“ვფლობ მე-6 საუკუნის კულტურულ მეურნეობას, ტყუპ მარანს, რომელსაც ძეგლთა დაცვის სამინისტრო იცავს” – რას სთავაზობს მომხმარებელს “ილიას მარანი”?

ხელვაჩაურის რაიონში მდებარე “ილიას მარანი” ბაზარზე 2017 წლიდან ოპერირებს და მომხმარებელს ღვინისა და აჭარული კერძების დეგუსტაციას, ასევე გლემპინგში განთავსებას სთავაზობს. როგორც მარნის დამფუძნებელი, ილია მალაკმაძე BM.GE-სთან აცხადებს, მათ სერვისზე მოთხოვნა ძალიან მაღალია. მისივე ცნობით, მარანში 5 სახის აჭარული ჯიშის ღვინოს აწარმოებენ, რომელიც მათივე ვენახებიდან ყენდება. “ვფლობ მე-6 საუკუნის კულტურულ მეურნეობას, ტყუპ მარანს, რომელსაც ძეგლთა დაცვის […]

ჰელსინკის კომისია: სანქციები ქართველების მიმართ ამერიკელების სოლიდარობის დემონსტრირებაა

ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისია აცხადებს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოცხადებული სანქციები ქართველების მიმართ ამერიკელების სოლიდარობის დემონსტრირებაა. კომისია ამბობს, რომ ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლა ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციას. “სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის გუშინ გამოცხადებული სანქციები ქართველების მიმართ ამერიკელების სოლიდარობის დემონსტრირებაა. საქართველოს მოსახლეობას უნდა შეეძლოს მშვიდობიანი შეკრების უფლების გამოყენება ჯანმრთელობისა და სიცოცხლის შიშის გარეშე. […]

“ქართული ოცნების“ ვაკის დელეგატი ზუკა რურუა ვაკის რაიონში, ვაჟა-ფშაველას მე-3 კვარტლის N10-16 კორპუსების მცხოვრებლებს შეხვდა

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ვაკის დელეგატი ზუკა რურუა ვაკის რაიონში, ვაჟა-ფშაველას მე-3 კვარტლის N10-16 კორპუსების მცხოვრებლებს შეხვდა. პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, დელეგატმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. „გავიცანი მოსახლეობა, გავაცანით „ქართული ოცნების“ გეგმები, პრიორიტეტები და მიზნები. მოსახლეობას შევახსენეთ, რომ მნიშვნელოვანია არჩევნებში მონაწილეობა, რომ თითოეული ხმა გადამწყვეტია ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისათვის,“- განაცხადა ზუკა რურუამ. შეხვედრას ესწრებოდნენ, […]

უკრაინა – საქართველო. ბილეთების გაყიდვა 18 სექტემბერს, 12:00 საათზე დაიწყება

უეფას ერთა ლიგის 2024-2025 წლის სეზონის მესამე შეხვედრას საქართველოს ნაკრები უკრაინის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი პოლონეთში, ქალაქ პოზნანში გაიმართება. საქართველოს გულშემატკივარისთვის განკუთვნილი ბილეთების გაყიდვა 18 სექტემბერს, 12:00 საათზე TKT.GE-ს საშუალებით დაიწყება. ბილეთის ფასი 32 ლარი (45 პოლონური ზლოტი) იქნება. თითოეულ მომხმარებელს მატჩზე დასასწრები მაქსიმუმ ორი ბილეთის შეძენა შეუძლია. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თითოეულმა მომხმარებელმა უნდა მიუთითოს პასპორტის […]

,,იქნებ პატარების გადაცემაში მაინც აუკრძალოთ საყურეების აჩონჩხლვა წამყვანს“ – ნინო მიქიაშვილი

ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი ტვ იმედს მიმართავს, რომ ,,პატარაბის დიდ შოუში” დუტა სხირტლაძეს საყურის გაკეთება აუკრძალონ: ,,ერთი კი არა, სამი საყურე უკეთია ბატონ დუტას, “პატარების დიდ შოუში”. ჩემი კლასელი ბორდოში ცხოვრობს და მუშაობს, სასტუმროში. მისგან ვიცი რომ ერთ საყურეზე მეტის გაკეთება ქალისთვისაც და კაცისთვისაც აკრძალულია. ტატუ თუ გაქვს, ლეიკო უნდა დაიკრო, ან გრძელმკლავიანი ჩაიცვა. იქნებ პატარების […]

