„ციფრული გადახდის სისტემები უკიდურესად პერსპექტიულია“ – სებ–ის საბჭოს წევრი

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრმა თეიმურაზ ხომერიკმა პოლონეთის ქალაქ კარპაჩში გამართულ 33-ე ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა. ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელზე სიტყვით გამოსვლისას თეიმურაზ ხომერიკმა ყურადღება გაამახვილა ეროვნული ბანკის ძალისხმევაზე, ქვეყანაში ინოვაციური სისტემების დანერგვის საქმეში. მან ისაუბრა ციფრული ლარისა და მყისიერი გადახდების სისტემის პროექტებზე, რომელთა მიზანია არა მხოლოდ მოქნილი საგადახდო ინფრასტრუქტურის შექმნა, არამედ ინოვაციური ფინანსური პროდუქტების განვითარების […]

Google-მა ევროკავშირში ციფრულ რეკლამასთან დაკავშირებული ჯარიმის გაუქმებაზე საქმე მოიგო

Google-მა მოიგო სასამართლო პროცესი 1,49 მილიარდი ევროს ანტიმონოპოლიური ჯარიმის წინააღმდეგ, რომელიც ევროკავშირმა დააწესა მის ონლაინ სარეკლამო ბიზნესზე ხუთი წლის წინ. ევროკავშირის უმაღლესმა სასამართლომ რომელიც 27 ქვეყნის მთავარი ანტიმონოპოლიური ორგანოა, განაცხადა, რომ გააუქმა 2019 წელს ევროკომისიის მიერ დაწესებული ჯარიმა. „უზენაესი სასამართლო ცვლის კომისიის გადაწყვეტილებას“, – ნათქვამია პრესრელიზში. ვრცლად euronews – ზე

ფერმერებმა ყურძნის გაყიდვით ₾197 მლნ-ის შემოსავალი მიიღეს – ღვინის ეროვნული სააგენტო

18 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთში გადამუშავებულია 146 ათასი ტონა ყურძენი, მათ შორის, 60 ათას ტონამდე რქაწითელი, 68,5 ათას ტონამდე საფერავია. „რთველი 2024“-ის სტატისტიკას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათი ცნობით, ამ ეტაპისთვის მოსავალი 12 ათასზე მეტმა მევენახე ფერმერმა დააბინავა. ყურძნის რეალიზაციით მიღებული შემოსავალი 197 მლნ ლარს აღწევს. ყოველდღიურად მოსავლის გადამუშავება 80-მდე კომპანიასა და მარანში მიმდინარეობს. რთველის საკოორდინაციო […]

EasyJet საქართველოდან ფრენას იწყებს

ბრიტანული ბიუჯეტური ავიაკომპანია „იზიჯეტი“ (EasyJet) საქართველოდან ფრენას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია სოციალურ ქსელში ავრცელებს. ფრენა 2025 წლის გაზაფხულიდან დაიწყება და თბილისიდან ფრენები ლონდონის, მილანისა და ჟენევის მიმართულებით შესრულდება. ავიაბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ვებგვერდზე უკვე შესაძლებელია. პირველი ფრენა 31 მარტს ჟენევაშია დაგეგმილი, სადაც ავიაკომპანია კვირაში ორი სიხშირით იფრენს. პირველი აპრილიდან დაიწყება ფრენები ლონდონის „ლუტონის აეროპორტისა“ და […]

მიხეილ სარჯველაძე მსოფლიო პროფკავშირების გაერთიანების გენერალურ მდივანს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე მსოფლიო პროფკავშირების გაერთიანების გენერალურ მდივანს, ლუკა ტრიანგლის და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარეს, ირაკლი პეტრიაშვილს შეხვდა. მხარეებმა შრომის უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე, მინიმალურ ხელფასზე, უმუშევართა შემწეობაზე,⁠ სოციალური დიალოგისა და კოლექტიური ხელშეკრულებების კიდევ უფრო მეტად წახალისებასა და ღირსეული სამუშაო გარემოს უზრუნველყოფაზე იმსჯელეს. მსოფლიო პროფკავშირების გენერალურმა […]

