“დღეს ბიზნესი თავისუფალია, არავითარი წნეხი არ არსებობს” – ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, ბიზნესასოციაციის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე ქვეყანაში არსებულ ბიზნესგარემოზე ისაუბრა და თქვა, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ბიზნესზე წნეხი და ტერორი დასრულდა. “ყველას გახსოვთ, 2012 წლამდე რა ვითარება იყო ბიზნესის თავისუფლების თვალსაზრისით. რამდენად მძიმე ზეწოლა იყო ბიზნესზე, პირდაპირი ტერორი ხორციელდებოდა ბიზნესმენების მიმართ. იყო ათასობით ფაქტი იმისა, რომ ბიზნესმენებს სახელმწიფოზე უწევდათ საკუთარი ქონების […]

კოკოითი: „საქართველომ უნდა ცნოს სამხრეთი ოსეთი და დაუბრუნოს ტერიტორიები”

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ყოფილი დე ფაქტო ლიდერი ედუარდ კოკოითი, რომელიც აგვისტოს ომის დროს „პრეზიდენტი“ იყო, გამოეხმაურა პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ბოდიშის მოხდის ინიციატივას. კოკოითის თქმით, ეს „თამამი განცხადებაა“, თუმცა ის ბიძინა ივანიშვილის განცხადების გულწრფელობაში დარწმუნებული არაა. „ივანიშვილის განცხადების არსში ახალი არაფერია, 2008 წლიდან ვაცხადებ, რომ სააკაშვილი და მისი ხელქვეითები საერთაშორისო […]

კრიპტოგრაფთა თავდასხმები გაძლიერდა, ხოლო სხვა კომპიუტერული მავნე პროგრამების შეტევები შესუსტდა

2024 წლის მეორე კვარტალში „კასპერსკის ლაბორატორიის“ გადაწყვეტილებებმა დაიცვა 85,819 უნიკალური მომხმარებელი გამოსასყიდი ტროიანელებისაგან, მაშინ როცა ეს მაჩვენებელი ერთი წლის წინ იყო 57,612. კომპანიის მონაცემებით, ამ წლის იმავე თვეებში ყველა გამოსასყიდის მსხვერპლთა 12%, რომელთა მონაცემები გამოქვეყნდა ჯგუფების DLS საიტებზე (data leak site), დაზარალდა კრიპროგრაფებისგან. 2024 წლის აპრილ-ივნისში აღმოჩენილი იქნა გამოსასყიდის 5 ახალი ოჯახი და 4456 ახალი […]

ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მცხეთა-მთიანეთის დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობას შეხვდა

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” მცხეთა-მთიანეთის დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლების: ვაზიანისა და ქსოვრისის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე შეაჯამეს სოფლებში განხორციელებული პროექტები. ისაუბრეს არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების მნიშვნელობაზე, ასევე მშვიდობიანი განვითარების იმ გზაზე, რომელსაც საქართველო ბოლო წლების განმავლობაში გადის. შეხვედრას ესწრებოდნენ, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე – გივი გიუტაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე – გიორგი ელოშვილი, ასევე პარტიისა და […]

680 000 ადამიანი ამოვიდა აბსოლუტური სიღარიბიდან – ირაკლი კობახიძე

2021 წლიდან ჩვენი ნომინალური ეკონომიკა ლარში 40 მლრდ-ით გაიზარდა, შესაბამისად, დაახლოებით 10 მლრდ-ით გაიზარდა ქვეყნის ბიუჯეტი, რაც იძლევა საშუალებას, კიდევ უფრო მეტად ვიზრუნოთ ქვეყნის განვითარებაზე – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბიზნეს ასოციაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ყველა მიმართულებით არის ძალიან კარგი ტენდენციები და ტემპი, რაც ეკონომიკის მასტიმულირებელი პროექტების განხორციელების საშუალებას […]

“ერთი-ერთზე, ძმაო” – რუდიგერმა ხაბიბი გამოიწვია, დაღესტნელის პასუხმა არ დააყოვნა

“რეალის” ცენტრალურმა მცველმა ანტონიო რუდიგერმა ხაბიბ ნურმაგომედოვი გამოიწვია. “ერთი-ერთზე, ჩემო ძმაო”, – დაწერა გერმანელმა საკუთარ “ინსტაგრამგვერდზე”. “ერთი-ერთზე? ეს ფეხბურთი არ არის, ეს MMA-ა. ფრთხილად იყავი”, – მიმართა ნურმაგომედოვმა რუდიგერს. შეგახსენებთ, დაღესტნელმა კარიერა 2021 წელს დაასრულა.

