Unistream-ის დასანქცირების შემდეგ, საქართველოში ყველაზე მეტი თანხა RIA-დან იგზავნება

2024 წლის აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ $290.6 მლნ შეადგინა, რაც 2.59%-ით ნაკლებია ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით ($298,1 მლნ). მონაცემებით, საქართველოში ყველაზე მეტი თანხა $70,6 მლნ RIA-ს არხებით გადმოირიცხა, რამაც მთლიანი გადმორიცხული თანხის 24.3% შეადგინა. Zolotaia Korona-დან საქართველოში $65,5 მლნ-ის გზავნილი განხორციელდა, რამაც აგვისტოში გადმორიცხული მთლიანი თანხის 22.6% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ Zolotaia Korona-დან […]
დავით დარჩიაშვილი – ხელისუფლება მიისწრაფვის, რომ რუსეთის დანამატად იქცეს – სანქციებში ევროკავშირიც ჩაერთვება, დაბრკოლებები არა მარტო აშშ-ში, არამედ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და ევროპაშიც ექნებათ

აშშ-ის სანქციებს აუცილებლად ევროპული ინსტიტუტებიც აჰყვებიან – , ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა წევრმა დავით დარჩიაშვილმა, გადაცემა “პოლიტიკური სივრცეში“, აშშ-ის მიერ გამოცხადებულ ფინანსურ და სავიზო სანქციებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, რასაც საქართველოს ხელისუფლება აკეთებს, ქვეყნის გრძელვადიან ინტერესებთან არაფერი საერთო არ აქვს. „ამ სანქციებს აუცილებლად ევროპული ინსტიტუტებიც აჰყვებიან, ეს გაგრძელდება – ფინანსურ სანქციებში ევროკავშირიც ჩაერთვება, დაბრკოლებები […]
მიხაილ როთი – საქართველოს არჩევანი აქვს დემოკრატიასა და ავტორიტარიზმს, ევროკავშირსა და იზოლაციას შორის

მომავალი არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი უნდა იყოს. საქართველოს არჩევანი აქვს დემოკრატიასა და ავტორიტარიზმს, ევროკავშირსა და იზოლაციას შორის , – ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. „საერთაშორისო დამკვირვებლებს დაუბრკოლებელი წვდომა უნდა მიეცეთ. საერთაშორისო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც არჩევნების მონიტორინგს ახორციელებენ, საშუალება აქვთ საქართველოს მასშტაბით აკეთონ თავისი საქმე,” – […]
საპატრიარქოში სინოდალური კომისიის სხდომა გაიმართა

საქართველოს საპატრიარქოში საქართველოს ეკლესიის სინოდალური კომისიის სხდომა გაიმართა. ინფორამციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. საპატრიარქოს ცნობით, კომისიის წევრებმა სხვა საკითხებთან ერთად, ასევე იმსჯელეს ქუთაის-გაენათის ეპარქიის მღვდელმსახურის, დეკანოზ ზინობ ჟვანიას ქმედებაზე. „კერძოდ, საუბარი შეეხო 2023 წლის 25 სექტემბრით დათარიღებულ დეკანოზ ზინობ ჟვანიას „ფეისბუქ“ სტატუსს, სადაც ის საუბრობს სენაკის მუნიციპალიტეტში შუშანიების სავანეზე. კომისიის წევრებმა დეკანოზ ზინობს განუმარტეს, […]
ევროკავშირში ელექტრომობილების წილი 2025 წელს 24%-ს მიაღწევს

