ბათუმში ლიფტის ჩავარდნის შედაგად მამაკაცი დაიღუპა

ბათუმში ლიფტის ჩავარდნის შედაგად მამაკაცი დაიღუპა ბათუმში, 16 სართულიდან ლიფტი მოწყდა და მასში მყოფი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო, სახანძრო და სამაშველო ეკიპაჟები

საპარლამენტო არჩევნებამდე საქართველოსთან მიმართებით ევროკავშირის ახალ ზომებზე, მათ შორის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე არაფერი მსმენია – რიკარდ იოზვიაკი

საპარლამენტო არჩევნებამდე საქართველოსთან მიმართებით ევროკავშირის ახალ ზომებზე, მათ შორის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე არაფერი მსმენია – რიკარდ იოზვიაკი არაფერი გამიგია ევროკავშირის ახალ ზომებზე საქართველოსთან მიმართებით ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებამდე და მათ შორის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე, – ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელში წერს. იოზვიაკი გამოეხმაურა ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „ევროკავშირის დონეზე ფაქტობრივად […]

საქართველოსა და უკრაინის საფეხბურთო ნაკრებების მატჩი პოზნანში გაიმართება – საქართველოს გულშემატკივრისათვის განკუთვნილი ბილეთების გაყიდვა 18 სექტემბერს დაიწყება

უეფას ერთა ლიგის 2024-2025 წლის სეზონის მესამე შეხვედრას საქართველოს ნაკრები უკრაინის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი პოლონეთში, ქალაქ პოზნანში გაიმართება. შეხვედრა 11 ოქტომბერს შედგება. ეროვნული ნაკრების ინფორმაციით, საქართველოს გულშემატკივრისათვის განკუთვნილი ბილეთების გაყიდვა კი 18 სექტემბერს, 12:00 საათზე TKT.GE-ს საშუალებით დაიწყება. „ბილეთის ფასი 32 ლარი (45 პოლონური ზლოტი) იქნება. თითოეულ მომხმარებელს მატჩზე დასასწრები მაქსიმუმ ორი ბილეთის შეძენა შეუძლია”, […]

ბათუმში, ლიფტის შახტაში კაცი ჩავარდა და დაიღუპა

ბათუმში, ანგისის ქუჩაზე, ერთ-ერთი კორპუსის ლიფტის შახტაში შუა ხნის კაცი ჩავარდა. ადგილობრივების ცნობით, მამაკაცი ადგილზე დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ამავე კორპუსში დასაქმებული იყო. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული. ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. მომხდარის სხვა დეტალები ამ დროისთვის, უცნობია.

რადიკალური ოპოზიცია პირდაპირ უპირისპირდება ყველაფერ ქართულს, ყველანაირ ეროვნულ წამოწყებას

მთელი რადიკალური ოპოზიცია პირდაპირ უპირისპირდება ყველაფერ ქართულს, ყველანაირ ქართულ, ეროვნულ წამოწყებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ოპოზიციის ბოიკოტს ეხებოდა „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ და „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტებთან დაკავშირებით. მთავრობის მეთაურის თქმით, არის ძალიან საშიში ტენდენციები სხვადასხვა ქვეყანაში მსოფლიო მასშტაბით. „ეს ტენდენციები პირდაპირ […]

,, ამჟამინდელი მინისტრებიდან რამდენი ხართ ჩემი გუშინდელი ‘დორბლჩამოსული’ ‘ძმაკაცები’, შორიდან რომ ცხვირსხოცს არ დაგანახებთ” – რას აქვეყნებს იუნა შაფათავა

,, ამჟამინდელი მინისტრებიდან რამდენი ხართ ჩემი გუშინდელი ‘დორბლჩამოსული’ ‘ძმაკაცები’, შორიდან რომ ცხვირსხოცს არ დაგანახებთ” – რას აქვეყნებს იუნა შაფათავა აშშ-ში მცხოვრები მსახიობი, იუნა შაფათავა ფოტოს აქვეყნებს და წერს: ,, მთელი ცხოვრება დამსახურებული პედაგოგობის, ნულიდან სკოლის დირექტორობამდე განვლილი დიდი გზის შემდეგ, 90-იანების, სააკაშვილის ჩარეცხვის, ელიტარული კორუფციის შემდეგ, ოცნებაც არ დაინანა და იმის მაგიერ, რომ მასტერ კლასებუ […]

საქართველოს ბანკის და Georgia Capital-ის აქციები ლონდონის ბირჟაზე გაძვირდა

გალტ & თაგარტის 9–13 სექტემბრის კვირის მიმოხილვის თანახად, ლონდონის ბირჟაზე დალისტული ორი ქართული კომპანიის აქციების ფასები, წინა კვირასთან შედარებით გაიზარდა. საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 40.85 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგში (GBP), +0.74% წინა კვირასთან შედარებით და +2.00% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 175 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 40.05 – 42.00 დიაპაზონში. ბოლო 4 […]

„თუ ტვირთბრუნვის ზრდის ტენდენცია გაგრძელდა, საზღვაო ინფრასტრუქტურა გამოწვევების წინაშე დადგება“

სანავსადგურე ინფრასტრუქტურის გამტარუნარიანობის ზრდა დღევანდელი პრობლემაა და უკვე არსებული ნავსადგურების განვითარების გადაუდებელი აუცილებლობა დგება – ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ „ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების“ ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან სულაბერიძე საუბრობს. მისი თქმით, უკრაინასა თუ წითელი ზღვის რეგიონში წარმოქმნილი ლოგისტიკური კრიზისების ფონზე, შუა დერეფნის გამოყენების საჭიროება გაიზარდა, ხოლო, წლევანდელი წელი რეკორდული იყო კასპიის ზღვის გავლით საკონტეინერო ტვირთბრუნვაში. […]

კობახიძე აშშ-ის ელჩს “ურთიერთობის თვისებრივი გადახედვით” დაემუქრა

სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოცხადებული სანქციების შემდეგ, საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში აშშ-ის ელჩს რობინ დანიგანს შეხვდა. მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კობახიძემ ელჩს უთხრა, რომ “აშშ კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა” და “კიდევ ერთი მსგავსი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ქართულ ამერიკული ურთიერთობების თვისებრივი გადახედვით” დაიმუქრა. მთავრობის ცნობით, კობახიძემ “გამოხატა პირადი პატივისცემა ელჩის მიმართ და შეშფოთება გამოთქვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის […]

ლიბანში რვა ადამიანი დაიღუპა პეიჯერების აფეთქების შედეგად, ასობით დაჭრილს შორისაა ირანის ელჩი

სამხრეთ ლიბანში 17 სექტემბერს პეიჯერების ერთდროულად აფეთქების შედეგად მინიმუმ რვა ადამიანი დაიღუპა და ასობით დაიჭრა. დაჭრილთა შორისაა ირანის ელჩი. ამის შესახებ პრესა იტყობინება პროირანულ დაჯგუფება ჰეზბოლასა და ლიბანურ წყაროებზე დაყრდნობით. ჰეზბოლას განცხადებაში ნათქვამია, რომ ხალხი დაიღუპა და დაიჭრა პეიჯერების „საიდუმლოებით მოცული“ აფეთქებების შედეგად. დაჯგუფების თანახმად, რამდენიმე პეიჯერი, რომლებსაც მისი წევრები იყენებდნენ, „ერთდროული“ დეტონაციის დროს აფეთქდა. […]