ცესკოს სპიკერმა საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, საკანონმდებლო რეგულაციები, შესაბამის ვადებში საარჩევნო უბნების შექმნა და სხვა პროცედურები გააცნო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერი, ნათია იოსელიანი საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, საკანონმდებლო რეგულაციები, შესაბამის ვადებში საარჩევნო უბნების შექმნა და სხვა პროცედურები გააცნო. როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობა და თანაბარი სერვისების მიწოდება საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. „2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის არჩევნები გაიმართება. საზღვარგარეთ […]
ირაკლი კობახიძე – დაახლოებით, 10 მილიარდით გაიზარდა ქვეყნის ბიუჯეტი, რაც იძლევა საშუალებას, კიდევ უფრო მეტად ვიზრუნოთ ქვეყნის განვითარებაზე

2021 წლიდან ჩვენი ნომინალური ეკონომიკა ლარში 40 მლრდ-ით გაიზარდა, შესაბამისად, დაახლოებით 10 მილიარდით გაიზარდა ქვეყნის ბიუჯეტი, რაც იძლევა საშუალებას, კიდევ უფრო მეტად ვიზრუნოთ ქვეყნის განვითარებაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბიზნეს ასოციაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, ყველა მიმართულებით არის ძალიან კარგი ტენდენციები და ტემპი, რაც ეკონომიკის მასტიმულირებელი პროექტების განხორციელების საშუალებას იძლევა. […]
ირაკლი კობახიძე – ჩვენ მოვახერხეთ ქვეყანაში 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობის შენარჩუნება, ეს არის მიღწევა, რომლითაც შეგვიძლია, ვიამაყოთ

ჩვენ მოვახერხეთ ქვეყანაში 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობის შენარჩუნება და ჩვენი ხელისუფლება არის პირველი ხელისუფლება, რომლის დროსაც, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ჩვენს ქვეყანას ომი არ ჰქონია, ეს არის მიღწევა, რომლითაც შეგვიძლია, ვიამაყოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბიზნეს ასოციაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთავარია ქვეყანაში სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნება. „ამ ოთხი წლის […]
ბრატისლავაში მდინარე დუნაიზე წყლის დონემ 9,6 მეტრს მიაღწია

სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში დუნაის წყალდიდობამ შესაძლოა პიკს მიაღწია, წყლის დონემ 9,6 მეტრამდე მოიმატა. ამის შესახებ Aktuality იუწყება, წერს „ევროპეისკაია პრავდა“. 17 სექტემბრის დილის მდგომარეობით, დევინას ციხის მიდამოში (ბრატისლავიდან ზემოთ), დუნაის წყლის დონე 9 მეტრს აღწევს, ხოლო თავად ბრატისლავაში 9,62 მეტრზე მერყეობს. მეტეოროლოგები თვლიან, რომ წყლის დონე უკვე დასტაბილურდა და კლებას გააგრძელებს, რადგან ეს ტენდენცია ავსტრიაში […]
ღია მმართველობის ინდექსით საქართველო მსოფლიოში 41-ე ადგილზეა, ევროკავშირის და ნატოს წევრ 7 სახელმწიფოს და ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას უსწრებს
მსოფლიო ბანკის „გლობალური კეთილდღეობის მონაცემთა ბაზა“ ღია მმართველობის ინდექსს აქვეყნებს, რომელიც „მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის“ 11 წლიანი კვლევის შედეგებს ეფუძნება. ღია მმართველობის შეფასების 100% იანი სისტემით საქართველომ 59% დაიმსახურა და ბრაზილიასთან და ინდოეთთან ერთად თანაბარი შეფასებით მსოფლიოში 41-ე პოზიციაზეა. ინდექსის მიხედვით ირკვევა, რომ საქართველო ღია მმართველობით უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ 7 ქვეყანას და ევროკავშირის კანდიდატ […]
“ბოდიშთან“ დაკავშირებული ოპოზიციის ინტერპრეტაციები არა სერიოზული განსჯის და ანალიზის საფუძველს იძლევა, არამედ მხოლოდ იმას გვიმტკიცებს კიდევ ერთხელ, რომ ხელისუფლებაში არ უნდა მოვუშვათ ადამიანები, რომლებიც ამას ყველანაირი ტყუილის ფასად ცდილობენ
“ბოდიშთან“ დაკავშირებული ოპოზიციის ინტერპრეტაციები არა სერიოზული განსჯის და ანალიზის საფუძველს იძლევა, არამედ მხოლოდ იმას გვიმტკიცებს კიდევ ერთხელ, რომ ხელისუფლებაში არ უნდა მოვუშვათ ადამიანები, რომლებიც ამას ყველანაირი ტყუილის ფასად ცდილობენ “ბოდიშთან“ დაკავშირებული ოპოზიციის ინტერპრეტაციები არა სერიოზული განსჯის და ანალიზის საფუძველს იძლევა, არამედ მხოლოდ იმას გვიმტკიცებს კიდევ ერთხელ, რომ ხელისუფლებაში არ უნდა მოვუშვათ ადამიანები, რომლებიც ამას ცდილობენ […]
პრეზიდენტი გახარია-ხაზარაძეზე: ვეპატიჟები 3 საათზე სადილად, მანამდე რაც უნდათ, ის გააკეთონ

