გერმანია გმობს “ოცნების” მიერ მიღებულ “დისკრიმინაციულ კანონს”

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ტვიტერზე ეხმაურება “ქართული ოცნების” მიერ მიღებულ ჰომოფობიურ კანონს და აცხადებს, რომ ის არღვევს ადამიანის უფლებებს და ქვეყანას აშორებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, რომ შეცვალოს კურსი. 17 სექტემბერს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული ჰომოფობიური საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ცენზურას აწესებს და ლგბტ ადამიანებს უფლებებს […]

ირაკლი კობახიძე – როდესაც პრეზიდენტი ერთვება საარჩევნო პროცესებში როგორც მხარე, ეს არის კონსტიტუციის უხეში დარღვევა – კარგი ის არის, რომ სალომე ზურაბიშვილს ვერავითარი გავლენა ვერ ექნება ქვეყანაში არჩევნების შედეგებზე

როდესაც საპარლამენტო პრეზიდენტი ერთვება საარჩევნო პროცესებში როგორც მხარე, ეს არის კონსტიტუციის კიდევ ერთი უხეში დარღვევა, თუმცა სალომე ზურაბიშვილისგან კონსტიტუციის დარღვევა ბუნებრივია არ გვიკვირს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კახეთში, რთველის საკოორდინაციო შტაბში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, სალომე ზურაბიშვილს ვერავითარი გავლენა ვერ ექნება ქვეყანაში არჩევნების შედეგებზე. „კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი უნდა იყოს […]

ირაკლი კობახიძე – ყველა მსხვილი, მდიდარი ორგანიზაცია, რომელიც „აკვირდება” არჩევნებს, სინამდვილეში არის პოლიტიკური გაერთიანება

ყველა მსხვილი, მდიდარი ორგანიზაცია, რომელიც „აკვირდება” არჩევნებს, სინამდვილეში არის პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია რადიკალურ ოპოზიციასთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კახეთში, რთველის საკოორდინაციო შტაბში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, საქართველოში სინამდვილეში მესამე სექტორი არ არსებობს. „მესამე სექტორი საქართველოში სინამდვილეში არ არსებობს. არსებობს გარკვეული მდიდარი NGO-ები, რომლებიც მთლიანად გარედან ფინანსდებიან აბსოლუტურად […]

როდესაც სრულიად უსუსურია ოპოზიცია, ერთადერთი, რაც მას აქვს გასაკეთებელი არის ის, რომ ხელოვნურად სცადოს არჩევნების დისკრედიტაცია, თუმცა აქაც მათი რესურსი უკიდურესად მწირია

როდესაც სრულიად უსუსურია ოპოზიცია, ერთადერთი, რაც მას აქვს გასაკეთებელი არის ის, რომ ხელოვნურად სცადოს არჩევნების დისკრედიტაცია, თუმცა აქაც მათი რესურსი უკიდურესად მწირია ჩვენ გვაქვს დაახლოებით 60 პროცენტი ამ ეტაპზე და საბოლოო ჯამში იმედი გვაქვს, რომ 26 ოქტომბერს 60 პროცენტზე მაღალი შედეგი დაფიქსირდება, ამისათვის ყველანაირი წინაპირობა არის შექმნილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. […]

NGO-ების ანგარიშებში არ ხვდება ინფორმაცია არც სალომე ზურაბიშვილთან, არც საარჩევნო პროცესებში უცხოურ ჩარევასთან დაკავშირებით, ერთადერთი, რაც მათ აინტერესებთ, არის კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნება ხელისუფლებაში

NGO-ების ანგარიშებში არ ხვდება ინფორმაცია არც სალომე ზურაბიშვილთან, არც საარჩევნო პროცესებში უცხოურ ჩარევასთან დაკავშირებით, ერთადერთი, რაც მათ აინტერესებთ, არის კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნება ხელისუფლებაში არავის უკვირს ის, რომ NGO-ების ანგარიშებში არ ხვდება ობიექტური ინფორმაცია არც სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით, არც უცხოურ ჩარევასთან დაკავშირებით საარჩევნო პროცესებში. მათ აქვთ გამოკვეთილი დღის წესრიგი, ერთადერთი, რაც მათ აინტერესებთ, არის კოლექტიური […]

