ეკონომიკა როგორმე უნდა შევინარჩუნოთ. უკვე ეტყობა სხვადასხვა მიმართულებებს – ტურიზმსა და სარესტორნო ბიზნესში ვარდნაა და ყველა ერთად უნდა გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან – ლაშა პაპაშვილი

ეკონომიკა როგორმე უნდა შევინარჩუნოთ. უკვე ეტყობა სხვადასხვა მიმართულებებს – ტურიზმსა და სარესტორნო ბიზნესში ვარდნაა და ყველა ერთად უნდა გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან – ლაშა პაპაშვილი იმ ოთახში ისხდნენ დღევანდელი მთავრობის პოლიტიკის მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც. ცალკე იქნება საუბარი, პოლემიკა შედგება ალბათ, ღია ეთერში, უკვე დაფიქსირდა სახელები და გვარები, ვინც ოპონირებდნენ პრემიერ – მინისტრს – იმათ შეხვდება პრემიერი […]

აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვარზე სატვირთო მანქანების დიდი რაოდენობაა გაჩერებული

წითელი ხიდის საბაჟო პუნქტზე, რომელიც აზერბაიჯან-საქართველოს საზღვარზე მდებარეობს, 450 მანქანა მოლოდინის რეჟიმშია. საბაჟო და სასაზღვრო პუნქტებზე, გასასვლელში მანქანების რაოდენობის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო (AYNA) ავრცელებს. აზერბაიჯანის სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში აცხადებენ, რომ საბაჟო გამშვებ პუნქტებზე სატვირთო მანქანების რაოდენობის შესახებ გადამზიდავების ინფორმირებას გააგრძელებენ.

OSCE-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი: მოვუწოდებ, სრულად შესრულდეს რეკომენდაციები

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პია კაუმა X-ზე საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე ეუთო/ოდირის შემაჯამებელ ანგარიშს აზიარებს და ანგარიშში მოცემული რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდებს. “როგორც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მოვუწოდებ, სრულად შესრულდეს ანგარიშში მოცემული რეკომენდაციები”, – წერს ის X-ზე. See below for @osce_odihr’s final report on the recent #GeorgianElections. As @oscepa President I urge full implementation of the […]

პრეზიდენტმა კიდევ ცხრა მსჯავრდადებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია იუწყება, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 23 დეკემბერს ცხრა მსჯავრდადებული შეიწყალა. ხუთი მათგანი სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან. დანარჩენ ოთხ მსჯავრდადებულს კი პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა. მათ შორისაა ერთი ქალი მსჯავრდადებული. სხვა დეტალებს – მათ შორის შეწყალებულთა ვინაობას – პრეზიდენტის ადმინისტრაცია, როგორც წინა შემთხვევებში, […]

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მევენახეობა-ენოლოგიის მიმართულების წარმატებული კურსდამთავრებულები სტუდენტებს შეხვდნენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის მევენახეობა-მეღვინეობის დეპარტამენტის ორგანიზებით, ამავე ფაკულტეტის წარმატებული კურსდამთავრებულები, გამოცდილების გაზიარებისა და საერთაშორისო პროექტების გაცნობის მიზნით, ქართული და ინგლისურენოვანი პროგრამების სტუდენტებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. სტუ-ის ცნობით, შეხვედრაში მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების წარმატებული კურსდამთავრებულები, რომლებიც, თავიანთი პროფესიით, სახელმწიფო თუ კერძო […]

ლაშა პაპაშვილი – ასე არ უნდა გაგრძელდეს, ეკონომიკა უნდა შევინარჩუნოთ როგორმე, ძალიან დიდი ვარდნაა და ყველა ერთად ამ მდგომარეობიდან უნდა გამოვიდეთ – „ეშმაკი ყოფს, უფალი აერთებს”

იმ ოთახში ისხდნენ დღევანდელი მთავრობის პოლიტიკის მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც. ცალკე იქნება საუბარი, პოლემიკა შედგება ალბათ, ღია ეთერში, უკვე დაფიქსირდა სახელები და გვარები, ვინც ოპონირებდნენ პრემიერ – მინისტრს – იმათ შეხვდება პრემიერი საჯაროდ და ისაუბრებენ ამ თემებზე , – ამის შესახებ ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა პრემიერ – მინისტრ ირაკლი კობახიძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. პაპაშვილის თქმით, […]

ლევან დავითაშვილი – ვისაუბრეთ პროგნოზებზე, რაც ვფიქრობ, ბიზნესის დიდი ნაწილისთვის საკმაოდ დამაჯერებელი იყო – დიალოგი უნდა გაგრძელდეს, დაიგეგმება შეხვედრა, სადაც უფრო მეტად განსხვავებული აზრის მქონე ბიზნესმენები იქნებიან ჩართულები

ბიზნესი მგრძნობიარეა პოლიტიკური მოვლენების მიმართ – პრემიერ-მინისტრმა ძალიან დეტალურად განმარტა ჩვენი ხელისუფლების კურსი, ის რომ, ჩვენ ერთგული ვართ დაპირებების, ჩვენ ღირსებით და კეთილდღეობით ევროპაში მივდივართ და ეს გზა აუცილებლად იქნება წარმატებული , – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა ბიზნესმენებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, ბიზნესთან დიალოგი მომავალშიც გაგრძელდება. „ჩვენ […]

გიორგი ვაშაძე – ბიძინა ივანიშვილს ვეუბნები, დაფიქრდი – ჩვენს მყარ პოზიციას ჩამოვაყალიბებთ, ახალი არჩევნების გარდა, არცერთ სხვა ვერსიას არ განვხილავთ

ბიძინა ივანიშვილს ვეუბნები, დაფიქრდი, სანამ დრო გაქვს, მშვიდობის დაპირებიდან ამ ქვეყანაში არეულობა მოიტანე, ამ ქვეყნის დამშვიდებისთვის პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნები არის ერთადერთი გზა. ჩვენ, ჩვენს მყარ პოზიციას ჩამოვაყალიბებთ, ჩვენ ახალი არჩევნების გარდა არცერთ სხვა ვერსიას არ განვხილავთ , – ამის შესახებ „სტრატეგია – აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, ოპოზიციური პარტიების სამუშაო შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. მისი […]

პრეზიდენტმა 9 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს 9 მსჯავრდებული პირი შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ამავე ინფორმაციით, მათგან, 5 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან. 4 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა, მათ შორის, 1 ქალ მსჯავრდებულს.

ოთხი ოპოზიციური პარტიის ლიდერები პრეზიდენტის წარმომადგენელთან ერთად სამუშაო შეხვედრას მართავენ

ოთხი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერები პრეზიდენტის წარმომადგენელთან ერთად სამუშაო შეხვედრას მართავენ. სამუშაო ფორმატში ისინი განიხილავენ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და ხელახალი არჩევნების ჩატარების წესებზეც ისაუბრებენ. როგორც შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი წერეთელმა განუცხადა, შეხვედრისას მიმდინარე პროცესებზე და პროტესტის მთავარ მოთხოვნაზე – დაინიშნოს ხელახალი არჩევნები, ისაუბრებენ. “ვიკრიბებით, რომ შევაჯეროთ მოსაზრებები, ბუნებრივია, შემდეგ აუცილებლად […]