ბათუმში, ახალაშენებულ კორპუსში ლიფტი მე-16 სართულიდან ჩავარდა, გარდაცვლილია ერთი ადამიანი

ბათუმში, ანგისის დასახლებაში, ახალაშენებულ კორპუსში ლიფტი მე-16 სართულიდან მოწყდა და ჩავარდა. შემთხვევა დღეს, 17 სექტემბერს მოხდა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, შემთხვევას ლიფტის კაბინაში მყოფი შუა ხნის მამაკაცი ემსხვერპლა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში ამბობენ, რომ შემთხვევის ადგილზე მისულ ბრიგადას, მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე, ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილზე – ეს ადამიანი აბსოლუტურად აცდენილია უკვე ყველაფერს, რაც საღ აზრთან არის დაკავშირებული – სხვა დარგის სპეციალისტები უნდა აკეთებდნენ ასეთ მოვლენებზე შეფასებებს

თინა ბოკუჩავა – თუ რაიმე საფრთხეს უქმნის “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, იაფფასიანი მანიპულაციებია, რომელსაც, როგორც ჩანს, იმ რამდენიმე კონკრეტულმა პირმა მიმართა, რომლებიც 30 ივლისის პოლიტსაბჭოს სხდომის მოწვევაზე იყვნენ პასუხისმგებლები