როგორ აფეთქდა პეიჯერები, რის შედეგადაც ჰეზბოლას 8 ტერორისტი დაიღუპა, ათასობით კი დაიჭრა
17 სექტემბერს ლიბანში ერთდროულად ასობით პეიჯერი აფეთქდა, რომლებსაც ჰეზბოლას ტერორისტული ორგანიზაციის წევრები ატარებდნენ. თვითმხილველების თქმით, მათ შარვლების ჯიბეებიდან კვამლი დაინახეს, რასაც მალევე აფეთქება მოჰყვა. მაღალჩინოსნების ცნობით, აფეთქებები მაღაზიებში, სახლებსა და მანქანებში ერთდროულად მოხდა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 9 ადამიანი დაიღუპა, ხოლო არანაკლებ 2 700 დაიჭრა. ჰეზბოლამ ასევე განაცხადა, რომ ინციდენტის დროს მათი, სულ მცირე, რვა […]
საქართველოდან ფრენებს ბრიტანული ბიუჯეტური ავიაკომპანია easyJet იწყებს
ბრიტანული ბიუჯეტური ავიაკომპანია easyjet საქართველოდან ფრენებს იწყებს. ავიაკომპანიამ თბილისის შესახებ ვიდეორგოლი გაავრცელა, სადაც მომხმარებლებს მიმართავს, რომ თბილისის გასაცნობად მოემზადონ. ავიაკომპანიის ვებგვერდის მიხედვით, easyJet თბილისიდან ფრენებს 2025 წლის მარტის ბოლოდან დაიწყებს და 3 მიმართულებით იფრენს: ლონდონის, ჟენევის და მილანის. ბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ვებგვერდზე უკვე შესაძლებელია. პირველი ავიარეისი თბილისიდან ჟენევის მიმართულებით 31 მარტს შესრულდება და ბილეთის ფასი […]
სებ-ი ბანკებს პირობებს უყენებს, როდის შეძლებენ სანქციების აღსრულებას, რაც არასწორია – გიორგი ხიშტოვანი
PMC კვლევითი ცენტრის დირექტორის, გიორგი ხიშტოვანის შეფასებით, ბანკების მხრიდან საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება დიდი შეცდომა და დარტყმა იქნება მთლიანად სექტორისთვის. როგორც ხიშტოვანმა BMG-სთან განაცხადა, სექტორი ერთგვარი დილემის წინაშეა საერთაშორისო ფინანსური სანქციების შესრულებას და ეროვნული ბანკის საგამონაკლისო წესს შორის. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ბანკებმა სიმტკიცე გამოიჩინონ და სანდო პარტნიორის რეპუტაცია არ დააზიანონ. რაც შეეხება […]
ხატია დეკანოიძე – ივანიშვილის რუსული დავალება ნათია თურნავას მიმართ, რომლის ოჯახის წევრი, „ქართული ოცნების“ სიაშია, იმის მაჩვენებელია, რომ ივანიშვილი მზადაა საქართველოს ეკონომიკისა და ფინანსური სექტორის ჩამოშლისთვის
ბიძინა ივანიშვილის რუსული დავალება ნათია თურნავას მიმართ, რომლის ოჯახის წევრი, სხვათა შორის, „ქართული ოცნების“ სიაშია, იმის მაჩვენებელია, რომ ივანიშვილი მზად არის საქართველოს ეკონომიკისა და ფინანსური სექტორის ჩამოშლისთვის, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რითაც საქართველოს მოქალაქეების სანქცირების საკითხზე საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებას გამოეხმაურა. როგორც ხატია დეკანოიძე აღნიშნავს, „ეს ბიძინა ივანიშვილის […]
საქართველოში ბრიტანული ბიუჯეტური ავიაკომპანია easyJet შემოდის
საქართველოში ბრიტანული ავიაკომპანია easyJet შემოდის, – ამის შესახებ ინფორმაციას Independent-ი ავრცელებს. Independent-ის ცნობით, დიდი ბრიტანული უმსხვილესი ბიუჯეტური ავიაკომპანია easyJet ლუტონის აეროპორტიდან თბილისში ფრენებს მომავალი აპრილიდან დაიწყებს. ამასთან, ავიაკომპანიის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, ავიაკომპანია თბილისიდან ფრენებს ასევე ჟენევისა და მილანის მიმართულებითაც შეასრულებს. გავრცელებული ინფორმაციით, ავიაკომპანია ლუტონსა და თბილისს კვირაში ორჯერ, სამშაბათსა და შაბათს დააკავშირებს. Independent-ი წერს, რომ […]
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მე-20 საუკუნის დასაწყისის უნიკალური ფოტოები გამოიფინება

