მთავრობამ საპატრიარქოს სამი მიწის ნაკვეთი გადასცა – აქედან ორი 1 ლარად, ერთი კი უსასყიდლოდ
· სოფელ ყელქცეულში მდებარე 215389კმ/მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი – უსასყიდლოდ უზუფრუქტის უფლებით,99 წლის ვადით; · თბილისში, ლეო და ნოდარ გაბუნიების ქ. N41ა-ში მდებარე 1004კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდგომი შენობა-ნაგებობები: N1, N2, N3 – 1 ლარად; · მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ კევლიანში მდებარე 5670კვ/მ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი – 1 ლარად;
ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივანი – სანქციები აისახება ჩვენი ქვეყნის ბიზნეს და ეკონომიკურ განვითარებაზე – ინვესტორი, როცა ხედავს, რომ სანქციებზეა საუბარი, რა თქმა უნდა, თავს შეიკავებს
სანქციები, თავისთავად, აისახება ჩვენი ქვეყნის ბიზნეს და ეკონომიკურ განვითარებაზე. ნებისმიერი ინვესტორი, როცა ქვეყანაში ინვესტიციის ჩასადებად შემოდის, პირველ რიგში, უყურებს პოლიტიკურ-ეკონომიკურ გარემოს. ის როცა ხედავს, რომ სანქციებზეა საუბარი, გართულებულ დიალოგსა და ვითარებაზე, რა თქმა უნდა, თავს შეიკავებს, – ამის შესახებ ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ზვიად ჭუმბურიძემ ჟურნალისტებს აშშ-ის ელჩთან შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა. მისივე თქმით, ყველა […]
„ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრების გამართვას თერჯოლაში აგრძელებს
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის დელეგატი ზვიად შალამბერიძე, თერჯოლის სოფლების: ზედა სიმონეთის და ნახშირღელის მოსახლეობას შეხვდა. „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, დელეგატმა შეხვედრაზე ისაუბრა განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე, ასევე 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების მნიშვნელობაზე. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი – მანუჩარ რობაქიძე, პარტიისა და თვითმმართველობის წარმომადგენლები
ჩაფიძის გულის ცენტრი ვეტერანებისთვის მორიგ საქველმოქმედო აქციას ჩაატარებს

ჩაფიძის გულის ცენტრი ვეტერანებისთვის მორიგ 168-ე საქველმოქმედო აქციას ჩაატარებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ვეტერანების სახელმწიფო სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, აქცია კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევებს მოიცავს. „მიმდინარე წლის 21 სექტემბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმები, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთათვის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, რიგით 168-ე საქველმოქმედო-სამედიცინო […]
„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ონის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის დელეგატი გოჩა ენუქიძე, ონის მუნიციპალიტეტის სოფლების: სორისა და ღარის მოსახლეობას შეხვდა. „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, შეხვედრაზე ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ იმ პრობლემებსა და გამოწვევებს, რომელიც მოსახლეობას აწუხებს და ერთობლივად განიხილეს მათი დროულად და ეფექტურად მოგვარების გზები. ონის მუნიციპალიტეტის სოფელ სორში მოსახლეობასთან შეხვედრებზე ისაუბრეს ბოლო წლებში „ქართული ოცნების” სახელისუფლებო გუნდის მიერ […]
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრების გამართვას თერჯოლაში აგრძელებს
“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის დელეგატი ზვიად შალამბერიძე, თერჯოლის სოფლების: ზედა სიმონეთის და ნახშირღელის მოსახლეობას შეხვდა. დელეგატმა შეხვედრაზე ისაუბრა განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე, ასევე 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების მნიშვნელობაზე. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი – მანუჩარ რობაქიძე, პარტიისა და თვითმმართველობის წარმომადგენლები
,, ის არის ძალდატანებული ხანუმა, მაჭანკალი” – ბექა ოდიშარია პრეზიდენტზე
,, ის არის ძალდატანებული ხანუმა, მაჭანკალი” – ბექა ოდიშარია პრეზიდენტზე ,,ქართული ოცნების” დეპუტატი, ბექა ოდიშარია სალომე ზურაბიშვილზე: ,,პრეზიდენტის როლი გაცხადებულად, რა თქმა უნდა, არის კონსტიტუციის დარღვევა, თუმცა, მე მეცოდება ის, რადგან მას არავინ არ ეკითხება ამ როლის შესრულებას, მას აქვს ეს დავალება. მე უბრალოდ ვწუხვარ ძალიან და შეურაცხყოფილი ვარ, რომ ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი არის ასეთი […]
საქართველოს მთავრობისგან იზოლაციის გამომწვევი განცხადებები არ ემსახურება ევროინტეგრაციის მიზანს – აშშ-ის ელჩი
აშშ-ის ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი 18 სექტემბერს მედიასთან საუბარში გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას საქართველოს ოთხი მოქალაქისთვის, მათ შორის პოლიციის ორი მაღალჩინოსნისთვის, ფინანსური სანქციების დაწესებაზე აშშ-ის მიერ. ირაკლი კობახიძე ამ საკითხზე 18 სექტემბერს შეხვდა აშშ-ის ელჩს. მოგვიანებით მისმა პრესსამსახურმა გაავრცელა პრემიერ-მინისტრის სიტყვები. კერძოდ, შეხვედრაზე ითქვა, რომ “ამ გადაწყვეტილებით ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა” როგორც […]
გაეროს გენერალური ასამბლეა კენჭს უყრის რეზოლუციას, რომელიც მოითხოვს ღაზაში ომის დასრულებას
18 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეა კენჭს უყრის პალესტინურ რეზოლუციას, რომელიც მოითხოვს, რომ ისრაელმა ერთი წლის განმავლობაში დაასრულოს თავისი „უკანონო ყოფნა“ ღაზის სექტორსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, გაიყვანოს თავისი ჯარები და მოახდინოს ყველა ახალმოშენის ევაკუაცია. რეზოლუცია კენჭისყრაზე გააქვთ 193-წევრიან ასამბლეაზე მაშინ, როცა ახლოვდება ერთი წლისთავი ისრაელის მიერ ომის დაწყებისა პალესტინური ექსტრემისტული დაჯგუფება ჰამასის […]
ქოჩორაშვილის დამატების სურვილი ლა ლიგის კიდევ ერთ კლუბს აქვს – ტრანსფერი ზაფხულისთვისაა დაგეგმილი
ესპანური fichajes-ის ინფორმაციით, ლა ლიგის ბინადარი “მალიორკა” საქართველოს ნაკრებისა და “ლევანტეს” ნახევარმცველის, გიორგი ქოჩორაშვილის დამატებით სერიოზულადაა დაინტერესებული. კუნძულელები 25 წლის ჩვენებურის ტრანსფერს მომავალი წლის ზაფხულში გეგმავენ. წყარო ასევ წერს, რომ გიორგის მიმართ დაკვირვებას “ხეტაფე” და ლა ლიგის სხვა გუნდები აწარმოებენ. მიმდინარე სეგუნდა დივიზიონში ქოჩორაშვილმა “ლევანტეს” ფორმა 4 შეხვედრაში მოირგო, სადაც 1 გოლი გაიტანა და ამდენივე […]