უკრაინა მოითხოვს რეაგირებას მახვილით უკრაინელი სამხედრო ტყვის სავარაუდო მკვლელობის გამო

უკრაინის ომბუდსმენმა დმიტრო ლუბინეცმა გაეროს და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს მიმართა სოციალური ქსელებით გავრცელებული ფოტოს გამო, რომელიც, სავარაუდოდ, ასახავს უიარაღო, ხელებშეკრული უკრაინელი სამხედრო ტყვის მახვილით მკვლელობას. ლუბინეცი რუსეთს ბარბაროსობასა და საერთაშორისო სამართლის უხეშად დარღვევაში ადანაშაულებს და ომის მორიგ, სავარაუდო დანაშაულზე რეაგირებას მოითხოვს. როგორც გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ წერს, სოციალური ქსელებით დღეს, 17 სექტემბერს, გავრცელებული ფოტოს მიხედვით, […]

დავითულიანი სანქციებზე: ცოტა უხერხული მგონია

დაასანქცირეს ძალიან სასაცილო ბრალდებით. საერთოდ, ამერიკის შეერთებული შტატები ამ დონეზე რომ ჩადის და ასე კონკრეტულ ადამიანებს ადებს ხელს, ცოტა უხერხული მგონია. ამხელა იმპერიას, სახელმწიფოს, რომელსაც პრეტენზია აქვს მსოფლიოს დღის წესრიგის განსაზღვრაზე, ცოტათი არასერიოზული მგონია, ასეთ გამოვლინებებს რომ აკეთებს.

ვალერი ჩეჩელაშვილი – სანქციები დააფიქრებს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს, რომლებსაც სჯერათ, რომ ხელისუფლება აშშ-სთან ურთიერთობებს გამოასწორებს და საქართველოს ევროპულ ტრაექტორიაზე დააბრუნებს

საქართველოს რეალობაში, ვფიქრობ, სანქციები ძალიან ბევრ ადამიანს დააფიქრებს და უპირველესად, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს, რომლებსაც დღესაც სჯერათ იმის, რომ „ქართული ოცნება“ გამოასწორებს ურთიერთობებს აშშ-სთან და საქართველოს ევროპულ ტრაექტორიაზე დააბრუნებს – ამერიკასთან ერთად ევროკავშირის მხრიდანაც გარკვეული სანქციების დაკისრების შესაძლებლობა ახლა გაცილებით უფრო რეალურია,- ამის შესახებ პოლიტოლოგმა ვალერი ჩეჩელაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით განუცხადა, სადაც […]

სამოქალაქო ორგანიზაციები – ვგმობთ სიძულვილის, ჩაგვრისა და დისკრიმინაციის დაკანონების იმ პროცესს, რომელიც პარლამენტში მიმდინარეობს – მოვუწოდებთ პრეზიდენტს, ვეტო დაადოს კანონების პაკეტს

ჩვენ, საქართველოს სამოქალაქო ორგანიზაციები, ვგმობთ სიძულვილის, ჩაგვრისა და დისკრიმინაციის დაკანონების იმ პროცესს, რომელიც ამჟამად საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს,-ამის შესახებ 32 სამოქალაქო ორგანიზაციის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული. ისინი საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდებენ, ვეტო დაადოს კანონების პაკეტს და არ დაუშვას სიძულვილის, ცენზურისა და ჩაგვრის დაკანონება. „ქართული ოცნება” მესამე მოსმენით იღებს კანონების პაკეტს, რომლის მიზანი წინასაარჩევნოდ საზოგადოების მანიპულაცია, რეალური პრობლემების გადაფარვა, […]