Freedom House გმობს პარლამენტის მიერ ჰომოფობიური საკანონმდებლო პაკეტის დამტკიცებას

ამერიკული ორგანიზაცია Freedom House გმობს საქართველოს პარლამენტის მიერ ჰომოფობიური საკანონმდებლო პაკეტის, – რომელიც ცენზურას აწესებს და ლგბტ ადამიანებს უფლებებს უზღუდავს, – მიღებას. განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ კანონების დამტკიცება „თავდასხმაა საქართველოს ლგბტქ+ თემსა და ყველა ქართველის ფუნდამენტურ თავისუფლებებზე“. „ეს ნაბიჯი, მსგავსად მაისში “უცხოეთის აგენტების” კანონის მიღებისა, პირდაპირ კრემლის ავტორიტარული სახელმძღვანელოდანაა გადმოწერილი და კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ […]
მამუკა ხაზარაძე: “ასეთი არჩევანი ჩვენს ქვეყანას დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ არ ჰქონია, ამიტომ მე ამ არჩევანს ჩემს გუნდთან ერთად ღირსეულად ჩავაბარებ!”

მამუკა ხაზარაძე: “ასეთი არჩევანი ჩვენს ქვეყანას დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ არ ჰქონია, ამიტომ მე ამ არჩევანს ჩემს გუნდთან ერთად ღირსეულად ჩავაბარებ!” კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ მისი კოალიციისა და ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას „საქართველოსთვის“ გაერთიანების თაობაზე მოლაპარაკებებში პაუზაა აღებული. „ბევრ საკითხთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, შევთანხმდით – გავაკეთოთ სრული მობილიზაცია, რათა ოცნება ბიძინას […]
“ეს არ იყო კითხვა-პასუხის ფორმატის შეხვედრა” – ბიზნესს პრემიერისთვის კითხვები არ დაუსვამს

ბიზნესმენებს, რომლებიც დღეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შეხვდნენ, აშშ-ის მიერ დაწესებული სავიზო და ფინანსური სანქციების ეკონომიკაზე გავლენაზე, მთავრობის მეთაურისთვის და მასთან ერთად მყოფი ეკონომიკური ბლოკის მინისტრებისთვის კითხვები არ დაუსვამთ. „ეს არ იყო კითხვა-პასუხის ფორმატის შეხვედრა“ – ასე უპასუხა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას აუდიტორული და ბიზნესსაკონსულტაციო კომპანია BDO-ს მმართველმა პარტნიორმა ზურაბ ლალაზაშვილმა წამყვანის შესაბამის კითხვას. მისივე ინფორმაციით, […]
რა ეტაპზეა თბილისსა და ბაკურიანში ზამთრის ოლიმპიადისთვის ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა, რომლის ინვესტიცია 50 მლნ ლარზე მეტია?

“2025 წელს საქართველო უმასპინძლებს ევროპის ზამთრის ოლიმპიურ ფესტივალს, რისთვისაც ბაკურიანში შენდება ბიატლონის ინფრასტრუქტურა, ხოლო თბილისში – ყინულის სასახლე. პროექტირებისა და სამუშაოების წარმოებისას სრულად არის დაცული საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აბსოლუტურად ყველა მოთხოვნა და სტანდარტი”, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ბაკურიანსა და თბილისში სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის სამუშაოების მონახულების შემდეგ განაცხადა. მინისტრის თქმით, […]
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. “შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა გამოხატა პირადი პატივისცემა ელჩის მიმართ და შეშფოთება გამოთქვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გუშინდელი გადაწყვეტილების გამო, რომელიც საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის პოლიციელების მიმართ სანქციებისა და სავიზო შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს. აღინიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებით ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა, რამაც, […]
Quotidiano Sportivo: გოგლიჩიძემ “იუვენტუსთან” ვეტერანივით ითამაშა – კლუბის წარმატებული ინვესტიციაა

