დიმიტრი მედვედევი – ყველა ოხერი – ჯონსონები, ბორელები და სხვა რუსოფობიური უწმინდურები, აქტიურად ითხოვს „რუსეთის სიღრმეში“ დარტყმებს – მათ მოსაგერიებლად საგულდაგულოდ უნდა მოვემზადოთ

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, დასავლეთი ახლაც არანაირად არ ზღუდავს კიევს ნატო-ს პოტენციალის გამოყენებით, რუსეთის სიღრმეში დარტყმაში, რუსეთის ფედერაცია საგულდაგულოდ უნდა მოემზადოს მათ მოსაგერიებლად, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა. „ბოლო დროს, ყველა საზიზღარი, ოხერი, როგორიცაა ჯონსონები, ბორელები და სხვა რუსოფობიური უწმინდურები, აქტიურად ითხოვს ნატო-ს პოტენციალის გამოყენებით […]

შალვა პაპუაშვილი – ოპოზიცია წინასაარჩევნოდ მანდატს ითხოვს იმ დაწესებულებაში სამუშაოდ, რომელშიც ისინი არ დადიან, ცოტა გაუგებარია, როგორ ჯდება ეს ლოგიკაში

ოპოზიცია წინასაარჩევნოდ მანდატს ითხოვს იმ დაწესებულებაში სამუშაოდ, რომელშიც ისინი არ დადიან, ცოტა გაუგებარია, როგორ ჯდება ეს ლოგიკაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, გაუგებარია ოპოზიციის დამოკიდებულება. „გვაქვს სხდომაზე არდასწრების წერილები. კერძოდ, მოგვმართავს „ეროვნული და დემოკრატიული სახელმწიფოსთვის“, რომ დღევანდელ სხდომას არ დაესწრებიან. „ნაციონალური მოძრაობა“ არ დაესწრება, […]

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების თაობაზე იმსჯელა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების თაობაზე საკითხი შეისწავლა. შედეგები კოლეგებს კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა გააცნო. საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, ანგარიშის თანახმად, მიმდინარე წლის 1-ელი ივნისიდან 31 აგვისტოს პერიოდში პრემიერ-მინისტრს, სამინისტროს ან მინისტრს, ადგილობრივ თვითმმართველობებს (მუნიციპალიტეტებს) და სხვა დაწესებულებებს პარლამენტის წევრის 121 კითხვა გაეგზავნა, რომელთაგან პასუხი გაცემულია 91-ზე (75 %), ხოლო 30 წერილობით […]

ირაკლი კობახიძე – მეტი ადამიანია დასაქმებული და ადამიანებს აქვთ უფრო მაღალი ანაზღაურება, 146 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, ეს არის 4-წლიანი ეკონომიკური ზრდის შედეგები

2021 წლის პირველ კვარტალში, უმუშევრობა შეადგენდა 21.9 %-ს, 2024 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით, უმუშევრობა არის 3.7%, გვაქვს ძალიან სერიოზული გაუმჯობესება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბიზნესასოციაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნულ პერიოდში, შეიქმნა 146 000 ახალი სამუშაო ადგილი და გაზრდილია დაქირავებულთა შრომის ანაზღაურება. „კონკრეტული ადამიანები საქმდებიან და მათი საშუალო ანაზღაურება […]

ირაკლი კობახიძე – მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება არის ერთ-ერთი მთავარი გასაღები იმისთვის, რომ ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით მაქსიმალურად კარგი ტემპები შევინარჩუნოთ

მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება არის ერთ-ერეთი მთავარი გასაღები იმისათვის, რომ ჩვენ მაქსიმალურად კარგი ტემპები შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბიზნესასოციაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, მშვიდობის დარღვევამ უკრაინისთვის მძიმე შედეგები მოიტანა. „მინდა, კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი მშვიდობის და სტაბილურობის მნიშვნელობას. თქვენ ნახეთ, მშვიდობის დარღვევამ რა შედეგები მოიტანა […]

თბილისის საქალაქო სასამართლოში ვარკეთილში, ბაჩო ბაშარულისა და ნიკა არჩვაძის მკვლელობაში ბრალდებულის, იური კალანდარიშვილის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ვარკეთილში, ბაჩო ბაშარულისა და ნიკა არჩვაძის მკვლელობაში ბრალდებულ იური კალანდარიშვილის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ, ამასთან გადაისინჯება დაკავებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა. ამასთან, ბრალდებულს შეეთავაზება ნაფიც მსაჯულთა სასამართლო. ცნობისთვის, შემთხვევა ვარკეთილში 5 ივნისს მოხდა, სანადირო თოფიდან გასროლით 39 წლის ბაჩო ბაშარული და 40 წლის ნიკა არჩვაძე მოკლეს. მომხდართან […]

NGO-ები: ვგმობთ პარლამენტში მიმდინარე სიძულვილის, დისკრიმინაციის დაკანონების პროცესს

32 არასამთავრობო ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს და გმობს “სიძულვილის, ჩაგვრისა და დისკრიმინაციის დაკანონების იმ პროცესს, რომელიც ამჟამად საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს”. დღეს ოცნება გეგმავს, ჰომოფობიური, პროპაგანდისტული კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღოს. NGO-ები აცხადებენ, რომ საკანონმდებლო პაკეტი თავისი არსით ეხება არამხოლოდ ერთ ჯგუფს, არამედ ქმნის პრეცედენტს, რომ მომავალში მთავრობას შეეძლოს ნებისმიერ მოქალაქეს ჩამოართვას კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები. “ჩვენ, საქართველოს სამოქალაქო […]

ჩვენი მთავარი ამოცანა არის, ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნებაა – კობახიძე

ჩვენი მთავარი ამოცანა არის, ბუნებრივია, ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება, რისთვისაც ყველა პირობა არსებობს, მთავარია, გავუფრთხილდეთ დღეს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბიზნეს ასოციაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ეკონომიკური ზრდის დინამიკაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში ზრდის ძალიან კარგი ტემპია. „ეს ყოველთვის ასე არ […]

AliQ Media-ს დამფუძნებელი არსენ ხარატიანი თბილისის აეროპორტში არ შემოუშვეს

სომეხი ჟურნალისტი და საქართველოში “AliQ Media-ს” დამფუძნებელი არსენ ხარატიანი 16 სექტემბერს, თბილისის აეროპორტში არ შემოუშვეს. ხარატიანი ამის შესახებ ინფორმაციას ფეისბუკზე ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ აეროპორტში 4 საათის მანძილზე დააკავეს, შემდეგ კი თვითმფრინავში ჩასვეს და ევროპაში დააბრუნეს. “თბილისიდან 18 სექტემბრის ერევნის მიმართულებით დასაბრუნებელი ბილეთი მქონდა, თუმცა მითხრეს, რომ საქართველოს კანონმდებლობით, თუ პირს უარი ეთქვა ქვეყანაში შესვლაზე, […]

680 000 ადამიანი ამოვიდა აბსოლუტური სიღარიბიდან – ირაკლი კობახიძე

2021 წლიდან ჩვენი ნომინალური ეკონომიკა ლარში 40 მლრდ-ით გაიზარდა, შესაბამისად, დაახლოებით 10 მლრდ-ით გაიზარდა ქვეყნის ბიუჯეტი, რაც იძლევა საშუალებას, კიდევ უფრო მეტად ვიზრუნოთ ქვეყნის განვითარებაზე – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბიზნეს ასოციაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ყველა მიმართულებით არის ძალიან კარგი ტენდენციები და ტემპი, რაც ეკონომიკის მასტიმულირებელი პროექტების განხორციელების საშუალებას […]