23 სექტემბერს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (A კორპუსი), საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია (სოვლაბი) წარმოგიდგენთ ნიკოლაძე-ღამბაშიძეების ოჯახური კოლექციიდან აქამდე სრულიად უცნობ ფოტო გამოფენას, რომლის კურატორიც ცნობილი ფოტოგრაფი, გურამ წიბახაშვილია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს. მათივე ცნობით, მინის ნეგატივები, რომელიც სოვლაბმა ოჯახის ერთ-ერთი შთამომავლისგან შეიძინა, მე-20 საუკუნის დასაწყისის, მათ შორის, საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდის რამდენიმე […]
ანა დოლიძე – ხალხი ელის ცვლილებას, ძველი ინსტრუმენტებით ახალ ქვეყანას ვერ შევქმნით

26 ოქტომბრის არჩევნებში ხალხის დაკვეთა არის სისტემური ცვლილება – ამ პირობებში არ უნდა ჩავვარდეთ ცდუნებაში, რომ ძველი სისტემის ინსტრუმენტები ისე დავაბრუნოთ, რომ ხალხის იმედი გავუცრუოთ, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა. მისივე თქმით, საქართველო მოქალაქეები 26 ოქტომბერს ელოდებიან, რომ ჩვენი სახელმწიფო გადაიტვირთება, ძველი სისტემა დაინგრევა. „26 ოქტომბრის არჩევნებში ხალხის დაკვეთა […]
აშშ-სგან იზოლირება არაა ქართველი ხალხის ინტერესში — დანიგანი კობახიძეს ეხმაურება

„საქართველოს ხელისუფლების საქციელი, ბოლოდროინდელი ანტიდემოკრატიული ქმედებები, დეზინფორმაცია აშშ-სა და დასავლეთის შესახებ და განცხადებები, როგორც პრემიერმა გუშინ გააკეთა, — არცერთი არ ეხმარება საქართველოს ან ქართველ ხალხს“ — განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა. რობინ დანიგანის თქმით, ქმედებები და განცხადებები, რომელიც საქართველოს კიდევ უფრო იზოლირებას ახდენს დასავლეთისგან, ევროპისგან და შეერთებული შტატებისგან, არ არის ქართველი ხალხის ინტერესებში. „ქართველი […]
ვაკის რაიონში 3 400-მდე აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდება – თბილისი ენერჯი

“თბილისი ენერჯის” ინფორმაციით, თბილისში, ვაკის რაონში, 3 400-მდე აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება. კომპანია მიზეზად გაზსადენის სარეკონსტრუქციო სამუშაოებს ასახელებს. გზის მიწოდება დღეს, 18 სექტემბერს, 22:00 საათიდან შეწყდება, აღდგენა კი ხვალ, 19 სექტემბრის დილის 10:00 საათიდან დაიწყება და 18:00 საათამდე, ეტაპობრივად ყველა აბონენტზე გავრცელდება. აღნიშნულ მონაკვეთში გაზსადენის მიწოდება შეუწყდება: · წყნეთის გზ. 65 (ნაკ.07/011); · ბაგები, […]
ეს იქნება ყველაზე ძლიერი ოპოზიციური კოალიცია – ელისაშვილი გახარიასთან შესაძლო გაერთიანებაზე
“მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ უნდა გაერთიანდეს ყველა, ვისაც ერთმანეთის გაძლიერება შეუძლია. ასე გამოეხმაურა ის “ძლიერი საქართველოსა” და “გახარია – საქართველოსთვის” გაერთიანების შესახებ დისკუსიას. ელისაშვილის “მოქალაქეები” კოალიცია “ძლიერ საქართველოში” შემავალი ოთხი პოლიტიკური გაერთიანებიდან ერთ-ერთია. “ახლა არ ვართ ჩვეულებრივ წინასაარჩევნო გარემოში, ქვეყანა არის განსაცდელში, მტრებს უხდიან ბოდიშს, მტრულ სახელმწიფოში, რუსეთში მიგვაქანებენ და ოკუპანტს ეძახიან მეგობარს, […]