“მე ვეპატიჟები სამ საათზე სადილად ორივეს და მანამდე რაც უნდათ, ის გააკეთონ”- ასე პასუხობს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ძლიერი საქართველოს ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომ გიორგი გახარიასთან პირადი შეხვედრა დღეს ვერ ხერხდება. მამუკა ხაზარაძე მიიჩნევს, რომ სანამ პრეზიდენტთან შეხვედრა შედგება, მნიშვნელოვანია, მან და გახარიამ განსაზღვრონ, აქვთ თუ არა საერთო ხედვა. “მე ვეპატიჟები სამ საათზე სადილად ორივეს […]
ზავრადაშვილი: რატომ დარდობთ ჩვენს დასანქცირებაზე? ნუ ნერვიულობთ

რატომ დარდობთ ჩვენს დასანქცირებაზე? ნუ ნერვიულობთ. […] ჩემს დასანქცირებაზე თქვენ არ ინერვიულოთ, ამ ქვეყნის კეთილდღეობის გულისთვის, მთელი ისტორიის განმავლობაში, ამ ქვეყნის კეთილდღეობის გულისთვის, ადამიანებმა სიცოცხლე და ოჯახები შესწირეს და როგორმე ჩვენ ამ სანქციებს გადავიტანთ, თუ იქნება. თუ იქნება სანქციები ამ ქვეყნის გადარჩენისთვის ჩვენ მზად ვართ ყველაფრისთვის.
გახარიას პარტიის წარმომადგენლები პრეზიდენტთან სადილზე მისვლას გეგმავენ, „ლელო“ კი ორბელიანის სასახლეში დღეს აღარ მივა

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პრეზიდენტის მიპატიჟებას იღებს და ორბელიანის სასახლეში დღეს დაგეგმილ სადილზე მისვლის მზადყოფნას კიდევ ერთხელ ადასტურებს. როგორც პარტიის პრესსამსახურში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, „გახარია საქართველოსთვის“ გეგმებში არაფერი შეცვლილა. „პრეზიდენტთან შეხვედრაზე მივდივართ, არაფერი შეცვლილა, ჩვენი პოლიტიკური გუნდი წარმოდგენილი იქნება პრეზიდენტის მოწვევის შესაბამისად“, – განაცხადეს პარტიაში. ცნობისთვის, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ფიქრობს, რომ პრეზიდენტთან შეხვედრამდე მასსა […]
პაატა ზაქარეიშვილი – სანქციებით ამერიკას სურს გააქარწყლოს „ქართული ოცნების“ დემაგოგია და ცინიზმი, თითქოს ყველაფერი კარგადაა და მომავალში გადატვირთვა უკეთესობისკენ მოხდება – არა! აშშ მოქალაქეებს ეუბნება, რომ ეს არის ტყუილი

ამერიკა პრინციპულია თავის პოზიციებში. ის არ აპატიებს საქართველოს ფარისევლობას, როცა კონსტიტუციაში უწერია ნატო და ევროკავშირი, – ასე აფასებს პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ “საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრაში” მონაწილე 60-ზე მეტი ქართველისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ სავიზო შეზღუდვების დაწესებას, ასევე, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ზვიად ხარაზიშვილის, იგივე “ხარებას” და მისი […]