Quotidiano Sportivo-მ “ემპოლის” მცველზე, საბა გოგლიჩიძეზე წერილი გამოაქვეყნა. “ემპოლის” ახალი ტალანტი – “იუვენტუსთან” გოგლიჩიძემ ვეტერანივით ითამაშა მწვრთნელი რობერტო დ’ავერსა აქებს იანვარში გუნდში მოსულ ფეხბურთელს. ბოლო ორ მატჩში ქართველმა შესანიშნავად ითამაშა და მისი გარჯა ღირსეულად შეაფასეს “ჩამოსვილიდან თითქმის რვა თვის შემდეგ, საბა გოგლიჩიძემ “შეგირდობის” პერიოდი გაიარა და მოედანზე ადგილი მოიპოვა. გასული სეზონის მეორე ნახევრის, აგრეთვე ამ […]
ბათუმში, ახალაშენებულ კორპუსში ლიფტი მე-16 სართულიდან ჩავარდა, გარდაცვლილია ერთი ადამიანი

ბათუმში, ანგისის დასახლებაში, ახალაშენებულ კორპუსში ლიფტი მე-16 სართულიდან მოწყდა და ჩავარდა. შემთხვევა დღეს, 17 სექტემბერს მოხდა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, შემთხვევას ლიფტის კაბინაში მყოფი შუა ხნის მამაკაცი ემსხვერპლა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში ამბობენ, რომ შემთხვევის ადგილზე მისულ ბრიგადას, მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით […]
მედია – “ჰეზბოლას” ათასობით მებრძოლს პირადი პეიჯერები ერთდროულად აუფეთქდათ – “ჰეზბოლა” მომხდარში ისრაელს ადანაშაულებს და შურისძიებით იმუქრება

“ჰეზბოლას” ათასობით მებრძოლს პირადი პეიჯერები ერთდროულად აუფეთქდათ. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემები Reuters, The Times of Israel და The Wall Street Journal ავრცელებენ. წინასწარი ინფორმაციით, ბეირუთსა და ლიბანის სხვა ქალაქებში ტერორისტული გაჯგუფება “ჰეზბოლას” ათასობით მებრძოლმა ჭრილობები მიიღო მას შემდეგ, რაც მათ პირადი პეიჯერები აუფეთქდათ, რომლებსაც ერთმანეთთან კავშირისთვის იყენებდნენ. Reuters-ის ინფორმაციით, “ჰეზბოლას” ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, რომელიც გამოცემას ანონიმურად […]
თბილისის ახალი შემოვლითი გზა საგურამოსთან გაივლის – რა გამოწვევები და შესაძლებლობები ჩნდება?

თბილისის ახალი შემოვლითი გზა საგურამოსთან გაივლის – ეს ინფორმაცია “საქმის კურსის” ეთერში “სითი ინსტიტუტ საქართველოს” პროექტის კოორდინატორმა ოთარ მჭედლიშვილმა გააკეთა. როგორც მჭედლიშვილი ამბობს, სითი ინსტიტუტი ამ ეტაპზე საგურამოსა და მიმდებარედ არსებული 12 დასახლების, ასევე ჭოპორტისა და ახატანის სივრცის დაგეგმარებაზე მუშაობს. მისი თქმით, ახალი გზის ტრაექტორია არაგვის მარცხენა სანაპიროზე გაივლის და საგურამოს ადმინისტრაციულ ერთეულშიც მოხვდება. “ბევრი […]
ჯაფარიძე: გაგრძელდება მოლაპარაკება გახარიასთან, იმედი მაქვს, წარმატებით დასრულდება

ლელო – საქართველოსთვის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ დღეს მამუკა ხაზარაძესა და გიორგი გახარიას შორის მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული, თუმცა მოლაპარაკება გაგრძელდება, რათა მიღწეული იქნას საბოლოო შეთანხმება. ბადრი ჯაფარიძემ ფორმულას ეთერში იმედი გამოთქვა, რომ “შეთანხმება წარმატებით დასრულდება”. “დღეს შეხვედრისას მამუკა ხაზარაძესა და გიორგი გახარიას შორის მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული, ასეთი ტიპის მოლაპარაკებები ერთი შეხვედრისას […]