრეველი

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი: ,,ქართულმა პოლიციამ, რომელიც ივნიშვილის რეჟიმმა მოძალადეებად მოროდიორებად და ქურდებად აქცია (უმარავი პატიმარი ყვება, რომ ნივთები მოპარეს), მის მიმართ ამ დღეებში საზოგადოებაში გაჩენილ ზიზღს რა უნდა უყოს? ეს ზიზღი ხომ კარგა ხანი აღარ გაქრება. “
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8128 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8128 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8128 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8082 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0046 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9236 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9174 ლარს შეადგენდა. […]
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი – ჩემი მოწოდება ეუთო/ოდირის დასკვნაში მოცემული რეკომენდაციების სრულად განხორციელებაა

ჩემი მოწოდება ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნაში მოცემული რეკომენდაციების სრულად განხორციელებაა , – ამის შესახებ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, პია კაუმა სოციალურ ქსელში წერს. „როგორც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ჩემი მოწოდება დასკვნაში მოცემული რეკომენდაციების სრულად განხორციელებაა“, – წერს პია კაუმა.
უკრაინის ომბუდსმენი რუსეთის ძალებს ბრალად სდებს, რომ მათ სიკვდილით დასაჯეს ტყვედ ჩავარდნილი უკრაინელები

რუსმა სამხედროებმა სიკვდილით დასაჯეს ხუთი უკრაინელი – ტყვედ ჩავარდნილი ჯარისკაცი, – ეს ბრალდება გამოთქვა უკრაინის ადამიანის უფლებათა დამცველმა. ეს რუსეთის ჯარის წინააღმდეგ გამოთქმული ბოლო ბრალდებაა ომის დანაშაულში. ომბუდსმენმა დმიტრო ლუბინეცმა 22 დეკემბერს განაცხადა, რომ რუსმა სამხედროებმა დახვრიტეს ხუთი შეუიარაღებელი ჯარისკაცი უშუალო სიახლოვიდან მას შემდეგ, რაც ისინი დანებდნენ. მას დეტალებზე არ უსაუბრია, მაგრამ Telegram-ზე განაცხადა, რომ […]
მოსამართლემ გიორგი ბახუტაშვილს სიტყვიერი გაფრთხილება მისცა

მოსამართლე ნინო ენუქიძემ აქციაზე დაკავებულ მსახიობ გიორგი ბახუტაშვილს სიტყვიერი გაფრთხილება მისცა. გიორგი ბახუტაშვილს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებს – წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავებიან. მსახიობი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციისას ადმინისტრაციული წესით 30 ნოემბერს დააკავეს.