სერგეი შოიგუ გამოუცხადებელი ვიზიტის ჩავიდა ირანში

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შოიგუ სამშაბათს ირანის დედაქალაქში ჩავიდა. ირანის პრეზიდენტი სტუმრისადმი მიმართვაში დაჰპირდა მას რუსეთთან უფრო ღრმა კავშირების განვითარებას დასავლური სანქციებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად, იუწყება Reuters-ი ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით. „ჩემი მთავრობა სერიოზულად მიაქცევს ყურადღებას მიმდინარე თანამშრომლობას და ზომებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დონის ასამაღლებლად“, – მოჰყავს სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA-ს ირანის პრეზიდენტ მასუდ […]
სანდრო გირგვლიანი მოკლა საქართველომ? რა თქმა უნდა – არა, სისხლიანმა რეჟიმმა მოკლა, ანალოგიურად, სისხლიანმა რეჟიმმა დაიწყო ომი საქართველოში 7 აგვისტოს, სისხლიანი რეჟიმი არასდროს წარმოადგენს ქვეყანას

სანდრო გირგვლიანი მოკლა საქართველომ? რა თქმა უნდა – არა, სისხლიანმა რეჟიმმა მოკლა, ანალოგიურად, სისხლიანმა რეჟიმმა დაიწყო ომი საქართველოში 7 აგვისტოს, სისხლიანი რეჟიმი არასდროს წარმოადგენს ქვეყანას დღეს, როდესაც ვხედავთ, რომ დასრულებულია სასამართლო პროცესები და იგივე პოლიტიკური ძალა ახლაც ცდილობს ქვეყანაში გააჩაღოს ომი, ჩვენ უკვე აღარ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ სრული სიმართლე არ ვუთხრათ ქართულ საზოგადოებას იმასთან […]
სახ.დეპში კობახიძეს უპასუხეს და თქვეს, რომ “აშშ-ის ხელისუფლება გადაწყვეტილებებს თავად იღებს”

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მეთიუ მილერი ამბობს, რომ აშშ-ში, ზოგიერთი სხვა ქვეყნისგან განსხვავებით, დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლებაა, რომელიც გადაწყვეტილებებს თავად იღებს. ეს კომენტარი მან მას შემდეგ გააკეთა, რაც ჟურნალისტმა ირაკლი კობახიძის განცხადების შეფასება სთხოვა, რომლის თანახმადაც, სანქციების დაწესებაში “გარკვეული ძალები იყვნენ ჩართულნი, რომლებსაც აშშ-ში არაფორმალური გავლენა აქვთ”. “არ ვაპირებ ამის განხილვას. ამერიკის შეერთებულ შტატებში, ზოგიერთი სხვა ქვეყნისგან […]
ჩემპიონთა ლიგა. I ტური: “ბაიერნმა” 9:2 გაიმარჯვა, “ლივერპულმა” სტუმრად “მილანს” სძლია, “რეალმა” “შტუტგარტს” მოუგო

ჩემპიონთა ლიგამ ახალი ფორმატით აიღო სტარტი. პირველი ტურის პირველ სათამაშო დღეს 6 მატჩი გაიმართა. „ლივერპულმა“ გასვლაზე „მილანს“ 3:1 მოუგო, „რეალმა“ სახლში „შტუტგარტს“ 3:1, „ბაიერნმა“ კი საკუთარ მოედანზე ზაგრების „დინამო“ 9:2 გაანადგურა. გამარჯვებები აგრეთვე „იუვენტუსმა“, „ასტონ ვილამ“ და „სპორტინგმა მოიპოვეს. იუვენტუსი – პსვ 3:1 გოლები: 1:0 ილდიზი (21), 2:0 მაკენი (27), 3:0 გონსალესი (52), 3:1 საიბარი […]
,,კასპი… მერკურიაანთ ფრედი თავის მეგობრებთან ერთად” – რა რეაქციები მოჰყვა კასპის მერის განცხადებას

,,უნდა აიკრძალოს ერთსქესიანთა ქორწინება ჩვენს რაიონში. უნდა აიკრძალოს ერთსქესიანთა ოჯახებში ბავშვის აყვანა. დარწმუნებული ვარ, კასპის მოსახლეობა დაუდგება ქართულ ოცნებას გვერდში, ავტომატურად ლადოს [ხინჩეგაშვილი] დაუდგება გვერდში. გვეყოლება პარლამენტში და მარტო გორზე არ იქნება აქცენტი გაკეთებული, გადანაწილდება ახლა ლადოს ყურადღებაც კასპზე”. – თქვა კასპის მერმა, ვახტანგ მაისურაძემ მოსახლეობასთან შეხვედრისას. ამ განცხადებას სოციალურ ქსელში შესაფერისი კომენტარებითა და პოსტებით […]
“ჩვენი რეკომენდაციაა მცხეთის განაშენიანებაზე მორატორიუმი ეტაპობრივად მოიხნას” – “აქოლისი”