,, ჩვენ ვსხედვართ ასე. არაუშავრს? – ნინო ჯანგირაშვილი

,, ჩვენ ვსხედვართ ასე. არაუშავრს? – ნინო ჯანგირაშვილი ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი: ,,კობახიძე ამერიკას ემუქრება, რომ ქართულ–ამერიკული ურთიერთობების მიმართ საქართველოს პოზიციას თვისობრივად გადახედავს. ივანიშვილის ჩიჩილაკი ქართველი ხალხის სახელით ელაპარაკება ამერიკას ფაქტიურად ურთიერთობების გაწყვეტაზე და ჩვენ ვსხედვართ ასე. არაუშავრს? “კობახიძემ შეშფოთება გამოთქვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გუშინდელი გადაწყვეტილების გამო, რომელიც საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის პოლიციელების მიმართ სანქციებისა და […]

ლეგენდების მატჩს ჩემთვის ორმაგი დატვირთვა აქვს. მიხარია, რომ ამ თამაშში მონაწილეობას მივიღებ და ასევე, ჩემს ყოფილ თანაგუნდელებს შევხვდები – კახა კალაძე

ლეგენდების მატჩს ჩემთვის ორმაგი დატვირთვა აქვს. მიხარია, რომ ამ თამაშში მონაწილეობას მივიღებ და ასევე, ჩემს ყოფილ თანაგუნდელებს შევხვდები – კახა კალაძე „მიმდინარეობს მოლაპარაკებები „ბაიერნთან“, „მადრიდის რეალთან“, ლივერპულთან“, რომ სამომავლოდ ამხანაგური თამაშები ჩავატაროთ“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე ისაუბრა, სადაც ქართველმა ფეხბურთელებმა „მილანთან“ მატჩის წინ, პირველი ვარჯიში ჩაატარეს. ინფორმაციას თბილისის […]

ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი საზოგადოებას დახმარებას სთხოვს

ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი საზოგადოებას დახმარებას სთხოვს. დღეს, 17 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში, ნათქვამია, რომ „მიმდინარე წელი განსაკუთრებით რთული გამოდგა“ – ვინაიდან, ფესტივალმა „ კულტურის სფეროში მიმდინარე პროცესების ფონზე“ უარი თქვა კინოცენტრისა და კულტურის სამინისტროს კონკურსებში მონაწილეობასა და შესაბამისად, მათ დაფინანსებაზეც. თუმცა, გარდა ამ პრობლემისა, ორგანიზატორები ამბობენ, რომ ქუთაისის მერიამ, რომელიც აქამდე უზრუნველყოფდა ფესტივალის გუნდისა […]

„სანქციები აჩვენებს ამერიკელების სოლიდარობას ქართველებისადმი“ – ჰელსინკის კომისია

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში მოქმედი ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიაში, რომელიც „ჰელსინკის კომისიის“ სახელით არის ცნობილი, ეხმაურება 16 სექტემბერს აშშ-ის მიერ მიღებულ მორიგ სანქციებს, მათ შორის შსს-ს მაღალჩინოსნის, ზვიად ხარაზიშვილის წინააღმდეგ. „ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც იცავს კანონს და პატივს სცემს ხალხის თავისუფლებებს. ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ სვლა ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციას. სახდეპის გუშინდელი სანქციები მთავრობის […]

მეათე მოწვევის პარლამენტმა ბოლო პლენარული სხდომა გამართა

მეათე მოწვევის პარლამენტში დღეს ბოლო პლენარული სხდომა გაიმართა. როგორც წესი, არჩევნებამდე ერთი თვით ადრე საპარლამენტო სხდომები აღარ ტარდება. როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი კახიანმა განაცხადა, პარლამენტი, შესაძლოა, საჭიროების შემთხვევაში შეიკრიბოს. „მოგეხსენებათ, არჩევნებამდე ერთი თვით ადრე საპარლამენტო სხდომები აღარ ტარდება, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, პარლამენტი, შეიძლება, შეიკრიბოს. დიდი ალბათობით, დღევანდელი დღე იყო ბოლო სხდომა ამ […]