T&E-მ, ბრიუსელში დაფუძნებულმა კომპანიამ, რომელიც ევროპაში მდგრადი ტრანსპორტის სფეროში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს აერთიანებს, გამოაქვეყნა კვლევა ევროკავშირის ბაზარზე ელექტრო მანქანების სტატუსის შესახებ. კვლევაში ნათქვამია, რომ ელექტრომობილების გაყიდვების სწრაფი ზრდა მოსალოდნელია 2025 წელს და ეს ხელს შეუწყობს ევროკავშირის კლიმატის მიზნების მიღწევას. კვლევაში, მიმდინარე წლის პირველ ნახევრის გაყიდვებზე და პროგნოზებზე დაყრდნობით, იწინასწარმეტყველეს, რომ ელექტრომობილების წილი მთლიან გაყიდვებში მომავალ […]
ჰელსინკის კომისია: სანქციები ქართველების მიმართ ამერიკელების სოლიდარობის დემონსტრირებაა

ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისია აცხადებს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოცხადებული სანქციები ქართველების მიმართ ამერიკელების სოლიდარობის დემონსტრირებაა. კომისია ამბობს, რომ ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლა ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციას. “სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის გუშინ გამოცხადებული სანქციები ქართველების მიმართ ამერიკელების სოლიდარობის დემონსტრირებაა. საქართველოს მოსახლეობას უნდა შეეძლოს მშვიდობიანი შეკრების უფლების გამოყენება ჯანმრთელობისა და სიცოცხლის შიშის გარეშე. […]
“ამ გადაწყვეტილებით, ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა” – კობახიძე აშშ-ის ელჩს შეხვდა

პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ირაკლი კობახიძემ შეშფოთება გამოთქვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გუშინდელი გადაწყვეტილების გამო, რომელიც საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის პოლიციელების მიმართ სანქციებისა და სავიზო შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს. “აღინიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებით ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა, რამაც, კიდევ ერთი მსგავსი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების მიმართ საქართველოს პოზიციის თვისებრივი გადახედვა განაპირობოს”, – […]
ფუტსალი | ლიეტუვა 0:5 საქართველო

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ლიეტუვასთან პირველი ამხანაგური მატჩი დიდი ანგარიშით მოიგო. კედაინიაში ჩატარებულ შეხვედრაში ავთანდილ ასათიანის გუნდმა მეტოქეს ხუთი უპასუხო გოლი გაუტანა. მატჩის დებიუტში ანგარიში გიორგი ღავთაძემ გახსნა, ვახტანგ ჯვარაშვილმა კი ჩვენი გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა. ეროვნულ გუნდში სადებიუტო გოლები გაიტანეს ჯანო კვარაცხელიამ, ბექა ბექაურმა და დავით ხეჩიკაშვილმა. ლიეტუვისა და საქართველოს ნაკრებების მეორე ამხანაგური მატჩი […]
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამერიკის ელჩს შეხვდა და პირდაპირპროპორციული პასუხი გასცა, იმ თავხედობაზე, რასაც შტატების დღევანდელი ადმინისტრაცია კადრულობს!

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამერიკის ელჩს შეხვდა და პირდაპირპროპორციული პასუხი გასცა, იმ თავხედობაზე, რასაც შტატების დღევანდელი ადმინისტრაცია კადრულობს! „საქართველო ამერიკის უკანა ეზო არ არის, რომ თქვენი ნაბახუსევის მიხედვით, ნაგავი ყაროთ. ნება იბოძეთ და დაოკდით, თუ არა და მეორე ყვითელი ბარათი არ აგცდებათ!” – ასე აფასებს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის პოზიციას, რომელიც მან […]
„ჰელსინკის კომისია“ – ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც მათ კანონებს იცავს და მათ თავისუფლებებს სცემს პატივს – სანქციები ქართველებთან ამერიკელების სოლიდარობის დემონსტრირებაა

ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც მათ კანონებს იცავს და მათ თავისუფლებებს სცემს პატივს, – ამის შესახებ განცხადებაში აშშ-ის ჰელსინკის კომისია “ტვიტერის” პირად გვერდზე ავრცელებს. “ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც მათ კანონებს იცავს და მათ თავისუფლებებს სცემს პატივს. ქართველი ხალხის ნების უგულებელყოფა ქვეყნის საკუთარ კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოს მთავრობის ოფიციალური პირების გუშინდელი სანქციები ქართველებთან […]