პროკურატურის ცნობით, ქოლცენტრების საქმეზე სამი ადამიანი დააკავეს

ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე სამი ადამიანი დააკავეს. პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა ბექა კვიციანმა თქვა, რომ დაკავებულები ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები არიან, ეს საქმე კი დაკავშირებულია კომპანია „მორგან ლიმიტედთან“. „დადგენილია, რომ სამივე დაკავებული უშუალოდ უძღვებოდა და აკონტროლებდა მათ დაქვემდებარებაში მყოფი პირების დანაშაულებრივ საქმიანობას, მათ შორის ანაწილებდნენ როლებს და უქმნიდნენ მათ სათანადო პირობებს დანაშაულებრივი საქმიანობის ეფექტურად წარმართვისთვის“, – […]

“აშშ-ის სანქციები ვერ იქნება მსუბუქი… ვწუხვართ შეხვედრის შემდეგ პრემიერის განცხადების გამო” – საელჩო

აშშ-ის საელჩოდან “მთავარი არხის” წერილობით შეკითხვას, ვისი ინიციატივით შედგა შეხვედრა ელჩ რობინ დანიგანსა და პრემიერს შორის გუშინ, 17 სექტემბერს მთავრობის ადმინისტრაციაში და რაზე ისაუბრეს მხარეებმა, ასე უპასუხა: “შეხვედრა პრემიერმა მოითხოვა. ვწუხვართ შეხვედრის შემდეგ პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადების გამო. არც ერთი ქვეყანა არ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას ისე, როგორც შეერთებული შტატები. არც ერთი ქვეყანა არ ყოფილა […]

რუსული „როსატომი“ საქართველოში ჰესების მშენებლობას გეგმავს

რუსული „როსატომი“ საქართველოში მცირე ჰესების მშენებლობას გეგმავს. ატომური ენერგიის კორპორაცია არის რუსეთის სახელმწიფო ჰოლდინგი. სწორედ “როსატომის” სანქცირების აქტს განიხილავს ამჟამად აშშ-ის კონგრესი. მიღების შემთხვევაში, კანონპროექტი ითვალისწინებს მეორადი სანქციების დაწესებას უცხოელების მიმართაც, რომლებიც კომპანიასთან მუშაობენ. ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის გეგმებთან დაკავშირებით გამოცემა “ტასს” ინტერვიუ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა მისცა. მისი თქმით, დიდი ჰესის მშენებლობის შესახებ ხელშეკრულება უკვე გააფორმეს ყაზახეთში, […]

“რაღაც უნდა შეეთანხმებინა მამუკას და, სამწუხაროდ, ჯერ არ გამოდის ეს” – გახარია

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გუშინ, 17 სექტემბერს, გამართული შეხვედრის შემდეგ, დღეს გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძეს შორის მორიგი შეხვედრა გაიმართა. როგორც მოლაპარაკებების შემდეგ ორმა პოლიტიკოსმა განაცხადა, შესაძლო გაერთიანების თაობაზე შეთანხმება მიღწეული არაა და კონსულტაციები კვლავ გაგრძელდება. “პრეზიდენტს დაველაპარაკები, სამწუხაროდ, მოგეხსენებათ, რომ რაღაც უნდა შეეთანხმებინა მამუკას და, სამწუხაროდ, ჯერ არ გამოდის ეს შეთანხმება, ჩემდა სამწუხაროდ. მამუკას უნდა შეეთანხმებინა […]

ირაკლი კობახიძე გრიგორი კარასინის განცხადებაზე – არ არის საინტერესო გარედან მოსმენილი განცხადებები

ჩვენთვის არ არის საინტერესო გარედან მოსმენილი განცხადებები, -ასე პასუხობს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელის, გრიგორი კარასინის განცხადებას, რომ „საქართველო პოლიტიკურად მომწიფდა“ პრემიერის თქმით, „მთავარია ეროვნული ინტერესები“. ” ჩვენი ოპონენტები საუბრობენ ხოლმე ხან კუბილიუსის, ხან რუსი პოლიტიკოსების განცხადებებით, ჩვენთვის მთავარია ჩვენი ეროვნული ინტერესები. ერთადერთი, რითაც ვაფასებთ საკუთარ გადაწყვეტილებებს, ეს არის ის, […]