პრეზიდენტმა 9 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს 9 მსჯავრდებული პირი შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ამავე ინფორმაციით, მათგან, 5 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან. 4 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა, მათ შორის, 1 ქალ მსჯავრდებულს.

ქვეყნის განვითარება გაგრძელდება იგივე ტემპით. ახალი არჩევნები 4 წლის შემდეგ იქნება – ზურაბ ჩხაიძე

კომპანია „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ გენერალური მდივანი ზურაბ ჩხაიძე ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ ამბობს, რომ ქვეყანა სწორად ვითარდება და ამავე ტემპით გაგრძელდება. მისივე თქმით, ახალი არჩევნები მხოლოდ 4 წლის შემდეგ იქნება. „მთავრობის გუნდს აქვს კონკრეტული გეგმა, რომელიც მოიცავს იმას, რომ ქვეყნის განვითარება გაგრძელდეს იგივე ტემპით, როგორიც არის ახლა. ვფიქრობ, რომ ეს ტემპი რაც არის და ეს […]

დაუთმეთ დღის ეთერი სოციალურ-პოლიტიკური საკითხების გაშუქებას – პირველი არხის თანამშრომლები

საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების ნაწილი ითხოვს, რომ ფილმებისა და სერიალების ნაცვლად დღის ეთერი სოციალურ-პოლიტიკურ საკითხების გაშუქებას დაეთმოს. ეს მოთხოვნა, რაც მათ რამდენიმე კვირაა აქვთ, კიდევ ერთხელ დააყენეს დღეს, 23 დეკემბერს ტელევიზიის შესასვლელთან, კიბეებზე გამართულ პრესკონფერენციაზე. განცხადებას, რომელიც დღეს ორმოცამდე თანამშრომლის სახელით გაჟღერდა, სხვადასხვა პროექტის თანამშრომლები უერთდებიან. მათ შორის არიან „რეალური სივრცის“, „ამ შაბათ-კვირის“ და „მოამბის“ თანამშრომლების […]

განვიხილეთ ყველა ნიუანსი, ახალ არჩევნებზე საუბარი არ ყოფილა, პრემიერმა თქვა, რომ ახალ წლამდე განთავისუფლდებიან დაკავებულები – თეა ზაქარაძე

განვიხილეთ ყველა ნიუანსი, იყო ძალიან საინტერესო შეხვედრა, გულწრფელად გეუბნებით. ყველა ის პრობლემა, რაც დღეს ქვეყანაშია, დავაფიქსირეთ, – ამის შესახებ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა, თეა ზაქარაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. ზაქარაძის თქმით, პრემიერის მხრიდან გაცემული იყო ძალიან კონკრეტული პასუხები. „პრემიერმა ძალიან დეტალურად ისაუბრა. შეხვედრამდე მე […]

ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციები გაიაფდა

Galt&Taggart 16–20 დეკემბრის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე დალისტული სამი კომპანიის აქციების ფასები თვიურ ჭრილში გაიაფდა. წინა კვირასთან შედარებით კი მხოლოდ საქართველოს ბანკის ჯგუფის აქციები გაძვირდა. საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 46.80 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +2.18% წინა კვირასთან შედარებით და -3.90% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 433 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP […]

რაზე ესაუბრა მიხეილ სარჯველაძე ამერიკის აკრედიტაციის საერთაშორისო კომისიის უფროს ვიცე-პრეზიდენტს?

ჯანდაცვის მინისტრი ამერიკის აკრედიტაციის საერთაშორისო კომისიის (AACI) უფროს ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მიხეილ სარჯველაძემ და კრესო ანტონიო პალისკამ, ქვეყანაში, ჯანდაცვის მიმართულებით გატარებული რეფორმები განიხილეს. მხარეებმა, სამომავლო გეგმებსა და ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივებზეც ისაუბრეს. „აღსანიშნავია, რომ AACI, მთელს მსოფლიოში, ჯანდაცვის ორგანიზაციების აკრედიტაციისა და სერტიფიცირების მიმართულებით მუშაობს. როგორც ორგანიზაციის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, ბოლო 2 წლის განმავლობაში, საქართველოში, […]

გიგი წერეთელი – ვიკრიბებით, რომ შევაჯეროთ მოსაზრებები, შემდეგ აუცილებლად იქნება პრეზიდენტთან კოორდინაცია – კრიზისის განმუხტვის მთავარი გზა სწორედ ახალი არჩევნებია

ვიკრიბებით, რომ შევაჯეროთ მოსაზრებები, ბუნებრივია, შემდეგ აუცილებლად იქნება პრეზიდენტთან კოორდინაცია , – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი წერეთელმა ოპოზიციური პარტიების სამუშაო შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. გიგი წერეთლის განცხადებით, შეხვედრისას მიმდინარე პროცესებზე და პროტესტის მთავარ მოთხოვნაზე – დაინიშნოს ხელახალი არჩევნები, ისაუბრებენ. „პროტესტის მოთხოვნაა, ახალი არჩევნები და ჩვენც ვხედავთ, რომ კრიზისის განმუხტვის მთავარი გზა სწორედ […]

გიორგი ბახუტაშვილი – თავს აბსოლუტურად უდანაშაულოდ მივიჩნევ – სასამართლო პროცესები კოსტიუმირებულ წვეულებას ჰგავდა

აბსოლუტურად უდანაშაულოდ მივიჩნევ თავს , – ასე შეაფასა მსახიობმა, გიორგი ბახუტაშვილმა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, ის სასამართლომ ადმინისტრაციული სამართალდამრღვევად ცნო, თუმცა სიტყვიერი შენიშვნა მიეცა. როგორც გიორგი ბახუტაშვილმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი დანაშაული ბრალდების მხარემ ვერცერთ ეპიზოდში ვერ დაადასტურა. “ამდენი წელია, ერთი და იგივე ხდება. არა მხოლოდ ამ რეჟიმის, წინა რეჟიმის პირობებშიც იგივე […]

დავით დოიაშვილი – ყინული დაიძრა, გასაგებია, რომ დამნაშავედ ცნეს გიორგი ბახუტაშვილი, მაგრამ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლნენ – ძალიან მალე ანდრო ჭიჭინაძესაც გარეთ ვიხილავთ

ჩემი აზით, ყინული დაიძრა. გასაგებია, რომ დამნაშავედ ცნეს[გიორგი ბახუტაშვილი], მაგრამ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლნენ , – ასე შეაფასა რეჟისორმა დავით დოიაშვილმა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო, თუმცა სიტყვიერი შენიშვნა გამოეცხადა. აღნიშნული განცხადება რეჟისორმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებთან გააკეთა, სადაც გიორგი ბახუტაშვილის საქმეზე პროცესი გაიმართა. “ეს [ყინული] აუცილებლად დაიძვრება, დაიძვრება, დაიძვრება […]

ყველას გაინტერესებთ, ან ერთი ან მეორე მხარის სასარგებლოდ რამე ვთქვა და ამას ვერ დამაცდენინებთ – ლაშა პაპაშვილი

ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა განაცხადა: “ოთხ საათზე მეტხანს გაგრძელდა საუბარი. საფრთხეები რაც არის ჩვენი ქვეყნის, ასე არ უნდა გაგრძელდეს, რომ ეკონომიკა შევინარჩუნოთ. უკვე ეტყობა სხვადასხვა მიმართულებებს იქნება ტურიზმი, სარესტორნო მიმართულება თუ სხვა… ძალიან [დიდი] ვარდნაა და ყველა ერთად უნდა გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან. ყველას გაინტერესებთ, ან ერთი ან მეორე მხარის სასარგებლოდ რამე ვთქვა […]