მცხეთის განაშენიანებაზე არსებული 10-წლიანი მორატორიუმი შესაძლოა გენგეგმის დასრულებამდე მოიხსნას. ყოველ შემთხვევაში ასეთია რეკომენდაცია, რომელსაც გენგეგმაზე მომუშავე კომპანია გასცემს. ეს განცხადება აქოლისის თავმჯდომარემ აკაკი ზერეკიძემ დღეს საქმის კურსის ეთერში გააკეთა. როგორც ზერეკიძე ამბობს, ქალაქის განაშენიანების რეგულირების გეგმები ეტაპობრივად მუშავდება, რაც შესაძლებლობას იძლევა, რომ მორატორიუმი ნაწილობრივად მოიხსნას. თუმცა მისი თქმით, ეს მხოლოდ რეკომენდაციაა და საბოლოო გადაწყვეტილება იუნესკოსთან […]
საბანკო სექტორი საკმაოდ სტაბილურად ვითარდება – “ბაზისბანკის” დირექტორი

“ბაზისბანკის” გენერალური დირექტორის დავით ცაავას თქმით, საბანკო სექტორი სტაბილურად ვითარდება. ამის შესახებ მან BMG-სთან განაცხადა. დავით ცაავამ სექტორში არსებულ ვითარებაზე საუბრისას აღნიშნა, რომ მდგრადი ზრდის გაგრძელებას ელის. ამასთან, ის სექტორის გამოწვევებს შორის საგარეო ფაქტორებს ასახელებს. „საბანკო სექტორი, ისევე როგორც წინა წლებში, საკმაოდ სტაბილურად ვითარდება. მიმდინარე პერიოდშიც მოლოდინი გვაქვს, რომ ეს ზრდა ასევე შენარჩუნდება. არის მაღალი […]
“მეტა” რუსულ სახელმწიფო მედიას თავის პლატფორმებზე კრძალავს

კომპანია “მეტამ” განაცხადა, რომ შეცდომაში შემყვანი ტაქტიკის გამოყენებისა და მოსკოვის პროპაგანდის ხელშეწყობისთვის რუსულ სახელმწიფო მედია ორგანიზაციას სოციალურ და მედია პლატფორმებზე აკრძალავს. ამ განცხადებამ კრემლის კრიტიკა გამოიწვია. კომპანია “მეტა”, რომელიც “ფეისბუქს”, WhatsApp-სა და Instagram-ს ფლობს, ამბობს, რომ ამ ნაბიჯს რამდენიმე დღეში გადადგამს იმ ძალისხმევის ფარგლებში, რომ გააძლიეროს რუსეთის ფარული, მავნე გავლენის ოპერაციების წინააღმდეგ ბრძოლა. “განხილვების შემდეგ, […]
შორეულ წარსულში, დედამიწას შეიძლება რგოლები ჰქონდა

ერთ დროს, დედამიწას შეიძლება საკუთარი პლანეტური რგოლი ჰქონდა. ჰიპოთეტურ რგოლს კოსმოსური თვალსაზრისით დიდხანს ვერ უნდა გაეძლო — სავარაუდოდ, დედამიწას ის მხოლოდ რამდენიმე ათეული მილიონი წლის განმავლობაში ერტყა გარშემო. თუმცა, ეს დრო საკმარისი უნდა ყოფილიყო დედამიწის გეოლოგიურ ჩანაწერებში კვალის დასატოვებლად. ამაზე მეტყველებს ავსტრალიის მონაშის უნივერსიტეტის პლანეტური მეცნიერის, ენდი ტომკინსის ჯგუფის მიერ ჩატარებული ახალი ანალიზები. ტომკინსმა და […]
ემუქრება თუ არა მსოფლიოს ყავის კრიზისი?

ფინჯანი ყავის ფასი, შესაძლოა, ახლო მომავალში, მკვეთრად გაძვირდეს. ყავის მწარმოებელ ტროპიკულ ქვეყნებში მომატებული ბუნებრივი კატაკლიზმების ფონზე, ყავის მარცვლების წარმოება გართულდა, რამაც მიწოდების ჯაჭვები ჩამოშალა. ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშე ბრაზილია აღმოჩნდა, რომელიც მსოფლიოში არსებული ყავის 40%-ის წარმოებაზე არის პასუხისმგებელი. ბრაზილია ბოლო ათწლეულის ყველაზე საშინელ გვალვას ებრძვის, ხოლო არაბიკის ჯიშის ყავის ფასი 13-წლიან მაქსიმუმამდე გაიზარდა. ყავის მიწოდება, […]