რობინ დანიგანი – საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელი ანტიდემოკრატიული ქმედებები არც საქართველოსა და არც ქართველ ხალხს არ ეხმარება

საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელი ანტიდემოკრატიული ქმედებები არც საქართველოსა და არც ქართველ ხალხს არ ეხმარება, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, რობინ დანიგანმა ჟურნალისტებს განუცხადა. „საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელი ანტიდემოკრატიული ქმედებები, დეზინფორმაცია აშშ-ისა და დასავლეთის შესახებ და განცხადებები, პრემიერ-მინისტრის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადების მსგავსი, არც საქართველოსა და არც ქართველ ხალხს არ ეხმარება. ქმედებები და განცხადებები, რომლებიც […]

რომან გოცირიძე – კეთილი ინებოს ეროვნულმა ბანკმა და ნათელი განცხადება გააკეთოს, ასრულებენ თუ არა საერთაშორისო სანქციების მოთხოვნებს – რა უნდა გაიგოს მისი განცხადებით საქართველოს საბანკო სისტემამ?!

საქართველოს ხელისუფლებაში უკვე იმყოფებიან საერთაშორისო გლობალური „მაგნიტსკის სიის“ წევრები – არც ერთი ნორმალური სახელმწიფო ურთიერთობას არ დაიჭერს და არასდროს არავითარ ფინანსურ დახმარებას არ გაუწევს ქვეყანას, რომლის მაღალჩინოსნებიც ამ სიის წევრები არიან, – ეს განცხადება პარლამენტში ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ გააკეთა. გოცირიძის თქმით, საქართველოს მიერ სანქციების აღუსრულებლობამ შეიძლება ქართული ბიზნესი უდიდესი რისკის ქვეშ დააყენოს, ვინაიდან ამერიკული […]

Biletebi.ge განახლდა

Biletebi.ge სრულიად ახალი პლატფორმითა და ბრენდინგით გამოჩნდა. განახლებული პლატფორმა მომხმარებლებს სთავაზობს ბილეთების შეძენის ძალიან მარტივ ფუნქციონალს, ორგანიზატორებს კი ღონისძიებების მართვის სრულიად ახლებურ სისტემას. ახალმა გუნდმა ბილეთების ყიდვის პროცესი სრულად გადაიაზრა და შექმნა გამოცდილება, რომელიც ყველაზე ინტუიტიურია. ახალი ვებ-გვერდი გამოირჩევა თანამედროვე, მომხმარებლისთვის მარტივი ინტერფეისითა და სისტემით. პლატფორმა არამხოლოდ ვიზუალურად, ტექნიკურადაც შეიცვალა: რიგის კომპლექსური სისტემებისა და დარბაზის […]

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქვიშის ფრენბურთის სპორტულმა წყვილმა „კორტის მეფეები – 2024“ მოიგო

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სპორტსმენებმა აჭარის ფრენბურთის ფედერაციის ორგანიზებული საერთაშორისო ტურნირის – „კორტების მეფეები“, ოქროს გვირგვინი მოიპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს. მითივე ცნობით, ბათუმის ქვიშის მოედანზე დასრულდა ტურნირი ფრენბურთში – „კორტის მეფეები 2024“, რომლის გამარჯვებული, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სპორტული წყვილი პეტრე ლობჟანიძის და დანიელ ხეირაბადის შემადგენლობით, გახდა. როგორც სტუ-ის სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის […]

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს დელეგატი აკაკი ალადაშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს რაიონის დელეგატი აკაკი ალადაშვილი საბურთალოზე, ნადარეიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა. „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, შეხვედრაზე აკაკი ალადაშვილმა მოსახლეობასთან განიხილა მათთვის მნიშვნელოვანი და საჭირო საკითხები, ისაუბრა 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე. ასევე, „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამას გაეცნო ამომრჩეველი. მოქალაქეებთან შეხვედრას, თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე – ოთარ გრიგოლია, საკრებულოს […]